ელზა პაპოშვილი
20.05.2016

 უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ის "ოცნებიდან" წასვლის შემდეგ საკუთარ პარტიას შექმნის. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მას "ქართული ოცნების" სხვა წევრებიც შეუერთდნენ, რომლებსაც მსგავსი მსოფლმხედველობა აქვთ.

თაკო მათეშვილი
20.05.2016

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისიფლების რეიტინგზე "კაბელების საქმის" შესაძლო გავლენას აფასებს და ამბობს, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი დაბალია, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებული პროტესტი ვერ მიიღებს იმხელა მასშტაბს, რომ არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

ეკატერინე ბასილაია
20.05.2016

ოკუპირებული აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვართან აფხაზმა მებაჟეებმა 31 წლის გალელი გიგა ოთხოზორია მოკლეს. მას ავტომატით 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - 2 ბარძაყში, 3 - მუცლის არეში და ერთი თავში. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

თიკო ოსმანოვა
20.05.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს რაიონის კანდიდატ ივანე როყვას განცხადებით, სოფელ ჩუნეშში მოსახლეობასთან შეხვედრა პარტიამ 5 დღით ადრე დააანონსა. აქედან გამომდინარე, ალასანიას გუნდი "ქართული ოცნების" ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და, პირიქით, შეხვედრის ჩაშლაში მათ ადანაშაულებს.

თიკო ოსმანოვა
20.05.2016

"ქართული ოცნება" "თავისუფალ დემოკრატებს" პროვოკაციაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, 22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები მატულობს. "ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ცოტნე ზურაბიანის თქმით, მოსახლეობასთან დაგეგმილ ერთ-ერთ შეხვედრაზე ალასანია თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.

ლიკა ამირაშვილი
20.05.2016

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულს ზიკას ვირუსი ევროპაშიც გავრცელდება. როგორც ბიბისი ჯანმოზე დაყრდნობით წერს, საქართველოსა და რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.

თაკო მათეშვილი
20.05.2016

 რამდენიმე დღის წინ კახეთში მოსულ სეტყვას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი შეეწირა - თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი კი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

სალომე სარიშვილი
20.05.2016

 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-17 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად ამერიკელი და ქართველი დიპლომატები, პროფესორები, სტუდენტები, საერთაშორისო ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე სიტყვით ამერიკელი პროფესორი სიუზენ შილინგლოუ გამოვიდა, მოხსენების დასასრულს კი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შესახებ რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა.

მაკა ხარაზიშვილი
20.05.2016

კანადიდან შემოსულმა უფასო მედიკამენტებმა იმპორტი დაახლოებით 15%-ით გაზარდა. ამ პროდუქტის გარეშე, იმპორტი იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით არის შემცირებული.

მაკა ხარაზიშვილი
20.05.2016

 ქართველი მეცხვარეები მუსლიმანური დღესასწაულებისთვის ემზადებიან. ივნისი-აგვისტო ის პერიოდია, როდესაც საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ცხვარი გადის. ვითარება ამ ეტაპზეც გაუმჯობესებულია, მაგრამ არის მოუგვარებელი საკითხებიც. მეცხვარეები მთავარ პრობლემად სხვადასხვა ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის რეექსპორტსა და გადასარეკი ტრასების უქონლობას ასახელებენ.

მარი ჩიტაია
20.05.2016

 უამინდობის გამო რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება გვიანდება. გლეხების ვარაუდით, მიწის დამუშავების პროცესი მაისის ბოლომდე, ხოლო თესვა შუა ივნისამდე გადაიწევს.

ელზა წიკლაური
20.05.2016

 კომერციული ბანკები დეპოზიტების დაზღვევის რეფორმის აუცილებლობას ვერ ხედავენ და მის გადადებას ითხოვენ. ბანკირების პოზიციით, ფონდის დასაფუძნებლად თანხების მიმართვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან დეპოზიტარები ბანკებს ენდობიან და თანხებიც ბანკში კარგად არის დაცული. ეს არგუმენტები მიუღებელია მსოფლიო ბანკისთვის. ისინი საქართველოს გაწერილი გეგმით მუშაობას სთხოვენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×