ნათია ლომიძე
25.06.2016

 ბოლო დროს ერთიორად იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მალე გაფუჭების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი პასუხს ტექნიკის მაღაზიებისგან ელოდებიან, მაგრამ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები მომხმარებელთა პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ. მათი მტკიცებით, ნებისმიერი ნივთი ხარისხის შესაბამისია და როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ, აუცილებელია ხარისხს ყურადღება მიაქციონ და შედარებით მაღალმა ფასმა არ დააფრთხოს.

ელზა წიკლაური
25.06.2016

 დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებამ მსოფლიო ეკონომიკაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "ბრექსიტის" შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ფუნტი სტერლინგი 31-წლიან მინიმუმამდე დაეცა. ბირჟებზე გაიაფდა თითქმის ყველა მსხვილი კომპანიის აქცია. ქვემოთ წამოვიდა ნავთობის ფასიც. "ბრექსიტმა" რუსული რუბლი და უმსხვილესი რუსული კომპანიების აქციებიც გააიაფა.

მარიამ აფციაური
25.06.2016

ადგილობრივი დამსვენებლები საკურორტო ზონისკენ მოძრავი ტრანსპორტის სიძვირეს უჩივიან. ისინი ამბობენ, რომ სასურველ კურორტამდე მისვლა ერთ ადამიანს ხანდახან 50 ლარზე მეტი უჯდება. კიდევ უფრო მაღალია ღირებულება თვითმფრინავით (შიდა ავიარეისებით) გადაადგილების შემთხვევაში. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში მგზავრობა ხანდახან ევროპაში გამგზავრებაზე ძვირი ჯდება.

მარი ჩიტაია
25.06.2016

 დევდორაკის ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა და შედეგად ლარსის გზის ჩაკეტვამ რუსეთში ქართული პროდუქტების ექსპორტს პრობლემა შეუქმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით ქართული ღვინისა და ხილის კომპანიები დაზარალდნენ. ექსპორტიორების ინფორმაციით, მათი ნაწილი შემოვლითი გზით ისარგებლებს, რაც დამატებით ხარჯს უკავშირდება. თუმცა ღვინის კომპანიები, რომელთაც ექსპორტისთვის მხოლოდ ლარსის გამშვები პუნქტით სარგებლობის უფლება აქვთ, გზის გახსნას დაელოდებიან.

მამუკა ნაცვალაძე
25.06.2016

 ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლურმა ლაშქრობებმა სათავე დაუდო ახალ რეალობას მსოფლიო ისტორიაში. ეს იყო გლობალიზაციის პირველი უპრეცედენტო მაგალითი. ძვ. წ-აღ-ის |ქ ს-ის 30-20-იან წლებში მაკედონელის ლაშქრობებისას სწორედ აღმოსავლეთში ყალიბდება თვისებრივად განსხვავებული კულტურა, რომელიც არა ძალადობაზე, არამედ სხვადასხვა ეთნოსის დაახლოებაზე იყო დაფუძნებული.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
25.06.2016

 დიდ ბრიტანეთში გამართულმა რეფერენდუმმა მტკივნეული დარტყმა მიაეყენა ევროკავშირს. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ დატოვების მომხრეთა გუშინდელი გამარჯვება მისი რღვევის დასაწყისია, ოპტიმისტების აზრით კი, ევროპას უნიკალური შანსი ეძლევა გაატაროს უკვე მომწიფებული რეფორმები, გააღრმავოს ინტეგრაცია და დარჩეს ძლიერ მოთამაშედ მთელ მსოფლიოში.

ლიკა ამირაშვილი
24.06.2016

 პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეთიკის კოდექსის მიღებით ხელისუფლება მშვიდობის ინიციატორად გამოდის. როგორც ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო ძალადობისთვის ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიება კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები დასჯილიყო. თუმცა იქვე დასძინა, ამის პოლიტიკური ნება პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია, რაც მის ფიგურას, როგორც ქვეყნის პირველი პირისას, ეჭვქვეშ აყენებს.

სალომე სარიშვილი
24.06.2016

 "საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე რუსული დელეგაციის შემოსვლის საკითხს დაბრკოლებების გარეშე უზრუნველყოფს," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ გააკეთა და იქვე დასძინა, რომ რუსი დეპუტატებისთვის სესიაში მონაწილეობის ხელისშემშლელი ფაქტორი არც კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მიმღები მხარე არა საქართველო, არამედ ეუთოა.

ეკატერინე ბასილაია
24.06.2016

ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც ხურჩაში გიგა ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ თვითმხილველებისა და კამერების წინ მოკლა და მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებაც დიდი ხანია ,აფხაზურ მხარეს გადაეცა, მკვლელს გუშინ აფხაზეთის ე.წ. სამხედრო სასამართლომ მხოლოდ შინაპატიმრობა შეუფარდა. ამ სამართლებრივმა ნონსენსმა კი ექსპერტების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გააღრმავა ნიჰილიზმი იმაზე, რომ აფხაზები მკვლელს არ დასჯიან.

თიკო ოსმანოვა
24.06.2016

თეთრიწყაროს რაიონის "პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროვოკაციის მოწყობაში და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებენ. თავად სახელისუფლებო გუნდის წევრები კი ამ ინციდენტს კატეგორიულად უარყოფენ. საკრებულოს თავმჯდომარის, გოჩა თედორაძის თქმით, მანქანის ცუდად მართვის გამო მხოლოდ მცირე შელაპარაკება მოუხდათ.

გვანცა ღვედაშვილი
24.06.2016

 დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული მასალის ჩამოშლა დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევრიდან დაიწყო და გვიან ღამემდე გრძელდებოდა. შედეგად ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია, ევაკუირებულია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" თანამშრომელები. რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, გზა კი პროცესების ჩაწყნარებამდე გადაკეტილი იქნება, - აღნიშნული ინფორმაცია "რეზონანსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიონმა მიაწოდა.

თიკო ოსმანოვა
24.06.2016

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, 3 წლის დაგვიანებით, გამოძიება დაიწყო. დადგება თუ არა იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დიმიტრი დარბაისელის საკითხი, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×