მაკა ხარაზიშვილი
17.05.2016

 ლარის კურსი თანდათან უახლოვდება იმ ზღვარს, რომელმაც ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების საკითხი დღის წესრიგში უნდა დააყენოს. სხვათა შორის, შარშან ევროპაში ელექტროენერგიის ტარიფი, საშუალოდ, 3%-ით შემცირდა. საქართველოში კი, პირიქით, დენის საფასური გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ძირითადი საარჩევნო დაპირება კომუნალურ გადასახადებს უკავშირდებოდა.

ელზა წიკლაური
17.05.2016

 თბილისის მერიაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, პრემია-დანამატების მოცულობა შემცირებულია და თანაც არცთუ უმნიშვნელოდ, თუმცა სისტემა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ბრალდება გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე. "ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა შეედარებინა რომელი ხელისუფლების პირობებში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებდნენ ჩინოვნიკები.

მაკა ხარაზიშვილი
17.05.2016

საქართველოში წვრილი აქციონერების აქციები უგზო-უკვლოდ იკარგება. საკუთრების უფლება ისევ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ხელისუფლებას კი უკვირს, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი რატომ არ ვითარდება.

ელზა წიკლაური
17.05.2016

 საწარმოთა ბრუნვაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი წლების განმავლობაში 20%-ის ფარგლებშია. მართალია, 2003 წლიდან დღემდე ბიზნესის ამ სეგმენტში დასაქმებულთა რაოდენობამაც მოიმატა, ხელფასმაც და ბრუნვაც გაიზარდა, თუმცა ამას ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარება არ მოჰყოლია. პრობლემას ვერც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გახსნილმა მცირე საწარმოებმა უშველა. სამაგიეროდ, სწრაფი ტემპით ვითარდება მსხვილი ბიზნესი, რომლის წილი ბიზნეს-სექტორის მთლიან ბრუნვაში 80%-საც კი აღემატება.

ნატა გიორგაძე
17.05.2016

ქსანი-სტეფანწმინდა-მოზდოკის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ადგილობრივმა მოსახლეოებამ გუშინ კიდევ რთხელ გააპროტესტა. გარემოს დაცვის სამინისტროსთან, სადაც აღნიშნულ პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობდა, მოსახლეობამ აქცია გამართა.

მარი ჩიტაია
17.05.2016

სოფლის მეურნეობის რეალიზაცია ინტერნეტში ბოლო დროს დიდ ადგილს იკავებს. გარდა იმისა, რომ სურსათის გაყიდვა უკვე სოციალური ქსელებითაც გააქტიურდა, ქართველ მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ინტერნეტ მაღაზიების საშუალებითაც შეუძლია.

მარი ჩიტაია
17.05.2016

 მარწყვის წლევანდელი მოსავალი სიუხვით გამოირჩევა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სადაც პროდუქტი მოჰყავთ, გლეხები მოსავლით აშკარად კმაყოფილი არიან. მათი თქმით, მარწყვის მოსავალს დიდად ვერც უამინდობამ ავნო. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში მოსავალი დაისეტყვა, დანაკარგი უმნიშვნელოა და მდგომარეობა ამ მხრივ დიდად არ შეცვლილა.

მამუკა ნაცვალაძე
17.05.2016

 ხვალ ბაზელში, "სანტ იაკობ პარკზე" გაიმართება ევროპა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა. ინგლისური "ლივერპული" თასის ამჟამინდელ მფლობელს, ესპანურ "სევილიას" დაუპირისპირდება.

ეკატერინე ბასილაია
17.05.2016

 "თავისუფალი დემოკრატები" ივანიშვილის წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ და ხელისუფლების შეცვლით იმუქრებიან. პირველი აქციაც უკვე შაბათს მთავარ პროკურატურასთან დაანონსებულია, სადაც რაც უნდა საკვირველი იყოს, მისვლას ჯერ კიდევ უმრავლესობაში მყოფი "რესპუბლიკელების" ნაწილიც გეგმავს.

თაკო მათეშვილი
17.05.2016

 "თავისუფალი დემოკრატები" აქციებს იწყებენ - პირველი აქცია შაბათს, 21 მაისს პროკურატურასთანაა დაგეგმილი. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ჯერ არ იციან, მიიღებს თუ არა აქციები პერმანენტულ სახეს. ამბობენ, რომ სამომავლო გეგმებს პირველი დემონსტრაციის შემდეგ დასახავენ.

თიკო ოსმანოვა
17.05.2016

 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

სალომე სარიშვილი
17.05.2016

მიუხედავად დიდი ხნის წინ გაცემული დაპირებისა, "ახალი სახეები" არც მმართველ პარტიაში და ახლა უკვე არც ოპოზიციურ ძალაში არ ჩანს. მართალია, "ოცნების" საარჩევნო ათეულის შესახებ საზოგადოებას ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა რამე მნიშვნელოვანი განახლების შესახებ თავად პარტიის ყრილობაზეც კი არ უსაუბრიათ. "ნაცმოძრაობამ" კი ამომრჩეველს საკუთარი პირველი ათეული უკვე წარუდგინა, სადაც მათი თქმით, ახალი, თუმცა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები აღმოჩნდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×