ია აბულაშვილი
16.06.2016

 ჩვენს მკითხველს, ვფიქრობთ, განსაკუთრებით დააინტერესებს იმ დოკუმენტური მასალის გაცნობა, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგია 70 წლის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა.

ვახტანგ შამუგია
16.06.2016

ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის დონე საქართველოს ახალგაზრდობაში 30% აღწევს, რაც არასახარბიელო მონაცემია. რა არის ამ პრობლემის მიზეზი და როგორ შეიძლება მისი მოგვარება?

გვანცა ღვედაშვილი
16.06.2016

პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, კანონპროექტის მიხედვით, პარტია 30%-იან დანამატს მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება.

ელზა პაპოშვილი
15.06.2016

 ანალიტიკოსი და ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სტარსბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშივილი ირიბად პოლიტპატიმრად გამოცხადდა, მინიმუმ, ხელისუფლების არაკომპეტენტურობასა და არასერიოზულობას, ხოლო მაქსიმუმ - მის შიგნით საბოტაჟს ნიშნავს.

ეკატერინე ბასილაია
15.06.2016

 "მოქალაქე" ბიძინა ივანიშვილის ბეჭდურ და ონლაინ მედიასთან შეხვედრამ ისევ ისე ჩაიარა, როგორც თითქმის ყველა დანარჩენმა - ყველაზე ბევრს და აზარტულად საუბრობდა იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცუდია და ისინი სიცრუის ტირაჟირებას განაგრძობენ.

თაკო მათეშვილი
15.06.2016

"პატრიოტთა ალიანსი", "გაერთიანებული დემოკრატები", "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები," - ეს ის პარტიებია, რომელთან "ქართული ოცნების" გაერთიანებას პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მათ საკმარისი რაოდენობის მანდატები ვერ მიიღეს და უმრავლესობა ვერ შექმნეს.

ლიკა ამირაშვილი
15.06.2016

 წელს პირველად აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებს (1-22 ივლისი) ნახევრად ელექტრონულ ფორმატში ჩააბარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტებს კომპიუტერში გაეცნობიან, პასუხებს კი ფურცლებზე აღნიშნავენ - აბიტურიენტთა საერთო რაოდენობა 40 ათასამდეა, ხოლო ადგილების რაოდენობა 44 ათასია.

თიკო ოსმანოვა
15.06.2016

 საერთაშორისო არენაზე "ქართულმა ოცნებამ" მორიგი მარცხი განიცადა - "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს" დადგენილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილის მიმართ, წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის ხერხად. ხელისუფლება საქმეს დიდ პალატაში გაასაჩივრებს, რასაც იურისტები სკეპტიკურად უყურებენ და "ოცნებას" აღსრულების პროცესის დაწყებას ურჩევენ.

მარიამ აფციაური
15.06.2016

 ფოთში გადამზიდავ კომპანიებსა და პორტის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. კომპანიებში დასაქმებულებმა ფოთის პორტის გადაწყვეტილება აქციით გააპროტესტეს. საუბარია იმ ცვლილებაზე, რომელიც ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა. ფოთის საზღვაო ნავსადგური პორტში შესულ კონტეინერებს თავის საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე განათავსებს, რის შედეგადაც სხვა ტერმინალები უფუნქციოდ რჩებიან.

მარიამ აფციაური
15.06.2016

 "ვარგისია მართვის მოწმობის მისაღებად" - ასეთი ცნობის აღება შეუძლია ყველას, ჯანმრთელს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელს, ნარკოტიკზე დამოკიდებულს და სუსტი მხედველობის პატრონსაც კი. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კლინიკები დარღვევით მუშაობენ და მართვის მოწმობისთვის, ე.წ. "ფსიქოს" ყოველგვარი შემოწმების გარეშე გასცემენ. გამოდის, რომ არ ვიცით, ვის ეკუთვნის თვალის ასახვევად გაცემული ფარატინა ქაღალდი და ვინ მართავს მანქანას. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გამოკითხულთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ავტომობილები "მოსიარულე ნაღმებს" წარმოადგენს.

ელზა წიკლაური
15.06.2016

 მსოფლიოში შავი ოქროს გაძვირება ქართულ ბაზარზეც უკვე აისახა. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ნავთობკომპანიებმა საწვავზე ფასი 12-15 თეთრით გაზარდეს. დღეს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება 48-50 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ამაზე მეტ ზრდას ანალიტიკოსები უახლოეს პერიოდში აღარ ელიან. შესაბამისად, იმპორტიორების ინფორმაციით, საწვავის კიდევ უფრო გაძვირება აღარც საქართველოში მოხდება.

ია აბულაშვილი
15.06.2016

 თუ რა ბრძოლა უხდებოდა საქართველოს მოწინავე საზოგადოების წარმომადგენლებს თავისუფლებადაკარგული საქართველოს აღსადგენად და რამდენჯერ გაიტანეს საქართველოს საკითხი მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×