ლიკა გურაბანიძე
07.05.2016

 უხარისხო და მავნე საკვებმა პრუდუქტმა ახალი საფიქრალი გაუჩინა კაცობრიობას: რამდენად ჯანსაღია ის პროდუქტები, რომლითაც პრაქტიკულად ყოველდღიურად ვიკვებებით? ეს კითხვა ყველა ჩვენგანს აწუხებს, რადგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტების რაოდენობამ უკვე პიკს მიაღწია.

მარი მგალობლიშვილი
07.05.2016

 "მილანისა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ზვონიმირ ბობანმა ფიფას ოფიციალურ გვერდთან მიცემულ ინტერვიუში 2018 წელს რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

ლიკა ამირაშვილი
06.05.2016

 ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლის მიზეზი ისაა, რომ პარტიას განვითარების პოტენციალი აღარ აქვს. როგორც ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ "ნაციონალური მოძრაობა" კრიზისში იმყოფება, მისი დაშლის ილუზია არ არსებობს.

სალომე სარიშვილი
06.05.2016

 "ნაციონალური მოძრაობიდან" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წასვლას გუშინ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება პარტიაში სიახლეების ნაკლებობით ახსნა, თუმცა "ნაცმოძრაობაში" განაცხადეს, რომ იგი საარჩევნო სიის პირველ ათეულში ვერ მოხვდა, რის გამოც პარტია დატოვა.

თიკო ოსმანოვა
06.05.2016

 პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდი" პოლიტიკისკენ გეზს იღებს. ამასთან დაკავშირებით მინიშნება უკვე გააკეთა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, ხალხში დიდი მოთხოვნაა, რომ ფონდი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. ფონდის ერთ-ერთი წევრის, დავით ჯანდიერის განცხადებით კი, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას გონივრულ ვადაში აცნობებენ.

თაკო მათეშვილი
06.05.2016

მეცნიერებათა აკადემიაში გამართული სკანდალური კრება, სადაც აკადემიკოსები ერთმანეთს სიტყვიერად და ლამის ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ, კვლავ განხილვის საგანია. აკადემიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა, რომელიც რუტინული სამუშაოს შესასრულებლად იყო საჭირო, განგებ დაამსგავსეს შოუს და მასზე ისეთი ხალხი მიიწვიეს, ვისაც არც აკადემიასთან აქვს შეხება, არც კანონპროექტთან და იმაზეც ზერელე წარმოდგენა ჰქონდათ, თუ რა წერია მასში.

გვანცა ღვედაშვილი
06.05.2016

ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე პოზიციაზეა. აღნიშნული ინდექსის ავტორები იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები არიან, რომლებიც რამდენიმე ფაქტორით ხელმძღვანელობენ, მათ შორის: მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, წყლის რესურსებისა და ტყის მასივის ზონები, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ჰაერის ხარისხი, ქვეყნის წყლის რესურსის მდგომარეობა, ბუნებისა და გარემოს სანიტარიული ნორმა და ა.შ.

მაკა ხარაზიშვილი
06.05.2016

უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები მცირდება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ბანკებმა მეანაბრეებისთვის მისაღები სარგებელი კიდევ უფრო შეკვეცონ. მიზეზი რამდენიმეა - დოლარზე მოთხოვნის შემცირება, ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში დარეზერვების კოეფიციენტის 15-20%-მდე გაზრდა და ეროვნული ვალუტის გამყარება.

ელზა წიკლაური
06.05.2016

 წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ ბიზნესმენებთან ერთად, მთავრობას უმოქმედობაში სახალხო დამცველიც ადანაშაულებს. ომბუდსმენი განსაკუთრებულ ყურადღებას უძრავ ქონებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ქონებაწართმეულთა საქმეების გამოძიების ტემპით უკმაყოფილოა. 3,5 წლის განმავლობაში "ოცნების" ანგარიშზე მხოლოდ რამდენიმე დაბრუნებული მანქანაა. სხვა არც ერთი გახმაურებული ქონებრივი დავა ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ არ დასრულებულა. ამ დროს კი კარს ახალი არჩევნები მოგვადგა.

მარი ჩიტაია
06.05.2016

 ახალი საცხოვრებელი კორპუსების საექსპლოატაციო ვადა, საშუალოდ, 60-80 წელია. მშენებლები ამ მაჩვენებელს გამოყენებული სამშენებლო მასალის ხარისხისა და კონსტრუქციული გათვლებით განსაზღვრავენ. საექსპლუატაციო ვადა, როგორც ნორმა კანონმდებლობაში გათვალისწინებული არ არის და სამშენებლო კომპანია ასეთი ვალდებულებისგან აბსოლუტურად თავისუფალია. რამდენად გაუძლებს შენობა დროს, არავინ იცის და ყველაფერი მშენებელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ელზა პაპოშვილი
06.05.2016

 "თუ უდესიანის დაკავება და ექსტრადირება არჩევნებამდე არ მოხდება, მაშინ ნათელი გახდება, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერის მიზნით დაწყებული პიარია. ეს საქმე სამი წლის განმავლობაში თაროზე შენახული ჰქონდათ. იმედია, საქმე მოჩვენებითი სამართლიანობის აღდგენასთან არ გვაქვს, რომელიც პერიოდულად ახსენდებათ ხოლმე", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ბესიკ ხარძიანის მეგობარი და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია.

თიკო ოსმანოვა
06.05.2016

მანკიერ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციამ ამჯერად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შესჩივლა. თავის მხრივ კი, ევროსაბჭო ოპოზიციას არჩევნების დაკვირვებას და მასზე შუალედური ანგარიშის მოხსენებას დაჰპირდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×