ნინო ქეთელაური
24.06.2016

 "ეროვნულ ფორუმს" მაჟორიტარობის 20 კანდიდატი უკვე დამტკიცებული ჰყავს, თუმცა კონსულტაცია გრძელდება და, შესაძლოა, კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქში წარადგინოს.

მარი ჩიტაია
24.06.2016

 ჯართის ფასმა 5 თეთრით მოიმატა, რაც ამ ბიზნესში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას მცირედითაც ვერ ცვლის. ბოლო 2 კვირაა, ჩამბარებელ პუნქტებში 1 კგ ჯართს 20 თეთრად, 1 ტონას - 200 ლარად იბარებენ. ცოტა ადრე კი მისი ღირებულება 150 ლარს არ აღემადებოდა. საქართველოში ეს მიმართულება პოპულარობას კარგავს და ფინანსურადაც უკვე წამგებიანი გახდა.

მარი ჩიტაია
24.06.2016

 ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოზიცია მოსახლეობისთვის ბუნდოვანია. გაურკვეველია, რა ელოდება ეროვნულ ვალუტას, რადგან კომპეტენტური უწყებების წარმომადგენელთა არგუმენტები, რომელთაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, საზოგადოებისთვის ხშირად გაუგებარია. ფაქტია, რომ ერთიც და მეორეც (ეროვნული ბანკი და მთავრობა) მკაფიო გზავნილს ვერ აწვდის ხალხს.

ელზა წიკლაური
24.06.2016

 საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისა და გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი არა მარტო უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში აღებული საბანკო კრედიტების მომსახურებას უკვე ვეღარ აუდის. სებ-ის მონაცემებით, მარტო 2016 წლის პირველ 5 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 63 მლნ ლარით გაიზარდა. თუ ადრე ვადაგადაცილებულ სესხებში ეროვნულ ვალუტაზე გაცემული კრედიტების წილი უმნიშვნელო იყო, დღეს ის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს ერთიორად აღემატება.

ელზა პაპოშვილი
23.06.2016

  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებები უკვე მოქმედებენ, რომლებიც ბრძოლის ხერხად, ამ ეტაპზე, საზოგადოების იდეოლოგიურ დამუშავებას იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რეზონანსს" კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აწვდის.

ნინო ქეთელაური
23.06.2016

 დედაქალაქში ველოტრანსპორტის განვითარება იგეგმება - შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური უკვე მუშაობს და უსაფრთხოების საკითხებზე ტრანსპორტის სამსახურთან გადის კონსულტაციებს.

სალომე სარიშვილი
23.06.2016

 სავარაუდოდ მე-13 საუკუნის ოქროს ბეჭედი და რამდენიმე ახალი კერამიკის ჭურჭელი - ეს ნივთები ახალი გათხრების შედეგად აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გეგუთის სასახლეზე არქეოლოგია რამდენიმე დღის დაწყებულია, სასახლემ გარკვეული სიახლეები უკვე გამოავლინა.

თაკო მათეშვილი
23.06.2016

 ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ თუკი ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, ვარშავის სამიტი საქართველოს ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.

ეკატერინე ბასილაია
23.06.2016

 საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში ჯერ შესული არც არის, თუმცა კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი პარტნიორი პარტიების წევრების მიგრაცია უკვე დაიწყო - გუშინ "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის ოფისი დატოვა 5-მა წევრმა და ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად მმართველ "ქართულ ოცნებაში" გადავიდა; ორშაბათს კი "რესპუბლიკური პარტიის" დიდუბის ოფისი 50-მდე წევრმა დატოვა.

თიკო ოსმანოვა
23.06.2016

 დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის თქმით, "რუსთავის 2-ის" დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით, შემთხვევის დროს ავტომობილში მეორე ადამიანის ყოფნა გამოირიცხა.

მარიამ აფციაური
23.06.2016

საფინანსო, მშენებლობა, საინჟინრო, ბიზნესის მართვა, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობა, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერო ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია. რესპონდენტები, მათ შორის აბიტურიენტები, თავიანთ არჩევანს ფინანსური სარგებლით ხნიან, ანუ ანაზღაურების ოდენობით.

ელზა წიკლაური
23.06.2016

ლარი დიდი სისწრაფით დაბლა ეშვება. ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა თითქმის 10 პუნქტით გაუფასურდა. მთავრობა, რომელიც ათიოდე დღის წინ ლარის გამყარებით თავს იწონებდა და დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებდა, დუმს. კომენტარს არ აკეთებენ ეროვნულ ბანკშიც. არადა, მოსახლეობა უკვე პანიკის ზღვარზეა. ხალხი შიშობს, რომ კურსი, შესაძლოა, ისევ ძველ, 2,4-ის ნიშნულს დაუბრუნდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×