ელზა პაპოშვილი 27.05.2016
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერების შესახებ, სიმართლეა. მისი თქმით, ამის მიზეზი მოსახლეობისთვის ფუჭი და ტყუილი დაპირებებია.
|
ეკატერინე ბასილაია 27.05.2016
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება წელს გადაიფიქრა და ის სამომავლოდ 2017 წლისთვის გადადო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მოაწერეს ხელი ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა.
|
თაკო მათეშვილი 27.05.2016
პოლიტოლოგები, სოციოლოგები და პიარსპეციალისტები შუალედური არჩევნების შედეგებით გამოხატულ ტენდენციებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ არჩევნებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი მცირე მასშტაბის იყო, საკმაოდ ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება.
|
ნინო ქეთელაური 27.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი წვევამდელების ფიცის დადებით გაიხსნა და საზეიმო ღონისძიებებით გაგრძელდა. თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი "აბრამსი" და საბრძოლო მანქანა "ბრედლი".
|
ლიკა ამირაშვილი 27.05.2016
ჰაერის ტემპერატურა საშიშ ზღვარს უახლოვდება - 2016 წელი გაერომ ყველაზე ცხელ წლად გამოაცხადა. მომავალი 12 თვის განმავლობაში ტემპერატურა ახალ რეკორდს დაამყარებს და აქამდე არსებულ ყველა მონაცემს გადააჭარბებს. ქართველი მეტეოროლოგები მაღალ, თუმცა ევროპასთან შედარებით რბილ ტემპერატურას საქართველოშიც პროგნოზირებენ.
|
თიკო ოსმანოვა 27.05.2016
"ეს არჩევნები იყო გარკვეული ტესტი, მაგრამ არ ვეთანხმები იმ შეფასებას, რომ ორ ოლქში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო, უბრალოდ, ამ არჩევნებში "ოცნებამ" წააგო და ეს თვისობრივად ორი სხვადასხვა რამეა.
|
მარი ჩიტაია 27.05.2016
უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება. ამჟამად 1 ბარელი ნედლი ნავობის ღირებულება 50 დოლარს გადაცდა, ხოლო "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინი 518 დოლარს გაუტოლდა.
|
ელზა წიკლაური 27.05.2016
25 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საბჭოთა იმპერია წარსულს ჩააბარა და ქვეყანამ თანამედროვე მსოფლიოსთან ინტეგრაციის გზების ძიება დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა ღია საბაზრო პრინციპებს მოერგო, დადებითად შეიცვალა მისი სტრუქტურა და გაიხსნა ეკონომიკური საზღვრები. თუმცა მოსახლეობის ცხოვრების დონით და სოფლის მეურნეობის წარმოებით დღეს საქართველო არათუ თანამედროვე მსოფლიოს, არამედ საბჭოთა პერიოდის მაჩვენებელსაც კი ჩამორჩება.
|
მარი ჩიტაია 27.05.2016
ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს. საზღვართან მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მოძრაობის შეზღუდვა არა საქართველოს, არამედ რუსეთის გამოისობით ხდება, ჩვენი მხრიდან მძღოლებს არანაირი შეფერხება არ აქვთ. ისინი ჩვეულებრივად გადიან საბაჟო პროცედურებს და ამაში მათ სულ რამდენიმე წუთი ეხარჯებათ.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.05.2016
"ქართული ოცნება" შეიძლება ომარ ნიშნიანიძემაც დატოვოს. ამბობს, რომ ახალმა წევრმა, დავით კოღუაშვილმა თავისი განცხადებებით "ქართული ოცნების" მთელი სამყარო ამოატრიალა. ფიქრობს, რომ პარტია ნაკლებად ენდობა მასთან ერთად მებრძოლ ხალხს და რეგიონებში მათ მომხრეებს.
|
თაკო მათეშვილი 26.05.2016
"დღესაც ვერ ხვდებიან, რამხელა პრობლემები აქვთ - ერთ პატარა სოფელშიც კი ამხელა ძალისხმევა და ცემა-ტყეპა დასჭირდათ და მაინც წააგეს," - ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლების წევრების თამამ განცხადებებს ოქტომბრის არჩევნებში უპირობო გამარჯვებასთან დაკავშირებით, რომელთაც განსაკუთრებით აქტიურად შუალედური არჩევნების შემდეგ აკეთებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 26.05.2016
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დააანონსა, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და პროცესებში აქტიურად ჩართვას აპირებს, რომ ამაში ეჭვი არავის შეეპაროს და ეს მუქარა არ არის. მისი ეს მესიჯი, პოლიტოლოგების შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების ერთგვარი დაფრთხობისა და დაშინების მცდელობაა და ასევე, 2003 წლის მოვლენების გამეორების დაანონსებაც.
|