ლიკა გურაბანიძე
13.05.2016

 კალიფორნიაში, ლოურენს ბერკლის ნაციონალური ლაბორატორიის გადაწყვიტეს, გაერკვიათ, რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: სიარული თუ სირბილი?

მარი მგალობლიშვილი
13.05.2016

 თურქეთის ნაკრების კაპიტანს, არდა თურანს შვიდთვიანი ლოდინი მოუწია, რათა "ბარსელონას" რიგებში ეთამაშა. თურქი ფეხბურთელი "ფორთუსთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემებზე საუბრობს, მათ შორის დიეგო სიმეონესა და ლუის ენრიკეზე, ასევე თურქეთის ეროვნული ნაკრების შანსზე ევროპის ჩემპიონატზე. როგორც თურანი ამბობს, მეტოქეებისთვის თურქეთი ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება.

თიკო ოსმანოვა
12.05.2016

 პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აწ უკვე ყოფილი წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, პარტიას არ შესწევს უნარი, რეალური ცვლილებები განახორციელოს და მხოლოდ ფასადურით შემოიფარგლება. მისი თქმით, შაბათს დაგეგმილი ყრილობა სწორედ ამის დემონსტრირებაა. ამბობს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს, თუმცა სამომავლო გეგმებზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებს. დასძენს, რომ არცერთ პარტიასთან არ იკვეთება მისი სამომავლო გზები.

თიკო ოსმანოვა
12.05.2016

 "ამაში სააჟიოტაჟო არაფერია - ბევრი მოსულა და წასულა, თუმცა, ბუნებრივია, არ არის სასიამოვნო. ასე არ უნდა ვუშვებდეთ ხალხს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე. იგი პარტიიდან ძველი სახეების გაშვებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს. მისი თქმით, პარტია ძველი და ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს.

თაკო მათეშვილი
12.05.2016

 გუშინდელი დღე მმართველ გუნდში მრავალფეროვანი დაპირისპირებებით გამოირჩეოდა. რესპუბლიკურ პარტიას ახლა არა მხოლოდ ზოგიერთი დეპუტატი უპირისპირდება, არამედ უკვე - პრეზიდენტი და "თავისუფალი დემოკრატები".

ვახტანგ შამუგია
12.05.2016

 11 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2016" გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ამ წვრთნებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. მას განსაკუთრებით აქტიური გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში, სადაც ამ სწავლებას "სახიფათო" და "პროვოკაციული" უწოდეს. თავის მხრივ, ქართველი და დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებით, "ღირსეული პარტნიორი 2016" არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. იგი მიზნად ქვეყნის არმიის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო კუთხით თავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს.

ელზა პაპოშვილი
12.05.2016

უკვე რამდენიმე დღეა, რაც 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს მაშველები მტკვარში უშედეგოდ ეძებენ. ახლობლები ეჭვობენ, რომ 7 მაისს შეყვარებულთან კამათის შემდეგ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილს 6 წლის შვილი დარჩა. როგორც გოგონას დედა ლალი კანიაშვილი ამბობს, არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გოგონა მტკვარში ხტება, სანაპიროზე კი მისი პირადი ნივთები იპოვეს.

თაკო მათეშვილი
12.05.2016

 "თავისუფალი დემოკრატები" არ ახმაურებენ, თუ ვისთან ამჯობინებენ ძალების გაერთიანებას იმ შემთხვევაში, თუკი კვლევების შედეგები, რომელთაც ისინი ნდობას უხცხადებენ, გამართლდა და არჩევნების შემდეგ მთავრობის დასაკომპლექტებლად პარლამენტში კოალიციის შექმნა გახდა საჭირო.

სალომე სარიშვილი
12.05.2016

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაცემული მაღალი ხელფასებისა და პრემია-დანამატების საკითხი ბოლო ორი დღის მანძილზე საზოგადოებისა და იურისტების განხილვის საგანია. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოთხოვილმა საჯარო ინფორმაციამ აჩვენა, რომ საარჩევნო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიღებული ანაზღაურება თვეში ხშირად 20 000 ლარს აჭარბებს. თავად ცესკოში აცხადებენ, რომ მაღალი ხელფასებიც, პრემიებიცა და დანამატებიც კანონმდებლობის სრული დაცვით გაიცემა. იურისტების ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს და კვლავ კანონის უგულებელყოფაზე საუბრობს.

ელზა წიკლაური
12.05.2016

ქართველებს უცხოეთში ისევ უჭირთ. ემიგრანტების ნაწილი, რომლებიც თურქეთში, საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში თუ სხვა ქვეყნებში მუშაობენ, ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში, ვალუტების გამყარების მიუხედავად, მათი შემოსავალი არ გაზრდილა. შესაბამისად, ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში იმ ოდენობით ფულს, რასაც ადრე აგზავნიდა, ვეღარ რიცხავს. მიუხედავად ამისა, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით მაინც არ აპირებენ.

მარი ჩიტაია
12.05.2016

 უცხოურ ბაზრებზე ადგილობრივი წარმოების საადრეო ხილ-ბოსტნეულზე მოთხოვნამ მკვეთრად მოიმატა. ექსპორტიორების ინფორმაციით, პრიორიტეტი კვლავ ევროპაა, თუმცა ქართული პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის. არნახულად გაიზარდა ინტერესი ჩირის მიმართ. გადამამუშავებელ საწარმოებში აცხადებენ, რომ შეკვეთებს ვერ აუდიან, რის გამოც წელს წარმოების მასშტაბის ზრდას გეგმავენ. ექსპორტიორების ინფორმაციით, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მწარმოებლებს მიწოდების პრობლემა აქვთ. შეკვეთაა თითქმის ყველაფერზე, რაც საქართველოში იწარმოება.

მაკა ხარაზიშვილი
12.05.2016

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნელ-ნელა წინ მიიწევს. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი 3,4%-ს გვიწინასწარმეტყველებს. ქართველი ფინანსისტები გაცილებით ოპტიმისტურ განწყობაზე არიან. მათი აზრით, წელს ქართულმა ეკონომიკამ შეიძლება, 5%-იან ზღვარსაც კი მიაღწიოს. ოფიციალური პროგნოზი კი 3%-ია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×