გვანცა ღვედაშვილი 09.05.2016
თბილისის მერია აგვისტოში 150 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. როგორც "მთელ კვირას" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ახალი ავტობუსები ბუნებრივ აირზე იქნებიან და ევროპული სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
|
თაკო მათეშვილი 07.05.2016
ნატოცა და რუსეთიც ერთმანეთის წინააღმდეგ ძალას მაქსიმალურად ამაგრებენ, რათა თავიანთი გავლენის არეალი სათანადოდ ჰქონდეთ დაცული. სწორედ ამას ემსახურება, სპეციალისტების აზრით, ნაბიჯები, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში აქტიურად დგამენ - ამაგრებენ საზღვრებს სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო ძალებისა და შეიარაღების მობილიზებით. ეს საზღვარი კი, მათი თქმით, საქართველოზე გადის.
|
თიკო ოსმანოვა 07.05.2016
"შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - შავი ზღვის ქვეყნები ნატოს წევრებიც არიან. ამიტომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.05.2016
თბილისის ცენტრალურ და შუალედურ ზონებში მრავლბინიანი საცხოვრებელ სახლების მშენებლობა აიკრძალება. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის შეცვლა და ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილება.
|
ეკატერინე ბასილაია 07.05.2016
საქართველო ივლისში ვარშავის სამიტზე მაპ-ს ვერ მიიღებს და ამერიკულმა მხარემ ეს ოფიციალურ თბილისს წინასწარ უკვე განუცხადა. წინასწარი ინფორმაციით, ნატო "რაღაც ახალს" მოიფიქრებს, რომელსაც დიდი ალბათობით ქართველი პოლიტიკოსები შეაფასებენ, როგორც "მაპ-ზე უკეთესს", რაც ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან ბევრჯერ გაკეთებულა.
|
მარი ჩიტაია 07.05.2016
აზერბაიჯანში ქართულ ხორცზე შეზღუდვის მოხსნამ ფერმერების მდგომარეობა აშკარად გააუმჯობესა. მოთხოვნა ძირითადად ცოცხალ საქონელზეა. აზერბაიჯანის გარდა, ხორცი აქტიურად გადის არაბულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ერაყსა და ყატარში. არსებობს რეალური საფუძველი, რომ ადგილობრივ ბაზარზეც ხორცი 1-2 ლარით გაიაფდეს.
|
ელზა პაპოშვილი 07.05.2016
უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების ნებისმიერი შედეგის არალეგიტიმურად გამოცხადებას აპირებს და რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ემზადება.
|
ლიკა ამირაშვილი 07.05.2016
უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგობის მსურველთათვის ახალი პროგრამა დაინერგა - ისინი ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან მეთოდოლოგიას, გაკვეთილის წარმართვას, შეფასებას და ა.შ. გარდა ამისა, სტუდენტები სკოლებში პედაგოგიურ პრაქტიკასაც გაივლიან. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უმაღლესი განათლება უკვე მიღებული აქვს, თუმცა არა პედაგოგიური.
|
სალომე სარიშვილი 07.05.2016
მოხვდება თუ არა ქართული ანბანის სამი სახეობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ნოემბერში გადაწყდება, მას შემდეგ, რაც იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ამ საკითხზე მუშაობას დაასრულებს.
|
ია აბულაშვილი 07.05.2016
გასაბჭოებულ საქართველოში გამეფებული სისხლიანი ტერორის ისტორიისთვის ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის გასული საუკუნის 20-30 წლებში ბერლინში გამომავალ ჟურნალ "საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული ქრონიკა: "როგორ იხოცებიან ქართველი პატრიოტები სამშობლოსათვის".
|
ნათია ლომიძე 07.05.2016
აღდგომა დღესასწაულთა შორის უპირველესია, როდესაც ყველა ადამიანი ცდილობს დასვენების დღე ოჯახთან ერთად გაატაროს. მოსახლეობის უმრავლესობა სპეციალურად ამ დღეს ქალაქს ტოვებს და რაიონში წინაპრების საფლავზე გადის. წინა წლებთან შედარებით, ამჯერად ამ ტრადიციის მიმდევართა რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო. ამის მთავარი მიზეზი ფინანსური სიდუხჭირე გახლდათ. ადამიანებს ფინანსურმა მდგომარეობამ საშუალება აღარ მისცა, წინაპრების ხსოვნისთვის ჯეროვანი პატივი მიეგოთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.05.2016
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები 9-12%-ად იყიდება. მოთხოვნა მიწოდებას, საშუალოდ, სამჯერ აჭარბებს. ბანკებისთვის ეს არის ყველაზე გარანტირებული, იოლი ფული, რომელშიც მსუყე მოგებას ნახულობენ. ეკონომისტების აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტს ფასიანი ქაღალდების გამოისობით წარმოქმნილი შიდა ვალის მომსახურება საკმაოდ ძვირი უჯდება, ვინაიდან ემისიის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ფინანსთა სამინისტრო 900 მილიონ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდის გამოშვებას გეგმავს.
|