მაკა ხარაზიშვილი
09.07.2016

 წელს საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავალმა 250 ათას ტონას უნდა გადააჭარბოს, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 35%-ია. ფერმერები ხორბლის რეკორდულ მოსავალზე საუბრობენ. არის ერთი პრობლემაც. საქმე ისაა, რომ მთლიან მოსავალში სასურსათო ხორბლის წილი ცოტაა.

მაკა ხარაზიშვილი
09.07.2016

საქართველოს ინფლაციური ტალღა ემუქრება. მსოფლიოში ძირითადი სასურსათო პროდუქტების გაძვირება საერთაშორისო ორგანიზაცია აფწ-ს მიერ გამოქვეყნებული ინდექსებშიც დადასტურდა. ამ დროს ქართული ვალუტა დოლარის მიმართ ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია, რაც იმპორტირებულ პროდუქტის გაძვირებას ისედაც გარდაუვალს ხდის. სპეციალისტების აზრით, ლარის კურსი ამერიკული ვალუტის მიმართ მინიმუმ 2,1 ნიშნულამდე უნდა გამყარდეს, რათა იმპორტიორებს არსებული ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა მიეცეთ.

მარი ჩიტაია
09.07.2016

ლარის კურსიდან გამომდინარე პრობლემის შესამსუბუქებლად კომპანიები დიდ მარჟაზე მუშაობენ. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიზნესში არასტაბილურობის განცდაა. ვალუტის მორიგმა უეცარმა დევალვაციამ იმპორტიორებს სხვა გზა არ დაუტოვა. ფინანსური რისკის დაზღვევის ეს ხერხი საკმაოდ ნაცადია და კომპანიებს სავალუტო რყევებისგან იცავს. ე.წ. ფინანსურ ბალიშებს რისკის დაზღვევის მიზნით ან ჭარბი მოგების მისაღებად იყენებენ ნავთობპროდუქტებისა და მედიკამენტების იმპორტიორები. დაბალი კონკურენციის პირობებში ამ მეთოდს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარიც მიმართავს.

ია აბულაშვილი
09.07.2016

 მკითხველს ალბათ დააინტერესებს დღევანდელ სტატიაში შეთავაზებული მასალა, რომელიც ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის დამოუკიდებლი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიის შესახებ.

მამუკა ნაცვალაძე
09.07.2016

 დინასტიურ ქორწინებებს ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობისათვის გამორჩეული დატვირთვა აქვს. პოლიტიკური პლასტები მჭიდროდ კვეთს ადამიანურ განწყობებსა და ვნებებს, ამიტომაც ასეთ დროს ბევრი რამ, მათ შორის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები, პიროვნული კონტექსტების დონეზე წყდება.

მამუკა ნაცვალაძე
09.07.2016

 ასპინძის რაიონს მესამე წელია "ბორჯღალოსანთა" ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე ხელმძღვანელობს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - უპირველესი სამიზნე რაიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რაც არამარტო ტურიზმისა და ეკონომიკის, კულტურული განვითარების თვალსაზრისითაც საკმაოდ დიდ პერსპექტივას ქმნის.

თაკო მათეშვილი
08.07.2016

 ვარშავაში ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოში საკმაოდ დიდ მოლოდინს ამყარებენ, დაიწყო. ბოლო დღეების სიახლეების მიხედვით, ხელისუფლებაშიც და პოლიტოლოგთა წრეშიც აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა საგრძნობლად უნდა ამაღლდეს.

სალომე სარიშვილი
08.07.2016

 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას მოიცავს, ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ აშშ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი შეიარაღების შესყიდვის საშუალებას გვაძლევს, მისი მხრიდან მემორანდუმი კარგი სიგნალია კრემლისთვისაც.

თაკო მათეშვილი
08.07.2016

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პილიტიკურ პარტიებს ბევრად სერიოზული და გულმოდგინე მუშაობა მოუწევთ დაპირებების მოსაფიქრებლად, რადგან სპეციალისტების აზრით, "პოლიტიკურად გაზრდილი" ამომრჩეველი ახლა ყველაფერს უფრო კრიტიკულად შეაფასებს, ანკესს რთულად წამოეგება.

ელზა პაპოშვილი
08.07.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადება, რომ საქართველოს სამთავრობო გუნდში პრორუსული ძალები არიან, რეალურია, მაგრამ მას, როგორც დიპლომატს, რეგლამენტი ამის თქმის უფლებას არ აძლევდა.

ნინო ქეთელაური
08.07.2016

 დედაქალაქში სექტემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ავტოპარკი სულ 150 ერთეული ავტობუსით განახლდება, ამ ეტაპზე კი ავტობუსების მხოლოდ ნაწილი ჩამოვა.

მაკა ხარაზიშვილი
08.07.2016

 ბათუმი, ქუთაისი, თბილისი - იპოთეკარები მასობრივ შეტევას იწყებენ და მთავრობას მათი პრობლემის მოგვარებას კატეგორიულად სთხოვენ. მათი პირობა, ძირითადად, ორია: გამოსახლებული ადამიანებისთვის თავშესაფრის გადაცემა და მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა უძრავი ქონება, დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხის გაცემაზე ბანკებთან შუამდგომლობა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×