მარი ჩიტაია
10.05.2016

ქვიშიანი კურორტების სრულად რეაბილიტაცია ვერც წელს ხერხდება. აქა-იქ ძვრა შეინიშნება და რამდენიმე კურორტს რეაბილიტაცია უტარდება, თუმცა პრობლემა საკმად მასშტაბურია. სამკურნალო თვისებების მქონე ზოგიერთი კურორტი კი იმდენად სავალალო დღეშია, რომ მოსახლეობამ მათი არსებობაც კი მიივიწყა.

მარი ჩიტაია
10.05.2016

 თბილისის ქაოსური განაშენიანების წინააღმდეგ ახალი რეგულაციები დაწესდება. შეზღუდვა, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ლ/ კოეფიციენტთან დაკავშირებით იმოქმედებს. თბილისის მერის განცხადებით, ინიციატივა რაც წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერ პრაქტიკას შეცვლის.

ელზა წიკლაური
10.05.2016

საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი საცხოვრებლად თბილისში მოდის, ყოველი - მე-6 იმერეთის დიდ ქალაქებში, ყოველი მე-10 შიდა მიგრანტი კი ზუგდიდსა და ფოთში ცხოვრებას ამჯობინებს. სწორედ ასეთი შედეგი მიიღო სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. ევროპაში კი ისეთი ქვეყნების რაოდენობა, სადაც მოსახლოების 30%-ზე მეტი დედაქალაქშია, მხოლოდ რამდენიმეა, მათ შორის, სომხეთი, ესტონეთი და ლიტვა.

ეკატერინე ბასილაია
09.05.2016

 არჩევნებამდე დარჩენილი 5 თვე, შესაძლოა, ქუჩის აქციების ტალღამ მოიცვას, სადაც პროტესტის ადრესატი ძირითადად არა არსებული ხელისუფლების მოქმედება, არამედ ერთი კაცი - ექსპრემიერი ივანიშვილი იქნება. რამდენიმე ასეთი დიდი თუ პატარა საპროტესტო გამოსვლა უკვე დაანონსებულია და სტარტიც აღებული, მათგან პირველი "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გასულ შაბათს მოეწყო, რომელსაც ორგანიზატორთა მცირეხნიანი დაკავებაც მოჰყვა. ივანიშვილს აქციებით, "ნაციონალების" გარდა, ემუქრებიან: ალასანიაც, ინაშვილიც და გაერთიანებული ოპოზიციაც.

თაკო მათეშვილი
09.05.2016

 "ტვინის გადინება" - თანამედროვე საქართველოს სასტიკი რეალობა და პრობლემა, რომლის მოგვარების გადადებაც ქვეყანას მომავალს უსპობს - ასე ხედავენ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პროფესიონალი კადრების საზღვარგარეთ მასობრივ წასვლასა და დასაქმებას პროფესორ-აკდემიკოსები და ამბობენ, რომ თუკი სახელმწიფომ ამ ტენდენციის შეჩერებაზე არ იზრუნა, მას განვითარების პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

ლიკა ამირაშვილი
09.05.2016

 კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე მიიჩნებს, რომ მომავალ პარლამენტში, დიდი ალბათობით, უმრავლესობით ვერც ერთი პარტია ვერ შევა. როგორც ძაბირაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვის გარანტია მხოლოდ ორ პარტიას - "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება.

თიკო ოსმანოვა
09.05.2016

 საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. აპრილში საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბოლო, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით, 15 პროცენტით არის შემცირებული - კლება აღინიშნება უკლებლივ ყველა რეგიონში, თბილისის გარდა.

ელზა პაპოშვილი
09.05.2016

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლას ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად აღიქვამს. მისი თქმით, ბურჭულაძე საზოგადეობაში ივანიშვილის მსგავსად ავტორიტეტით სარგებლობს და ისიც ქველმოქმედებას ეწევა.

ვახტანგ შამუგია
09.05.2016

8-9 მაისს მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი ომის დასრულების 71-ე წლისთავს აღნიშნავს. მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა იყო ჩართული, 6 წელიწადს გაგრძელდა და, საერთო ჯამში, 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სალომე სარიშვილი
09.05.2016

 7-8 მაისს თბილისში რადიოლოგთა რიგით მეოთხე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. წლევანდელი კონგრესის ფარგლებში ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოწვეულ სტუმრებთან ერთად დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიისა და სხივური თერაპიის უახლოეს მიღწევებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ღონისძიება "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექიმებიც მონაწლეობდნენ.

ლიკა გურაბანიძე
09.05.2016

 ძილის ნაკლებობას მოსდევს მოთენთილობა და დაღლილობის შეგრძნება, მან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას. თანამედროვე მონაცემებით, ძილის დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონალურ დარღვევებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა აზრით, ძილის ხანმოკლე დარღვევა იწვევს არტერიული წნევის მომატებასა და სტრესის ჰორმონების დონის ზრდას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ნერვულ აშლილობას.

მამუკა ნაცვალაძე
09.05.2016

 ინგლისის პრემიერლიგა დასასრულს მიუახლოვდა. ბოლოსწინა ტურში "ლესტერმა" ყოველგვარი წნეხის გარეშე ინგლისის ჩემპიონის ამპლუაში შეძლო "ევერტონის" დამაჯერებელი ძლევა (3:1) და კიდევ ერთხელ მიანიშნა საფეხბურთო სამყაროს, რომ ზღაპარი "კინგ პაუერის" "მელიებისა" რეალობაა და არა ილუზია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×