მარიამ აფციაური
02.06.2016

 ტურისტული კომპანიების ექსპერტების ნაწილი ავიაკომპანიებს უპირისპირდება. ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ავიაბილეთების ფასი ძალიან მაღალია, რაც ტურისტებისთვის არ არის მისაღები. ექსპერტები კი შედარებას მეზობელ ქვეყნებთან აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მათთან ავიაბილეთის ღირებულება გაცილებით დაბალია.

თაკო მათეშვილი
01.06.2016

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი წარსულის წერილი იყო და არა მომავლის. მისი აზრით, ივანიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ მთელ თავის რესურსს "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარს. ამბობს, რომ ამის საჭიროება არ დგას და ყოფილი პრემიერი ხელოვნურად ცდილობს, საზოგადოების თვალში ორპოლუსიანი საარჩევნო გარემო წარმოადგინოს.

ეკატერინე ბასილაია
01.06.2016

ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერობისას დაანონსებული მეოთხე წელი, რომელიც ეკონომიკური ზრდის ტემპებით "ძალიან კარგი" უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 14 წლით გადაიდო. ყოველ შემთხვევაში ექსპრემიერი 2 დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში ეკონომიკურ კეთილდღეობას 2030 წელს აანონსებს და წერს, რომ ამისთვის "ნაციონალების" არდაბრუნება და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნაა აუცილებელი.

თიკო ოსმანოვა
01.06.2016

 "მაესტროს" გარშემო კვლავ ნებათაღელვაა - "იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ისაკაძე არ დაბრუნდება "მაესტროში", გადაცემების "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილას" და "ანალიტიკის" მთელი შემოქმედებითი გუნდი უფლებას გიტოვებთ, სამსახურიდან დაგვითხოვოთ", - ნათქვამია არხის გენერალური დირექტორისადმი მიმართვაში. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს არხის გენერალური დირექტორი. "რეზონანსთან" საუბრისას ზურაბ ნაყეური ამბობს, რომ ეს კერძო ტელევიზია და მესამე პირი ამაში არ უნდა ერეოდეს. იგი არც იმ მიზეზებს ასაბუთებს, თუ რატომ გაათავისუფლა ტელევიზიიდან ისაკაძე.

ლიკა ამირაშვილი
01.06.2016

 გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონს ვეტო დაადო და შენიშვნები, რომლებიც ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე უმრავლესობასთან შეთანხმებით მიიღო, პარლამენტს გადაუგზავნა.

ელზა პაპოშვილი
01.06.2016

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფროსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ-ერთ რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთი ხელჯოხებით და იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ქუთაისითუდეი ავრცელებს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, არ ხმაურდება.

სალომე სარიშვილი
01.06.2016

 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საყდრისის საქმის მორიგი განხილვაა ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისტორიული ოქროს მაღაროდან უზარმაზარი ორმოს გარდა აღარაფერია შემორჩენილი, ძეგლის დამცველები დანებებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ დამნაშავეების დასასჯელად სამართლებრივ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. მნიშვნელოვანია, რომ ამავე სხდომაზე მოსარჩელეების გარდა, საყდრისის საბადოს ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგ ირინა ღამბაშიძის დაკითხვაცაა დაგეგმილი.

ელზა პაპოშვილი
01.06.2016

 სიღნაღის თეატრის დასის 8 წევრი, რომლებიც გასტროლებზე კანადაში იმყოფებოდნენ, იქ სამუშაოდ დარჩა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მურად ვაშაკიძის ინფორმაციით, დასმა საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გაემგზავრნენ.

მარიამ აფციაური
01.06.2016

 თბილისის ზღვაზე, ლისისა და კუს ტბაზე დამსვენებელთა რაოდენობა უკვე მატულობს. რესპონდენტების ნაწილი ამის მიზეზად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასახელებს. გამოკითხულთა უმეტესობა კი წყლისა და ამასთანავე ზოგიერთ ადგილას სანაპირო ზოლის სიბინძურეზე ამახვილებს ყურადღებას. ზოგიერთმა ისიც არ იცის, რომ ყოველთვე, განსაკუთრებით სეზონის დადგომასთან ერთად უსაფრთხოებისთვის წყლის სინჯების აღება ხორციელდება.

ელზა წიკლაური
01.06.2016

საქართველოს ეკონომიკა წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პარალელურად, საპროგნოზო მაჩვენებელს მთავრობაც ცვლის. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება. პირველი კვარტალის საშუალო ზრდამ 2,3% შეადგინა, რაც რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამაზე მეტად - 4,4%-ით - მხოლოდ სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ვარდნა აღინიშნა.

მარი ჩიტაია
01.06.2016

საზღვარგარეთ ქართული რესტორნების რაოდენობა მატულობს. სხვა ქვეყნების სარესტორნო ბიზნესში მისი წილი 8-9%-ს შეადგენს, 2017 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 12%-მდე გაიზარდოს. ქართული სამზარეულოს პოპულარობა უკავშირდება ტურიზმის სექტორის განვითარებას და წარმატებულ კამპანიას, რასაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში ახორციელებს.

ელზა წიკლაური
01.06.2016

 თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაჩქარებას გეგმავს. აზერბაიჯანში კი ვარაუდობენ, რომ რკინიგზა ექსპლოატაციაში უკვე წლის ბოლოს შევა. საქართველოს მონაკვეთზე კი მშენებლობა დასრულების სტადიაზეა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×