ლიკა გურაბანიძე
13.06.2016

 გარდამავალ ასაკში (13/17 წელი ბიჭებისთვის, 12/16 წელი გოგონებისთვის) მთელი რიგი ცვლილებები ხდება მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების თვალსაზრისით. მოზარდის მიერ მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების, სქესობრივი მომწიფების გაცნობიერებას მოჰყვება საკუთარი თავის უკვე მოწიფულ ადამიანად წარმოდგენა.

მამუკა ნაცვალაძე
13.06.2016

 მსოფლიო ისტორიაში არცერთ პიროვნებას არ ღირსებია იმდენი პატივი და პოპულარობა, როგორც ალექსანდრე მაკედონელს, კაცს, რომელმაც ძვ. წ-აღ-ის |ქ ს-ის 30-იან წლებში ისე ააფორიაქა მსოფლიო, რომ იმჟამინდელ ამბებსა და მოვლენებს დღესაც საარაკოდ იხსენებს განათლებასთან წილნაყარი ყველა ქვეყნისა და კონტინენტის საზოგადოება.

თაკო მათეშვილი
13.06.2016

 გადამწყვეტი მნიშვნელობის - ასე აფასებენ წინასაარჩევნოდ ამერიკული წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ ინფორმაციას სპეციალისტები და დასძენენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დადებით წვლილს შეიტანს.

ნინო ქეთელაური
13.06.2016

 მღვიმეები, კანიონები, ჩანჩქერები, ტბები, კლდოვანი მასივები - ეს იმ ბუნებრივი ძეგლების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღმოჩნდა, რომ ხარაგაული ბუნებრივი ძეგლების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ადგილობრივმა თუ უცხოელმა ტურისტებმა კი ამის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

თაკო მათეშვილი
13.06.2016

 პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაში "ანაკონდა 2016" ქართველების მონაწილეობის არმიღების გამო სპეციალისტები პესიმისტურ და უიმედო დასკვნებს აკეთებენ და ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ეს ბრიუსელის ნებით მოხდა.

სალომე სარიშვილი
13.06.2016

 "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით აშკარა პოლიტიკური მოტივი იკვეთება და ამას, მისი შეფასებით, დიდი მსჯელობა არ სჭირდება.

სალომე სარიშვილი
13.06.2016

 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები კონკრეტული მიზეზით ცდილობენ და ეს გასაგებიცაა.

თიკო ოსმანოვა
13.06.2016

 "ვიზალიბერალიზაციას არ გვაძლევენ იმ პრობლემების გამო, რომელიც არსებობს ევროკავშირში. ამაზე არაერთხელ მითქვამს. კრიტერიუმებით საქართველო ნამდვილად იმსახურებს ნატოს წევრობასაც და ვიზალიბერალიზაციასაც, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ვახტანგ შამუგია
11.06.2016

 საუდის არაბეთსა და სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" შორის 2016 წლის მარტში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ქართულმა კომპანიამ დამკვეთს 32 მლნ დოლარის ღირებულების მოდულები უნდა მიაწოდოს.

ლიკა ამირაშვილი
11.06.2016

 "აქტობეზე თავდასხმამ აჩვენა, რომ მსგავსი ინციდენტის საშიშროება საქართველოშიც არსებობს - შეტევა მოულოდნელი იყო, ამ დაჯგუფებას ორი დღის განმავლობაში მთელი ქალაქი ტერორში ჰყავდა", - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას, ყაზახეთის ქალაქ აქტობეში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
11.06.2016

 ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კვლავ იწელება, თუმცა გუშინ უკვე ნათლად გამოიკვეთა საქართველოსათვის ვიზების გაუქმების მოწინააღმდეგე ქვეყნების პოზიცია.

ელზა პაპოშვილი
11.06.2016

 10 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა, გადაწყდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×