თაკო მათეშვილი
01.07.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "რუსთავი 2"-ისა და "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს რეალობისაგან შორს მდგომს უწოდებს და დასძენს, რომ ამ ორიდან შედარებით ადეკვატური "ოცნების" კვლევა იყო. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს შედეგებს, გამზარდია მას "კურიოზულს" უწოდებს.

თიკო ოსმანოვა
01.07.2016

 არჩევნებამდე 3 თვით ადრე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეალურ რეიტინგები უცნობია და მათზე რადიკალურად განსხვავებული მონაცემები ქვეყნდება. ბოლო ერთ კვირაში ორი მნიშვნელოვნად განსხვავებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი დაიდო. თუმცა ორივე კვლევაში პარტია "ქართული ოცნება" ლიდერობს. სახელისუფლებლო პარტიის ლიდერობას, სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე ლოგიკურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მეორე ადგილზე მყოფმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", შესაძლოა, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსიც კი დაკარგოს.

ეკატერინე ბასილაია
01.07.2016

 თურქული მედიის ცნობით, სტამბულის ათათურქის აეროპორტის ტერაქტში ჩეჩნური კვალი იკვეთება, გამოცემების ნაწილი კი ასევე წერს, რომ ორგანიზატორად ეჭვმიტანილია "დაეშის", იგივე "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაური, ეროვნებით ჩეჩენი ახმედ ჩატაევი, რომელიც ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი დაჯგუფება "კავკასიური იმარატის" საველე მეთაური იყო.

თაკო მათეშვილი
01.07.2016

 დარიალის ხეობაში, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმავალი გზა, სავარაუდოდ, 2 კვირაში გაიხსნება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იტყობინებიან, ხეობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მდინარე თერგი კაპალოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

სალომე სარიშვილი
01.07.2016

 "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი ყველა დღეს და ყველა წუთს მოქმედებს. თუმცა ამასობაში ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, ეუთო-ს საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობის პროცესში ხელი არავის შეეშალოს. საერთაშორისო ვალდებულებები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შიდა კანონმდებლობა," - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეკითხვას, რომელიც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას და მათ მიერ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევას ეხება.

ელზა პაპოშვილი
01.07.2016

 პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ როგორც ამერიკულ-გერმანული ორგანიზაციის პალ-ს კვლევა, ასევე "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა გამოკითხვა, ორივე ერთი და იგივე ფუნქციის მატარებელია. მისი თქმით, პარტიები წინასაარჩევნოდ ცდილობენ, რომ ასეთი სახის გამოკითხვებით საზოგადოებაზე ზეგავლენა მოახდინონ.

მარიამ აფციაური
01.07.2016

 ლარის გაუფასურებისა და გაძვირებული ცხოვრების შემდეგ პენსიის 20 ლარით მომატებას სპეციალისტები სერიოზულ ნაბიჯად არ აღიქვამენ. მათი გაანგარიშებით, ცვლილება მხოლოდ მომატებული ხარჯის კომპენსირებაა. მთავრობის მხრიდან გაღებული დანამატი დღეში ერთი ლარიც არ გამოდის და რეალურ საარსებო მინიმუმს მკვეთრად ჩამორჩება.

მარი ჩიტაია
01.07.2016

თხილის ფასი 3 ლარამდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. რაც შეეხება ნედლ თხილს, ის 2 ლარი ღირს, თუმცა ჩამბარებელ პუნქტებში ახალ პროდუქტს ჯერჯერობით არ ყიდულობენ. შარშან ამ დროს თხილი 8 ლარი ღირდა. მეწარმეების ვარაუდით, წელს თხილის ფასი ამ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს. შესაძლოა, საშემოდგომოდ მისი ღირებულება 5-6 ლარამდე გაიზარდოს.

ელზა წიკლაური
01.07.2016

 ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან იწყება - ასე აფასებს რუსული მედია 6 თვის წინ დაწესებული სანქციების გაუქმებაზე რუსეთ-თურქეთის პირველი პირების შეთანხმებას. მოსკოვში ამბობენ, რომ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობა აღდგება და, შესაძლოა, გაყინული გაზსადენის პროექტის - "თურქული ნაკადის" მშენებლობაც კი განახლდეს. რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თურქული იმპორტი ქვეყანაში ფასების შემცირებას გამოიწვევს, თუმცა შეძლებს თუ არა თურქული პროდუქტი რუსულ ბაზარზე ძველი ნიშას დაბრუნებას, ამაზე ეკონომისტებს პასუხის გაცემა უჭირთ.

ია აბულაშვილი
01.07.2016

 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაზე ბევრი დაწერილა ქართულ პრესაში და იმედია, დღევანდელ სტატიაში შეთავაზებული მასალაც, რომელიც ამ პერიოდს ეხება, დააინტერესებს ჩვენს მკითხველს. ეს არის ცნობილი ქართველი დიპლომატის, ზურაბ ავალიშვილის წერილი "პოსტ-სკრიპტუმ", რომელიც 1924 წელს პარიზში დაიწერა.

ეკატერინე ბასილაია
30.06.2016

 ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სასულიერო პირთა ნაწილი, ე.წ. წმიდა მიტროპოლია, იმედგაცრუებულია საერთო მართლმადიდებელი დიდი კრების შედეგებით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ავტოკეფალიას თუ ავტონომიას ადგილობრივ ეკლესიას მხოლოდ დედაეკლესია ანიჭებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სტატუსს ვერ მიიღებენ, საქართველო ამაზე არასდროს წავა.

თაკო მათეშვილი
30.06.2016

 თურქეთის ტერაქტს სპეციალისტები მოსალოდნელს უწოდებენ და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ასეთი შემთხვევა ვიხილოთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×