ელზა წიკლაური
07.06.2016

მსოფლიოსთან ერთად, ჩრდილოვან ეკონომიკას თავს ვერც საქართველო აღწევს. განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ მასშტაბები უფრო მაღალია. თუ ევროპის ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ს დაახლოებით 20-40%-ს შეადგენს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია. სპეციალისტების აზრით, ვიდრე ქვეყანაში საგადასახადო ტვირთი არ შემცირდება და კანონი ყველასთვის არ იკანონებს, მანამდე ქვეყნის ეკონომიკაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი კვლავ მაღალი იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
07.06.2016

ანტიდემპინგური კანონი მიღებისთანავე მკვდრადშობილი გახდება. კანონპროექტში არ ჩანს აღსრულების მექანიზმი, გაუგებარია დემპინგური ფასის დადგენის კრიტერიუმები. მიუხედავად ამისა, მთავრობა იძულებულია ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პარლამენტს ეს კანონიც მიაღებინოს, თუნდაც სხვა ბევრი კანონის მსგავსად უმოქმედო გახდეს.

მარი ჩიტაია
07.06.2016

 ბოლო წლებში რეგიონებში ინტერნეტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მომხმარებელი ამ მომსახურებაში 5-10%-ით მეტს იხდის იმასთან შედარებით, ვიდრე ინტერნეტის მომხმარებელი თბილისში. ამასთან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხალხი ჩივის, რომ ინტერნეტი დაბალი სიჩქარით მიეწოდება, რასიც საკმაოდ ძვირს იხდის. ინტერნეტის საფასური რეგიონებში 25 ლარიდან იწყება და ხარისხის შესაბამისად, 100 ლარამდე მატულობს.

მარი ჩიტაია
07.06.2016

 E60 ჩქაროსნული გზატკეცილის უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. პრობლემას დიდწლად, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, მოძრაობის წესების მიმართ განათლების დაბალი დონე ქმნის. გარდა ამისა, ხშირია დაუდევრობა, რომელსაც ავტომაგისტრალით მოსარგებლე მძღოლები და ქვეითად მოსიარულეებიც იჩენენ.

ნატა გიორგაძე
07.06.2016

მთავრობა ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას კვლავ ცდილობს. ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით, ყაზახ ბიზნესმენებს ეკონომიკის მინისტრი ბიზნესფორუმზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ყაზახური და ქართული ბიზნესის დამეგობრება კიდევ ერთხელ მოხდება. ამ დროს კი "სილქ როუდ ჯგუფი" ბანკს ყიდის, ხოლო "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ყაზახთა დაბრუნება ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

სალომე სარიშვილი
06.06.2016

 პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ ინფორმაციული თვალსაზრისით არაფრის მომცემი იყო, ვინაიდან, მხარეებს შორის შეუთანხმებლობის გამო, ჯამში, ინტერვიუ ვერ შედგა.

ვახტანგ შამუგია
06.06.2016

 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალში დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ კრემლმა 10 მლრდ რუბლი გამოყო. სამუშაოებს, ბუნებრივია, რუსული კომპანიები აწარმოებდნენ, მუშახელი კი, ადგილობრივებთან ერთად შუა აზიიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული "გასტარბაიტერები" იყვნენ.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
06.06.2016

 საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის ეპოპეა ამ კვირას კვლავ გაგრძელდება ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, თუმცა, თუ საკითხს ევროპული სტანდარტებით მივუდგებით, იმედგაცრუება ნამდვილად არ უნდა დაგვეუფლოს.

თაკო მათეშვილი
06.06.2016

"ოცნება" "მოკლე პოლიტიკური მეხსიერების" მქონე მოქალაქეებისათვის წინასაარჩევნოდ იმის შეხსენებას ცდილობს, თუ რას აკეთებდა "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს და უგზავნის მესიჯს, რომ თუკი მხარს მათ არ დაუჭერენ, კვლავ ისინი დაბრუნდებიან - ასე აფასებენ პოლიტოლოგები, პიარ-სპეციალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები "ოცნების" მიერ "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ სამუშაოების ფართოდ გაშლას.

სალომე სარიშვილი
06.06.2016

 რამდენიმე დღის წინ ბათუმში პედაგოგებისთვის გამართულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე მასწავლებლებს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უკვე ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "სკაიპით" მიმართა. ამ ფაქტს აჭარის განათლების სამინისტროში მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მინისტრის მოადგილის განცხადებით, პედაგოგები ამის შესახებ წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

თიკო ოსმანოვა
06.06.2016

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ტერორიზმთან ბრძოლას საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად ახორციელებს და იგი ამ საკითხებში აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ექსპერტ კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განმარტებით კი, საქართველოში მთავარი პრობლემა იდეოლოგიური ტერორიზმია, რომლის მიმართლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

ელზა პაპოშვილი
06.06.2016

 "ეროვნული ფორმუმის" წევრი და დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ გარკვეულ რეგიონებსა და რაიონებში ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც მათი მომხრეები არ არიან, ზეწოლას ახორციელებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×