მარი ჩიტაია
03.06.2016

მეაბრეშუმეობის დარგი ძალებს იკრებს, თუმცა რამდენიმე კერძო შემთხვევის გარდა, აბრეშუმი საქართველოში არ იწარმოება. სულ რამდენიმე თვეა, რაც ქვეყანაში 100 000 თუთის ნერგის იმპორტი განხორციელდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ დარგის განვითარებისთვის 12 მილიონი ნერგია საჭირო.

ია აბულაშვილი
02.06.2016

 "ოცნებას" აქვს ძალიან მაღალი შანსი ტოტალურად გაიმარჯვოს მაჟორიტარებში და საკმაოდ მაღალი პროცენტი აიღოს პარტიული სიით," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებაზე ესაუბრა.

ია აბულაშვილი
02.06.2016

 "მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ჩამოაყალიბოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭო, რომელიც მეცნიერულ დონეზე მიაწვდის ანალიტიკურ ინფორმაციას ქართულ საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე," - აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ახლად შექმნილ საბჭოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
02.06.2016

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის გამო 10 ივლისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაზე რეფერენდუმი ჩატარდება. გადაწყვეტილება გუშინ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გამოაცხადა.

თაკო მათეშვილი
02.06.2016

პარტია "ქართულ ოცნებაში" ახლა გადასარჩენად დაუნდობელი ბრძოლა მიდის. საჯაროდ ამაზე ცოტა საუბრობს, თორემ შიგნით ბევრი დუდღუნებს. "წარმოიდგინეთ, შიგნით საქმის გარჩევა რა ტონალობაში მიდის," - ასე ხედავენ მმართველ ძალაში არსებულ სიტუაციას პოლიტოლოგები და ამბობენ, რომ სიაში მოსახვედრად იქ არანაკლები დაპირისპირებაა, ვიდრე კოალიციაში იყო.

თიკო ოსმანოვა
02.06.2016

 "ხელისუფლება ცდილობს ყველა არსებული მედიასაშუალება, რომელიც რაღაცას წარმოადგენს, საკუთარი მფლობელობის ქვეშ მოაქციოს. "მაესტროს" და "რუსთავის 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესები არის ერთიანი ჯაჭვი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი, ამჟამად კი 15%-იანი წილის მფლობელი მამუკა ღლონტი.

ლიკა ამირაშვილი
02.06.2016

საქართველოში 5 წლამდე ბავშვთა სიღარიბე და სიკვდილიანობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაციაც გუშინ, ბავშვთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის მონაცემებით კი ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობს.

მარი ჩიტაია
02.06.2016

 საქართველოში თხევადი აირის ბაზარი მეტ კონტროლს მოითხოვს. აბსოლუტურად არ მოწმდება ავტოცისტერნებით შემოტანილი გაზის ხარისხი, რაც მომხმარებელს საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს, პრობლემაა წონასთან დაკავშირებითაც.

მაკა ხარაზიშვილი
02.06.2016

ივნისის შუა რიცხვებამდე მოსალოდნელია, რომ ლარმა დოლარის მიმართ კიდევ რამდენიმე პუნქტით გაიუმჯობესოს პოზიცია. ეროვნული ვალუტა ყოველი თვის პირველ ნახევარში მყარდება. ეს ტენედენცია უკვე მეოთხე თვეა, თვალშისაცემია.

აკაკი გვიმრაძე
02.06.2016

 "სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტთან მიმართებაში - 2015 წელს საქართველოდან 2 670 000 ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 122-პროცენტიანი ზრდაა. და ეს არ არის მაქსიმუმი - 2016 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ჩინეთში უკვე 770 000 ბოთლი გაიგზავნა, რაც კიდევ დამატებით 58-პროცენტით მატებაა.

ელზა პაპოშვილი
02.06.2016

 ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი სამხედრო მეთაური, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი ცოცხალია და მარტის დასაწყისში ამერიკული ავიაიერიშის დროს დაჭრის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობას გადის. ამის შესახებ ინფორმაცია "რეზონანსს" პანკისში დაუდასტურეს. მათი თქმით, აბუ ომარი მაშინ მუცელში მძიმედ დაიჭრა და 13 ადამიანიდან ცოცხალმა მხოლოდ მან გამოაღწია.

მამუკა ნაცვალაძე
02.06.2016

 დრო ყველაფერს ისტორიის საცერში ატარებს, რჩება ის, რაც ნაღდია, ნაყალბევსა და გამოგონილ ამბავს კი თავისი ადგილი მიეჩინება. ეს სწორედ პროფესიონალ ისტორიკოსთა წყალობით ხდება, რომელნიც ურთიერთსაპირისპირო წყაროებსა და მასალებს ერთმანეთს აჯერებენ და ასე არკვევენ - რა არის ნაყალბევი, ანდა კონიუნქტურის შედეგი და რა არის რეალობა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×