მარი ჩიტაია 11.05.2016
ლარის შედარებითი გამყარებით მცირე და საშუალო ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლის შანსი მიეცა. სპეციალისტების შეფასებით, დევალვაციის გამო ყველაზე მეტად სწორედ ამ სექტორმა იზარალა. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეწარმეები დაზარალდნენ. პრობლემა შეექმნა თითქმის ყველა ბიზნესმენს, რომელსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს. ზოგადი მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მოკლევადიან კრედიტებში "გადაყრილი" თანხა 500 მილიონ ლარამდეა.
|
ია აბულაშვილი 11.05.2016
დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ საინტერესო მასალა სამშობლოს გარეთ მოხვედრილი ქართველების მოღვაწეობის შესახებ. იგი ეხება ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ (შეიძლება სულაც უცნობ) ორ ქართველ გენერალს - ჯავახიშვილს და ნათიშვილს, რომელთაც უკრაინის სამხედრო ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.05.2016
გასული კვირის ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო მოვლენა გერმანიაში "ბაიერნის" ზედიზედ მეოთხედ მოპოვებული ბუნდესლიგის ჩემპიონობა გახლდათ. პეპე გვარდიოლას გუნდმა არნახულ შედეგს მიაღწია - აქამდე გერმანიის ჩემპიონატი უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ ოთხჯერ არავის მოუგია.
|
თიკო ოსმანოვა 10.05.2016
უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, შესაძლოა, პირველი სამთავრობო ცვლილებების განხორციელება მოუწიოს. "რეზონანსის" ინფორმაციით, "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" დაპირისპირება ჩიხში შედის - 3 "რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობას დროზე ადრე დატოვებს, აგვისტომდე აღარ მოიცდიან. რადგან განაწყენებულები არიან პრემიერზე, რომელმაც შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გააკრიტიკა.
|
სალომე სარიშვილი 10.05.2016
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატი თამაზ მეჭიაური მისივე განცხადებებით, მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ამბობს.
|
ეკატერინე ბასილაია 10.05.2016
დღეს საქართველოსა და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოსთვის სარისკო და წამგებიანია, ამგვარი რამ მხოლოდ მოსკოვის ინტერესში შედის და ჩვენ პუტინს ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ, - ასე აფასებენ პოლიტოლოგები საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას იმაზე, რომ "შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამორიცხული არ არის.
|
ნინო ქეთელაური 10.05.2016
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თამაზ მეჭიურის განცხადებები, ქვეყნის საგარეო კურსს საფრთხეს უქმნის. ამ საკითხზე მმართველი გუნდის წევრების დუმილი კი, როგორც დეპუტატი ამბობს, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც გუნდის ერთიანი პოზიცია.
|
მარი მგალობლიშვილი 10.05.2016
ალვარო არბელოა კვირას, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გულშემატკივარს და "რეალს" დაეშვიდობა. "მშვიდობით," - მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა ალვარომ სტადიონზე დამშვიდობებისას.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.05.2016
სალომბარდო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 90%-ს აღემატება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლომბარდები ნაძარცვი ნივთების თავშესაფარია. ხელისუფლება კი მხოლოდ ონლაინ სესხების რეგულირებას ყაბულდება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ საფინანსო სფეროში შეიქმნას თამაშის ერთიანი წესები, სადაც მევახშეობის ყველა სახეობა მოექცევა.
|
ელზა წიკლაური 10.05.2016
43%-იანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე კვირაა, ყოველდღიურად მყარდება, თუმცა ლარის რევალვაცია ქვეყნის ეკონომიკას ჯერჯერობით არ დატყობია. გამყარების ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში, წელიწადნახევრიანი დევალვაციური შოკიდან გამოსვლას ზუსტად ამდენივე დრო დასჭირდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით, სწორედ ეს დროა საჭირო, რომ ლარის გამყარება ეკონომიკამ, ფინანსურმა სექტორმა და რიგითმა მოქალაქეებმა სერიოზულად იგრძნონ.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.05.2016
უნგრეთი საქართველოს ინვესტიციების დაცვის გარანტიას სთხოვს. თუკი მთავრობა ამ მოთხოვნას ოფიციალურად გააფორმებს, შემოდგომისთვის სოფლის მეურნეობაში "ექსიმბანკის" საშუალებით უნგრული პროექტების განხორციელება დაიწყება. წინა კვირას საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის კომისარი გიულა ბუდაი სტუმრობდა. კონკრეტულად რა საკითხებზე ესაუბრა იგი მთავრობის წარმომადგენლებს და რას ითხოვს უნგრეთი საქართველოსგან, "ბიზნეს-რეზონანსი" გიულა ბუდაისთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.05.2016
წინასაარჩევნოდ ხელისუფლება "დიდ საგადასახადო ამნისტიას" იწყებს. ძველი დავალიანება, თავისი ჯარიმა-საურავებით 100 ათასამდე გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება. მართალია, აქედან ბევრი უკვე მკვდარი ფირმაა, მაგრამ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ამ ინიციატივას სახიფათოდ მიიჩნევენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|