მამუკა ნაცვალაძე
02.07.2016

 თამარ მეფის პირველი მეუღლე გიორგი რუსი ერთ-ერთი სკანდალური პერსონაა ქართულ ისტორიოგრაფიაში. რუსი უფლისწულის ქმედებები და დამოკიდებულება ხელს უწყობდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული პოლიტიკური ძალების სიცოცხლისუნარიანობას. რუსი ჯერ მუსლიმანური საამიროებისა და ზოგიერთი ქართველი ფეოდალის მარიონეტი გახდა, მერე აბუბექრის, ადარბადაგანის მმართველის.

თიკო ოსმანოვა
02.07.2016

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით, სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადაკვეთენ.

სალომე სარიშვილი
02.07.2016

 ოკუპირებული ტერიტორიები, მათ გამო წამოჭრილი პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები - ეს ის საკითხებია, რაზეც ქართულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნისას გუშინ ძირითადი ყურადღება გაამახვილა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე ეუთოს ტრანსფორმაციისა და საქართველოში მისი როლის გაძლიერებაზეც ბევრი ითქვა და აღინიშნა, რომ ეს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა მნიშნელოვანი. თავის მხრივ, ამ იდეას ევროპელი სტუმრებიც დაეთანხმნენ და აღნიშნულზე საკუთარი ხედვა და პოზიცია გამოხატეს.

ია აბულაშვილი
02.07.2016

 "დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არ არის არც ერთი პარტია, რომელსაც პოლიტიკური აზროვნების უნარი გააჩნია" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
02.07.2016

 "რა თქმა უნდა, ღონისძიებაზე ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა, რასაც ჩვენც ვიზიარებთ, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომელზეც ჩვენ, როგორც მხარეს, საკუთარი პოზიცია გაგვაჩნია. ამაზე საუბარს უფრო სხვა ფორმატში ვისურვებდი," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმ იმ გზავნილების შეფასებისას, რომლებიც გუშინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გახმოვანდა.

გვანცა ღვედაშვილი
02.07.2016

სტამბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა, მგზავრები გამთენიისას საქართველოში დაბრუნდნენ. როგორც ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი ედიშერ ჯაფარიძე საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

მარი ჩიტაია
02.07.2016

 წელს ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. კახეთში ალოობა მიმდინარეობს და წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი მოსავალია. მარტო ორ რაიონში - სიღნაღსა და დედოფლისწყაროში - მარცვლის ოდენობა 180-190 ათას ტონამდეა. შარშან კი მთლიანი მოსავლიანობა 170 ათას ტონას არ აღემატებოდა. როგორც მეხორბლეები აცხადებენ, წლევანდელი მოსავლის წყალობით, ქვეყანას ექნება რეალური შესაძლებლობა, რომ იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამციროს.

ელზა წიკლაური
02.07.2016

ერთი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა და დღეს სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას ყოველი მე-8 ადამიანი იღებს. ყოველი მე-3 კი თვლის, რომ ღარიბია და დახმარება აუცილებლად სჭირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფოსგან დახმარებას 1,3 მლნ ადამიანზე მეტი ითხოვს.

ნათია ლომიძე
02.07.2016

 მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები, ხოლო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. ამის ფონზე საქართველოში კაზინოებისა და ტოტალიზატორების მიერ ფინანსურად დაზარალებულთა რიცხვი ერთიორად იზრდება. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა იმდენად მაღალი და მზარდია, რომ მის შესაჩერებლად სახელმწიფოს მიერ მკაცრი ზომების გატარების გარეშე არაფერი მოხერხდება.

მარი ჩიტაია
02.07.2016

 ლარის უეცარმა გაუფასურებამ საბანკო სესხების მომხმარებლებს დამატებითი სანერვიულო გაუჩინა. ხალხს ძლივს შემცირებული ხარჯი ისევ გაეზარდა. როგორც ცნობილია, საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების უმეტესობა უცხოურ ვალუტაშია, რაც მსესხებლებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. მით უმეტეს, რომ საბანკო სექტორში რისკის დაზღვევის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

ლიკა ამირაშვილი
02.07.2016

 გაეროს პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, ენპარდის პროგრამით მხარდაჭერილი კოოპერატივები დაეთვალიერებინათ და მუშაობის პრინციპებს გასცნობოდნენ.

გვანცა ღვედაშვილი
01.07.2016

 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, გამოცდებში მონაწილეობას 38 000-მდე აბიტურიენტი იღებს, უმაღლეს სასწავლებლებს კი მისაღებად 45 000 მეტი ადგილი აქვთ გამოცხადებული. ასევე ნახევრად ელექტრონულ გამოცდებს დრო ემატება. მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგამოცდო დრო წელს 4 საათი და 15 წუთი იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×