ეკატერინე ბასილაია
21.05.2016

 დავით კოღუაშვილმა, რომელიც მხოლოდ სულ რაღაც ერთი კვირის წინ აირჩიეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალ წევრად, უკვე მოასწრო ის, რომ პარტიის წევრთა შორის "დაუფიქრებელი განცხადებების" რეკორდი მოეხსნა, და ასეთი შეფასება თავად პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან დაიმსახურა.

სალომე სარიშვილი
21.05.2016

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნისთვის (მაგალითად საქართველო) უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც მანამდე საკმაოდ რთულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

ლიკა ამირაშვილი
21.05.2016

 ვარდების მოედანს, შესაძლოა, ძველი სახელწოდება - რესპუბლიკის მოედანი - დაუბრუნდეს. ამ ინიციატივით საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლია ჯახველაძეს მიმართავს. თუმცა, როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, საკრებულოში ძველი სახელის დაბრუნების გარდა, სხვა ვარიანტებიც განიხილება, როგორიცაა "დავით აღმაშენებლის მოედანი" და "9 მაისის მოედანი".

ელზა პაპოშვილი
21.05.2016

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ხუთშაბათს დე-ფაქტო საზღვართან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათი ინფორმაციით, 19 მაისს გიგა ოთხოზორია, სავარაუდოდ, 29 წლის რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ამის შესახებ რუსულ სააგენტო "ტასს" ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ განუცხადა.

ელზა პაპოშვილი
21.05.2016

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში, ავტოსაგზაო შემთხვევები გასული წლის ანოლოგიურ პერიოდთან შედარებით მომატებულია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 6%-ით არის გაზრდილი.

მაკა ხარაზიშვილი
21.05.2016

 100 მილიონის ინტერვენცია ერთ კვირაში! ლარმა ისე "აიწყვიტა", რომ ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან დოლარის ამოღებას ვეღარ აუდის. გუშინ დაბნეულობა იყო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებშიც, სადაც ლარისა და დოლარის კურსი ლამის საათში ერთხელ იცვლებოდა.

მარი ჩიტაია
21.05.2016

გარე ვაჭრობის დაკანონების მოთხოვნით აქციები რეგიონებშიც გახშირდა. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამეგრელოშია. ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა პროტესტის უცნაურ ხერხს მიმართეს და ქუთაისამდე ფეხით მსვლელობის აქცია მოაწყვეს, თუმცა ამით დიდად ვერაფერი გააწყვეს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება გარემოვაჭრეებთან დათმობას არ აპირებს. ზუგდიდის საკრებულოში აცხადებენ, რომ გარე მოვაჭრეების მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებენ.

მარიამ აფციაური
21.05.2016

 "ქალაქი - ბიბლიოთეკა", პატრიარქის ინიციატივა შაბათის წიგნის დღედ დაწესების შესახებ - წიგნიერების დონის ასამაღლებლად დაწყებული პროექტების რიცხვი სულ უფრო მატულობს. რესპონდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ წამოწყებას შედეგი მოაქვს. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ინიციატივებს, შეგონებებს აზრი არ აქვს, რადგან ქვეყანაში უწიგნურობის პრობლემა კვლავაც მწვავეა.

ელზა წიკლაური
21.05.2016

 ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების ნაწილის მიერ ტარიფის გაზრდა არასამთავრობო სექტორმა, შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაასაჩივროს. მანამდე კი კომისიას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ მოახდინოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა და არსებული ზღვრული ტარიფი შეამციროს.

მამუკა ნაცვალაძე
21.05.2016

 ისტორიის ფურცლები ბევრ მისტიკურ და შეუცნობელ მოვლენას იტევს. კაცობრიობა ჯერჯერობით უძლურია სიღრმისეულად ჩასწვდეს მათ უმრავლესობას. მიუხედავად ამისა, მტვერმიყრილი წარსული თანდათანობით იწყებს გამომზეურებას და იმკვიდრებს ადგილს ადამიანთა ცნობიერებაში. საგულისხმოა ისიც, რომ ეს პროცესი საკმაო იმპულსურობითა და ამასთანავე, გამორჩეული სპეციფიკურობით ხასიათდება.

მარი მგალობლიშვილი
21.05.2016

 სპორტული საზოგადოება ინგლისის პრემიერ ლიგაში განვითარებულმა მოვლენებმა აალაპარაკა - სენსაცია და სალაპარაკო თემა "ლესტერის" გაჩემპიონებამ გამოიწვია. გუნდის დამრიგებელი კლაუდიო რანიერი "გაზეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში განვლილ სეზონს აჯამებს.

მარი მგალობლიშვილი
20.05.2016

 მადრიდის "რეალს" 28 მაისს მილანში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის. "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასევე მადრიდის კლუბ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშებს. ზინედინ ზიდანის შეგირდები შეეცდებიან, 2013 წლის ფინალი გაიმეორონ და თანაქალაქელები დაამარცხონ. ფინალამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა, თუ როგორ ემზადება "რეალი" ფინალისთვის, როგორ ფორმაში არიან ფეხბურთელები და თავის მომავალზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×