სალომე სარიშვილი
03.08.2016

 "ქართულ-რუსული ფორუმი თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება და ეს არა მხოლოდ პირადად ჩემთვის, მასში მონაწილე თითოეული ადამიანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. წლევანდელი ფორუმი გამორჩეული იყო იმითაც, რომ მასში მონაწილეობას, უფლებადამცველებთან ერთად, ქართველი და რუსი ჟურნალისტები იღებდნენ, ჰქონდათ აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და მედიის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე, პერსპექტივაზე მსჯელობის შესაძლებლობა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ქართულ-რუსული ფორუმის ხელმძღვანელი და უფლებადამცველი თემურ ქობალია, რომელიც წლებია საკუთარ საქმიანობას რუსეთში ეწევა.

ია აბულაშვილი
02.08.2016

 "საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში ასეთი რამ არასდროს ყოფილა, რომ მოსამართლეთა ერთი ჯგუფი საჯაროდ დაპირისპირებოდა მეორე ჯგუფს. დღეს ამ საქმემ უპრეცედენტოდ რეზონანსული სახე მიიღო," - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, თსუ-ს პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა.

ელზა წიკლაური
02.08.2016

 ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოსახლეობისთვის კვლავ უმთავრესი პრობლემაა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ადამიანი საარჩევნო ყუთთან მივა, ბიულეტენის შემოხაზვამდე ლარის თემას კიდევ ერთხელ გაახსენდება. ლარი რომ ამომრჩევლისთვის ფაქიზი თემაა, ამაზე "რეზონანსის" ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც მეტყველებს. 87% მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს.

თიკო ოსმანოვა
02.08.2016

 რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ამის მაგალითად პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ხარაგაულის საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის წამოჭრა დაასახელა. იგი სხდომას პარტიის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო და ამბობს, რომ დეპუტატები "ქართული ოცნების" მითითებას ასრულებდნენ, რადგან ვერცერთმა მათგანმა ვერ დაასახელა ის არგუმენტი, თუ რატომ სურდათ თანამდებობიდან ინგა მაღრაძის გადაყენება.

ვახტანგ შამუგია
02.08.2016

 15 ივლისის არშემდგარი პუტჩის შემდეგ თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. მიზეზი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მკვეთრი განცხადებები, ამბოხებაში ეჭვმიტანილთა მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება, მასობრივი დაპატიმრებები და რაც მთავარია, სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯის შემოღების თაობაზე გაჟღერებული მოწოდებებია.

ნატა გიორგაძე
02.08.2016

 საქართველოში თვითნებურად დიეტას ყოველი მე-3 ქალი იცავს, მამაკაცებიდან კი - ყოველი მე-10. უფრო ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პროფესიონალი დიეტოლოგის მიერ შერჩეული კვების რაციონით იკვებებიან. დიეტა კი ერთ ადამიანს თვეში, საშუალოდ, 200-250 ლარი უჯდება. თუ ამას სავარჯიშო დარბაზში ვიზიტსა და სპეციალისტის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს მივუმატებთ, გახდომის მსურველთა ხარჯი 350 ლარამდე გაიზრდება.

მაკა ხარაზიშვილი
02.08.2016

 პენსიებისა და სამუშაო ადგილების გაზრდა - უკვე 2 ათეული წელია საქართველოში წინასაარჩევნო დაპირებები არ იცვლება. ეს ის მთავარი თემებია, რომელთა მიმართაც ქართულ პარტიებს შორის ნამდვილი დოღი იმართება. ამ მარათონში "ქართული ოცნება" ოფიციალურად ჯერ არ მონაწილეობს. პარტიის ეკონომიკური ჯგუფი, ისევ პასიურობს და საზოგადოებისთვის პროგრამის წარდგენას აგვიანებს. ეს პირდაპირ მიუთითებს მმართველი პარტიის სისუსტესა და ჩამოუყალიბებლობაზე.

მარიამ ხიდაშელი
02.08.2016

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მიწების რეგისტრაცია დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ 1-ლი აგვისტოდან მოყოლებული გლეხებმა იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ და საკუთარი მიწები ოფიციალურად უფასოდ გაიფორმონ.

ნინო ქეთელაური
02.08.2016

 საქართველოში უმაღლესი კლასის სასტუმრო "ბილთმორ თბილისი" გაიხსნა, რომელიც 40-სართულიანია და 216 ნომერი აქვს. სასტუმრროს გარდა, შენობაში სავაჭრო ცენტრი და ქართულ-აზიური რესტორნები განთავსდება, სტუმრების ოფიციალურად მიღებას კი შემოდგომაზე დაიწყებს.

ელზა წიკლაური
02.08.2016

 ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობა ისევ გაზარდა და ბოლო 2,5 თვის განმავლობაში თითქმის 3-ჯერ. 27 მაისის სებ-მა 250 მლნ ლარის რეფინანსირების სესხი გასცა, წინა კვირას კი - 650 მლნ ლარის. ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა აქვთ, სებ-ი კი ცდილობს, საბანკო სექტორს დანაკლისი შეუვსოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა მთავარი ისაა, რეფინანსირების სესხების მოცულობამ ქადაგიძის მმართველობის დროინდელ მაჩვენებელს არ მიაღწიოს და 1,2 მლრდ-მდე არ გაიზარდოს.

სალომე სარიშვილი
02.08.2016

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო მთავრობის უახლოეს სხდომაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს წარადგენს, რომლის მიზანიც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირებაა.

მაკა ხარაზიშვილი
02.08.2016

 საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველ წელს იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ელექტროენერგიის იმპორტი გვჭირდება. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია. ამიტომ ელექტროენერგიის ექსპორტიორობაზე მეოცნებე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×