ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
24.05.2016

 გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ როგორც მიხეილ ჯანელიძემ, ასევე პაველ კლიმკინმა იმედისმომცემი განცხადებები გააკეთეს უვიზო რეჟიმის მალე ამოქმედების შესახებ.

თაკო მათეშვილი
24.05.2016

 საქართველოს ხელისუფლებამ დე-ფაქტო საზღვრებთან შესაძლოა, პატრულირება გააძლიეროს. ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში ხურჩის ტრაგედიის შემდეგ დადგა, სადაც რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია დღისით, არაერთი ადამიანის თვალწინ მოკლეს.

ლიკა ამირაშვილი
24.05.2016

 ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე სამეგრელოს სოფელ კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მხრიდან პროვოკაცია მოხდა.

თიკო ოსმანოვა
24.05.2016

 "თუ ე.წ. უწყინარ არჩევნებზე ასეთი ცემა-ტყეპა და ძალა იყო გამოყენებული, მაშინ რა შეიძლება მოხდეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს?! როდესაც თითოეულ მანდატს და ოლქში გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა ექნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე.

სალომე სარიშვილი
24.05.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი სამეგრელოში, კერძოდ კი კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო პროვოკაციას არ გამორიცხავს, თუმცა ამასთანავე ამბობს, რომ მსგავსი სახის ძალადობას ცალსახად გმობს.

ელზა წიკლაური
24.05.2016

 ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა. რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა წილი უჭირავს გაყინულ ხორცს ადგილობრივ წარმოებაში, არ არსებობს, თუმცა ძალიან მაღალი რომ არის, ამაზე იმპორტის მუდმივი ზრდა მეტყველებს. უხეში გათვლებით, ადგილობრივ წარმოებაში გაყინული ხორცპროდუქტების წილი 60%-ს აღემატება.

მაკა ხარაზიშვილი
24.05.2016

 ბოლო 4 წელიწადში სასოფლო-სამეურნეო მიწა 150-300%-ით გაძვირდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1 ჰა მიწის ფასი 1000 დოლარიდან 8000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. რამდენიმე წლის წინ ჰექტარი მიწა 500 დოლარიდან 4 ათას დოლარამდე ღირდა და მყიდველი დიდად არ ინტერესდებოდა. ახლა კი სასოფლო მიწებზე დიდი ტაციაობაა გამართული.

მარი ჩიტაია
24.05.2016

 უახლოეს მომავალში ბინის ფასმა, შესაძლოა, 5-10%-ის ფარგლებში მოიმატოს. უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ დოლარის შესუსტება ბინებს გააძვირებს. ცვლილება, სავარაუდოდ, ქირის ფასზეც აისახება. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ სწორედ სავალუტო კურსი გახდა მიზეზი, რის გამოც უძრავი ქონების ღირებულება 15-20%-ის ფარგლებში გაიაფდა.

მაკა ხარაზიშვილი
24.05.2016

უცხოელი ინვესტორები საქართველოს მთავრობას ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებებს სთხოვენ. ზოგიერთი მათგანი ოფიციალური საგარანტიო დოკუმენტის გარეშე კაპიტალდაბანდებისგან თავს იკავებს. მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში ამას ჩვეულებრივ პროცესად აფასებენ.

მარი ჩიტაია
24.05.2016

გამაგრილებელ ბიზნესში ახალი სეზონისთვის სამზადისი დასრულდა. უალკოჰოლო სასმელებისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანიებში რეალიზაციის გააქტიურებას ივნისიდან ელოდებიან. ამ ბიზნესის წარმატება, უმეტესწილად, ამინდზეა დამოკიდებული. კომპანიებში აცხადებენ, რომ რეალიზაციას, წინა წელთან შედარებით, მინიმუმ 20%-ით გაიუმჯობესებენ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. სეზონის წარმატებას საბოლოოდ ამინდი განსაზღვრავს.

ელზა წიკლაური
24.05.2016

მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ქართული ლარი სწრაფი ტემპით მყარდება. ბოლო 5 თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 14%-ით მოძლიერდა. ეროვნული ვალუტები მყარდება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც, თუმცა არ იმ ტემპით და მაჩვენებლით, როგორც ქართული ლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე 8%-ით გამყარდა რუსული რუბლი, 4,4%-ით აზერბაიჯანული მანათი და 1%-ით თურქული ლირა. მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შედეგად, უკრაინული გრინვა დაცემას აგრძელებს, იგივე ბედს იზიარებს ბელორუსური რუბლიც, სომხური დრამის კურსი კი, პრაქტიკულად, არ იცვლება.

ვახტანგ შამუგია
23.05.2016

 ხელშეკრულება საქართველოსა და სარაკეტო სისტემების წამყვან მწარმოებელ ფრანგულ კომპანია MBDA-ს შორის გასულ წელს გაფორმდა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მონტაჟი 2017 წლის იანვრიდან დაიწყება. საუბარია VL MICA (Vertical Launch MICA) სისტემის ფრანგულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×