თაკო მათეიშვილი
29.06.2016

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიებმა ჩვეულებას არ უღალატეს და კოორდინატორთა სქემა აამოქმედეს. წინა ხელისუფლების ტრადიციას "ქართული ოცნება" უცვლელად აგრძელებს. თუმცა, კოორდინატორებზე უარი არც "ნაციონალურ მოძრაობას" უთქვამს.

სალომე სარიშვილი
29.06.2016

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია პალ-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები არ შეიძლება, სანდოდ მივიჩნიოთ, რადგან მასში მოყვანილი მონაცემები, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ლოგიკასთან არანაირ კავშირში არაა.

ნინო ქეთელაური
29.06.2016

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის წარდგენას მხარს უჭერს და იმავე ქმედებისკენ საქართველოს დელეგაციის წევრებს მოუწოდებს. მისი თქმით, ამ პოზიციაზე ქართველი დეპუტატის არჩევით, საქართველოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევის უნიკალური შანსი მიეცემა.

მარი ჩიტაია
29.06.2016

ბოლო რამდენიმე დღეში იმპორტირებული სურსათის ფასმა - 5-10%-ით, ხოლო ნავთობპროდუქტების ღირებულებამ 6-7%-ით მოიმატა. ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო, იმპორტიორებმა მოსალოდნელი გაძვირება დაახლოებით 1 კვირის წინ დააანონსეს და მალევე აასრულეს. მათი მტკიცებით, ლარი უკვე იმ ნიშნულზეა, როცა ფასის შენარჩუნება შეუძლებელია. გაძვირდა თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი, მათ შორის ისეთიც, რომელიც ბოლო პერიოდამდე საგრძნობლად იყო გაიაფებული.

მარი ჩიტაია
29.06.2016

 2017 წლიდან ავტომობილების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება. პირველ ეტაპზე მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი აიკრძალება. 2017 წელს იგეგმება ტექდათვალიერების დაწყებაც, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა "საუკეთესო ევროპული პრაქტიკით" აპირებს.

მარიამ აფციაური
29.06.2016

 მძიმე სოციალური ფონი, დროის სიმცირე, გადატვირთული სამუშაო რეჟიმი - ამ და სხვა მიზეზების გამო, წელს საზაფხულო ბაღებზე მოთხოვნა გაიზარდა. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად, დარეგისტრირების მსურველთა გააქტიურებაზე საუბრობენ მშობლებიც. ისინი "რეზონანსთან" იმ გაზრდილ მოთხოვნაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომელმაც ზოგიერთი ბავშვი ლამის ბაღის გარეშე დატოვა.

ელზა წიკლაური
29.06.2016

 დევდორაკის ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა და ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ რუსეთში, ქართულთან ერთად, პრობლემები სომხური პროდუქტის ექსპორტსაც შეუქმნა. სომეხმა ექსპორტიორებმა ალტერნატიული გზა უკვე ნახეს და საკუთარი ნაწარმი ბათუმიდან ნოვოროსიისკის პორტში ბორნით გადააქვთ. სხვადასხვა შემოვლითი გზით სარგებლობენ ქართველი მეწარმეებიც. რაც შეეხება თავად გზას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ის დაახლოებით 2 კვირაში გაიხსნება.

ელზა პაპოშვილი
29.06.2016

 "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებებს თინა ხიდაშელის მისამართით პირად დაინტერესებას უწოდებს. მისი თქმით, სესიაშვილს თავდაცვის მინისტრობა ისე ძალიან უნდა, რომ საკუთარი სურვილების გაკონტროლებას ვეღარ ახერხებს და მას ახმოვანებს.

ლიკა გურაბანიძე
29.06.2016

ბოლო წლებში საქართველოში ყოველწლიურად 46-49 ათასი ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემების თანახმად კი, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირებული დაავადებებია.

თაკო მათეშვილი
28.06.2016

 ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებმა ცივი წყალი გადაავლო მანამდე ჩატარებულ არაერთ კვლევას, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო.

ეკატერინე ბასილაია
28.06.2016

 10 ივლისამდე "რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობებზე რჩებიან, მათი გაშვება დიდი ალბათობით, ივლისის ბოლომდე მოხდება. მართალია, პრემიერ კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია ცვლილების ზუსტი დრო, თუმცა მას გაცხადებული აქვს, რომ შემცვლელები უკვე შერჩეულიც ჰყავს, გუშინ კი განაცხადა, რომ ცვლილების შესახებ "მოგვიანებით გახდება ცნობილი".

თიკო ოსმანოვა
28.06.2016

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრად მის დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მას ამ საკითხზე შეთავაზებაც არ ჰქონია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×