ლიკა ამირაშვილი
10.06.2016

 წელს ქართული ანბანს 2300 წელი შეუსრულდა. ქართული დამწერლობის შექმნა მეფე ფარნავაზის სახელს უკავშირდება, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ასომთავრული ანბანის შექმნის ოფიციალურ თარიღად ძვ.წ. 284 წელია მიჩნეული.

ელზა პაპოშვილი
10.06.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა მოახლოებულ არჩევნებს კვლავ იმ გადაუჭრელი პრობლემებით ხვდება, რომელიც 4 წლის წინ იყო. მისი თქმით, კორცხელის ინციდენტმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლების სხვა ჩვევებთან ერთად, წინასაარჩევნოდ ძალადობის ხერხსაც გამოიყენებს. ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნებამ" ხალხის ნდობა უკვე საკმაოდ გაფლანგა და მათ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებაც ვეღარ უშველით.

მაკა ხარაზიშვილი
10.06.2016

 ორ დღეში 63 მილიონ ლარზე მეტი - ეროვნული ბანკი ლარის გამყარების შესაჩერებლად მასშტაბურ ინტერვენციას აგრძელებს, მაგრამ კურსის დაჭერას მაინც ვერ ახერხებს. "რეზონანსის" პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა. ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ვწერდით, რომ ივნისის დასაწყისში ლარის მკვეთრი გამყარება დაიწყებოდა და ეს პროცესი 20 ივნისამდე გასტანდა. ასეთი ტენდენცია უკვე მეოთხე თვეა, გრძელდება. რომ არა სებ-ის ჩარევა, ლარის კურსი 2,10-ის ნიშნულს საკმაოდ ჩამოსცდებოდა.

მარი ჩიტაია
10.06.2016

 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 103%-ით გაიზარდა და 376 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ეს ბოლო 8 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2008 წლის | კვარტალში საქართველოში 537 დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მას შემდეგ დღემდე ასეთი მაღალი შედეგი საოცნებო იყო.

ელზა პაპოშვილი
09.06.2016

 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის მოლოდინი, რომ მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა, გადაჭარბებულია. მისი აზრით, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და, არ არის გამორიცხული, კოალიციის შექმნა გახდეს საჭირო. ამბობს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რესპუბლიკურმა პარტიამ შეიძლება, ყველასთან ითანამშრომლოს, გარდა "პრორუსული პარტიებისა".

ია აბულაშვილი
09.06.2016

 "თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე არსდება პარტიები, თანაც პერსპექტიული პარტიები, როგორც მინიმუმი, პარლამენტში გასვლის შანსი რომ აქვთ გარანტირებული, მრავლის მაუწყებელია. ყველაფერი არ არის წესრიგში ქვეყანაში. ასეთი რამე უცხოა ნორმალური საზოგადოებისათვის," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო ამბებზე გაესაუბრა.

თაკო მათეშვილი
09.06.2016

ვიზალიბერალიზაცია არჩევნებამდე გადაიდება - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები ბოლოდროინდელი, არცთუ სახარბიელო სიახლეებიდან გამომდინარე და მიიჩნევენ, რომ პროცესი ჩვენ სასარგებლოდ არც 10 ივნისს წარიმართება.

ელზა პაპოშვილი
09.06.2016

გუშინ წყალტუბოში პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.

ეკატერინე ბასილაია
09.06.2016

 წინასაარჩევნო მარათონი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. მარათონის პირველსავე დღეს პირველი საარჩევნო ბლოკიც უკვე გამოჩნდა - ე.წ. ანტიდასავლურ ფლანგზე. "პატრიოტთა ალიანსმა" 5 მცირე პარტიასთან ბლოკის შექმნა გამოაცხადა. ინაშვილთან შეერთებას არ გამორიცხავენ "მრეწველებიც" და თამაზ მეჭიაურიც, თავისი ახლად შექმნილი პარტიით. ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ "ერთ თვეში იტყვის". სხვა რამე გაერთიანება კი, ჯერჯერობით, დაანონსებული არ არის. უფრო მეტიც, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, ახლად შექმნილები თუ ძველები, კატეგორიულად გამორიცხავენ არჩევნებისთვის სხვასთან ერთობას.

ლალი ჯანაშია
09.06.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ძალა პარლამენტისა და პარლამენტარების დისკრედიტირებას ცდილობს, რომ მათ მიზანმიმართულად უნდათ, საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის შელახვა.

მარი ჩიტაია
09.06.2016

 საქართველოში ავტომობილების რაოდენობა საოცარი სისწრაფით მატულობს. ბოლო მონაცემებით, მანქანების რაოდენობა ქვეყანაში 1,2 მლნ-ს აღწევს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 1,1 მლნ-ს არ აღემატებოდა. ბუნებრივია, ამ სტატისტიკაში იგულისხმება გაჩერებული და ამორტიზებული მანქანებიც, რომლებიც საერთო ავტოპარკის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

მარიამ აფციაური
09.06.2016

 სასწავლო პროგრამა, გადაჭედილი კლასები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა - მშობლების აზრით, უამრავი მიზეზია, რის გამოც ბავშვები სათანადო განათლებას ვერ იღებენ. კრიტიკულია ყველა რესპონდენტის შეფასება. მათი აზრით, საქართველოში განათლების დონე სულ უფრო უარესდება. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ეფექტური სისტემის შემუშავებისა და ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×