ნინო ქეთელაური 20.06.2016
საქართველო მწეველთა პროცენტული რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 30% თამბაქოს მწეველია, მათგან 55% მამაკაცია, 15% - ქალი. თუმცა, ქალების შემთხვევში ეს რიცხვი არაზუსტია, რადგან ქალების ნაწილი მალავს, რომ მწეველია.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.06.2016
ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, რომელიც თავისი დროის გამორჩეული ნათელი მოვლენა გახლდათ, თვისობრივად შეცვალა დასავლეთ ევროპა. ეს პროცესი თითქმის სამ საუკუნეს ითვლის - სულ 8 ლაშქრობაა ცნობილი, პირველი - 1096-1099 წლებში, ბოლო, მერვე - 1270 წელს.
|
თაკო მათეშვილი 18.06.2016
"მერკელმა მიიღო კვირიკაშვილი, ესაუბრა, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი კონკრეტული შედეგით განისაზღვრება. უნდა გვითხრან, თუ რა რეალობა იყო წასვლის წინ და რა ჩამოიტანა," - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას და მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილს ბერლინიდან არაფერი ჩამოუტანია.
|
ეკატერინე ბასილაია 18.06.2016
ნატო-ს ვარშავის სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება, საქართველოსთვის მაპ-ის (ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილება. თუმცა, ამ საკითხზე ალიანსის წევრი ქვეყნები დეკემბერში გეგმავენ საუბარს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
|
სალომე სარიშვილი 18.06.2016
არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცლილებების შეტანას ითხოვს, რაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფას გულისხმობს. მათი განცხადებით, აღნიშნული ცვლილება დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნის მთავარი წინაპირობაა.
|
ლიკა ამირაშვილი 18.06.2016
საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება", შესაძლოა, "კონსერვატორებს" კანდიდატების გაყვანაში დაეხმაროს. კერძოდ, რამდენიმე უბანზე, სადაც "კონსერვატორი" მაჟორიტარობის კანდიდატები იყრიან კენჭს, "ქართული ოცნება" დეპუტატობის საკუთარ კანდიდატურას ან არ დაუპირისპირებს, ან ისეთ კანდიდატურას შეარჩევს, რომლის წარდგენას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება.
|
ელზა პაპოშვილი 18.06.2016
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა გუშინ დილით საკრებულოს აპარატის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამით უკმაყოფილო საკრებულოს 7-მა დეპუტატმა ორიოდე საათში მეტრეველის იმპიჩმენტის მოთხოვნით კანცელარიაში განცხადება შეიტანა და 20 ივნისს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ.
|
ნათია ლომიძე 18.06.2016
საქართველოში ველოსიპედებისა და მოტოციკლეტების რაოდენობამ ბოლო 2-3 წელიწადში საგრძნობლად მოიმატა. ამ ორი ტრანსპორტის პოპულარობა მომხმარებლის მხრიდან სიიაფითა და ნაკლები ხარჯიანობითაა გამოწვეული. ველოსიპედისა და მოტოციკლეტის შესაძენი ფასიც დაბალია და მგზავრობაც მიზერულ ხარჯს უკავშირდება. მათ მოვლა-შენახვასაც მცირე თანხა სჭირდება.
|
ელზა წიკლაური 18.06.2016
მონეტარული პოლიტიკის შერბილების შემდეგ, ეროვნული ვალუტა გუშინ ერთბაშად 4 პუნქტით გაუფასურდა და ერთი დოლარი ნაცვლად 2,13 ლარისა, უკვე 2,18 ლარი ღირს. ეს უცაბედი შოკი აღმოჩნდა ხალხისთვის, რომელიც ბოლო თვეებში ლარის სტაბილურობასა და გამყარებას შეეჩვია. მთავრობის წევრები კი რამდენიმე დღის წინ თითქმის ერთ ხმაში გვარწმუნებდნენ, რომ ქართული ვალუტა გამყარების ტენდენციას სამომავლოდაც შეინარჩუნებდა.
|
მარი ჩიტაია 18.06.2016
"გაზპრომსა" და ქართულ კომპანია "გაზკო პლუსს" შორის კონტრაქტის გაფორმებამ საზოგადოება გააღიზიანა. ცალკე მთავრობა, ცალკე კერძო სექტორი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამ თემაზე საუბრობდა, თუმცა სიმართლე-სიცრუის გარჩევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. როგორც "გაზპრომის" განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, "გაზპრომის" პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია "გაზკო პლუსის" კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.
|
მარი ჩიტაია 18.06.2016
ქართული ხილი ექსპორტზე მოთხოვნას ვერ აუდის, ადგილობრივ ბაზარზე კი სიძვირის გამო ვერავინ ყიდულობს. არნახული ფასის გამო ხალხს ხილი სანატრელი გაუხდა. მართალია, ექსპორტიორებსა და ფერმერებს ამის აღიარება უჭირთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. სამომხმარებლო ბაზრებში 3 ლარზე იაფი ხილი არსადაა.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.06.2016
საქართველოს ისტორია არაერთი პიროვნების ტრაგიკული ბედის დამტევია. პოლიტიკური თუ სოციალური ყოფა, უმძიმესი რეალობა ბევრ ქართველს აიძულებდა სამშობლო დაეტოვებინა და არსებობა ქვეყნის მიღმა გაეგრძელებინა. ნოსტალგიაშეპყრობილი არაერთი ქართველი სულით და ხორცით კვლავ თავისი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად რჩებოდა.
|