თაკო მათეშვილი
18.05.2016

 ნატო-ში მიღების ალტერნატივა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცების ინიციატივას და ამის ფარგლებში წვრთნების ჩატარებას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ენერგოუსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწყებული თანამშრომლობა მომავალში სამხედრო ალიანსში გადაიზარდოს, რომლის მიზანიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა იქნება.

ელზა პაპოშვილი
18.05.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყრილობა ფასადური იყო. მისი თქმით, ახალი სახეები, რომლებიც პარტიის ყრილობაზე წარადგინეს, საზოგადოების ცნობადობის თვალსაზრისით ნულის ტოლია, რაც თავად პარტიაში დაძაბულობასა და უთანხმოებას შექმნის.

ლიკა ამირაშვილი
18.05.2016

 არასაკმარისი სანქციები თუ მოსახლეობის დაბალი თვითშეგნება - ქუჩაში ნარჩენების დაყრის შემთხვევაში, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის არსებობს სპეციალური რეგულაციები, თუმცა მდგომარეობას ეს ვერ შველის და დედაქალაქის ქუჩები კვლავ დანაგვიანებულია.

სალომე სარიშვილი
18.05.2016

 საქართველოს ორი ქალაქი - დუშეთი და ჭიათურა ევროკავშირის პროექტ კომუსის ფარგლებში შერჩეული საპილოტე ქალაქების სიაში მოხვდა. პროექტის მთავარი ფოკუსი ქვეყანაში ურბანული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებაა და რაც მთავარია, მასში ადგილობრივი თემისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების აქტიურ თანამონაწილეობას გულისხმობს.

თიკო ოსმანოვა
18.05.2016

 "ე.წ. "კაბელების საქმე" არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ "თავისუფალ დემოკრატებს" ეხება. ეს ეხება ისეთ პრინციპულად მნიშვნელოვან თემებს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ობიექტურობა. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და გვეხება ყველას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი.

ნინო ქეთელაური
18.05.2016

 17 მაისი - ერთი მხრივ, ოჯახის სიწმინდისა და, მეორე მხრივ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, კვლავ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის პარალელურად, ლგბტ აქტივისტებმა შეღებილი "ტაბურეტკითა" და საპატრიარქოს შენობის ეზოს კედელზე, ასევე რუსთველის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთებით, ჰომოფობია გააპროტესტეს.

მარი ჩიტაია
18.05.2016

თბილისის გარშემო, მთელ პერიმეტრზე ფიჭვი მასობრივად ხმება. ქალაქის ზედაპირული დათვალიერებითაც აშკარად ჩანს, რომ ფერდობებზე მწვანე საფარი თითქმის აღარ არის და ხეების დიდი ნაწილი გამხმარია. პრობლემა არ ეხება მხოლოდ ფიჭვს. ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ საქართველოში ხეები სიძველისგანაც ხმება, რადგან დაავადებასთან საბრძოლველად იმუნიტეტი არ ყოფნის. ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემა კლიმატური ცვლილებების გამოა.

მარიამ აფციაური
18.05.2016

 ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის და ევროპაში დარჩენის წესების გამარტივებას რესპონდენტების უმეტესობა ახალ გამოწვევად მიიჩნევს. მათი აზრით, ჩნდება გონიერი ახალგაზრდა თაობის ქვეყნიდან გადინების საფრთხე, რასაც სახელმწიფომ სწორი პოლიტიკით უნდა შეუშალოს ხელი. პირველ რიგში, აუცილებელია შრომის ბაზრის დარეგულირება, ახალგაზრდების სტიმულირება და ძლიერი განათლების სისტემის შექმნა.

მაკა ხარაზიშვილი
18.05.2016

 ლარი ახალი წონასწორული კურსის ძიებაშია. გუშინ ეროვნულ ბანკს მიმოქცევიდან 20 მილიონი დოლარის ამოღება დასჭირდა, რათა ოფიციალური კურსი როგორმე 2,18-ის ნიშნულზე გაეჩერებინა. მთავრობა წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გამყარებაზე დაუფარავად საუბრობს. ამას იმპოტირებული პროდუქტის გაიაფება და ინფლაციის შემცირება მოჰყვება.

მარი ჩიტაია
18.05.2016

ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა საქართველოსა და საბერძნეთს ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. პროექტს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ია აბულაშვილი
18.05.2016

 98 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რა იყო ეს დღე ქართველებისთვის და როგორ აღინიშნა პირველად საქართველოში 26 მაისი, ამის შესახებ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს შევახსენებთ ჩვენს მკითხველს.

მარი მგალობლიშვილი
18.05.2016

 "ლივერპული" სეზონის ბოლო მატჩს ჩაატარებს "ენფილდზე". ამ თამაშამდე კი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ემრე ჯანმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განვლილ სეზონზე, ევროპის ლიგის ფინალზე და სხვა თემებზე ისაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×