თიკო ოსმანოვა
06.08.2016

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას გახმაურებული მკვლელობიდან ორთვენახევარი გავიდა, თუმცა მის მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემა ქართული მხარისთვის ამ დრომდე არ მომხდარა. გარდაცვლილის დედის, ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, დე ფაქტო პროკურატურა ოჯახის წევრებს ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დაკავშირებია.

ია აბულაშვილი
06.08.2016

 რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი ჯარების მასშტაბურ კონცენტრაციას ახდენს, დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით აძლიერებს თავის საჯარისო შენაერთებს, ქმნის ახალ არმიებს და მასშტაბური სამხედრო წვრთნებისათვის ემზადება. ყოველივე ეს და ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებისათვის ემზადება.

ეკატერინე ბასილაია
06.08.2016

 "ისეთი აღფრთოვანებული რეაქცია აქვს ზოგიერთს ძალადობაზე, განსაკუთრებით კორცხელის ინციდენტზე, როდესაც კონკრეტული ადამიანები გაილახნენ, რომ არ მგონია, ეს "ოცნებას" დიდად ვნებდეს. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, ეს ლინჩის წესის ნაწილია", - აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც თვლის, რომ წინაარჩევნო პროცესი ლინჩის წესის გამოყენებისკენ უფრო მიდის, ვიდრე პოლიტიკური დაპირისპირების დროს ამტყდარი ჩხუბისკენ და მისი შეჩერება რთულია.

თიკო ოსმანოვა
06.08.2016

 "ქართულმა ოცნებამ" რუსთავში, 29-ე და 30-ე ოლქებში თავის მაჟორიტარობის კანდიდატებად პაატა მხეიძის და გიორგი ბრეგაძის კანდიდატები წარადგინა. არადა, როგორც ცნობილია, არსებული შეთანხმების თანახმად, მმართველი პარტია რუსთავის ერთ-ერთი ოლქის "დათმობას" თანამოაზრე "კონსერვატორებისათვის" აპირებდა.

სალომე სარიშვილი
05.08.2016

 პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ატეხილი ხმაური ისევ და ისევ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას იწვევს. მისი თქმით, ამ დავაში არც მთავრობის წარმომადგენლები და არც ოპოზიცია სახელმწიფოებრივად არ ფიქრობს, რაც ისედაც ნდობადაკარგულ სასამართლო სისტემას კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს. ანალიტიკოსის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში საზოგადოება ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშეა.

ეკატერინე ბასილაია
05.08.2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიათა ივლისის შემოწირულობები გამოაქვეყნა, სადაც ქართული წინასაარჩევნო ტრადიციისამებრ, საკმაოდ შთამბეჭდავად, 2 მილიონზე მეტი ლარით, მმართველი პარტია ლიდერობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრი ბიზნესმენი თუ რიგითი მოქალაქე, ვისაც 2013 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსური მხარდაჭერის სურვილი კლავდა, ბოლო წლებია, "ქართული ოცნების" დაფინანსებაზე გადაერთო. "ნაციონალური მოძრაობა" კი, დაფინანსების რაოდენობით, სამეულშიც ვერ ხვდება.

ნინო ქეთელაური
05.08.2016

ქორწინების განსაზღვრებაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებმაც შესაბამისი პეტიციით პრეზიდენტს უკვე მიმართეს და ინტერნეტში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. მათი თქმით, რეფენდუმის დანიშვნით ადამიანების უფლებები შეიზღუდება, ეს დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს და გააძლიერებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას.

თიკო ოსმანოვა
05.08.2016

 საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, ე.წ. კაბელებისა და "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული სასამართლოში შესული სარჩელები შეცვლილია. მისივე თქმით, ეს კანონდარღვევაა, ამიტომ ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

თიკო ოსმანოვა
05.08.2016

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს და კორცხელის მსგავსი დაპირისპირებებმა, შესაძლოა, ნელ-ნელა სისტემატიური ხასითი მიიღოს. ყოველ შემთხვევაში გუშინ ბათუმსა და თელავში პოლიტიკურ ძალებს შორის მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და, როგორც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, ასეთი სახის დაპირსიპირებები წინასაარჩევნოდ კიდევ არაერთი იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
05.08.2016

 მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეღავათების პაკეტის ამოქმედება სახელმწიფო ბიუჯეტს წელს 40 მილიონი ლარი დაუჯდება, გაისად კი 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ელზა წიკლაური
05.08.2016

 უბნის მაღაზიების შემდეგ, ფინანსური პრობელემები უმსხვილეს სუპერმარკეტებსაც შეექმნათ. სადისტრიბუციო კომპანიებში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა მიწოდებული პროდუქციის საფასურს ვერ იხდის, რაც დისტრიბუტორებს გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებს. ზოგიერთმა სასამართლოსაც მიაშურა, პროცესი მოიგო, თუმცა იმის გამო, რომ მაღაზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და მის მფლობელ შპს-ზე ქონება არ ირიცხებოდა, ფულის დაბრუნება ვერ მოახერხეს.

ნინო ქეთელაური
05.08.2016

 წინასაარჩენო პროცესი აქტიურ ფაზაში შედის და რამდენიმე დღეში ყველა პარტიამ საარჩევნო სიები უნდა წარადგინოს. როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, საზოგადოება მათ სიასაც სულ მალე იხილავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×