ია აბულაშვილი 05.05.2016
დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა მივაწოდოთ საინტერესო ცნობა, თუ რა ხერხებით ებრძოდნენ კომუნისტები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ამის შესახებ პუბლიკაცია გამოქვეყნდა გასული საუკუნის 20-იან წლებში ჟენევაში გამომავალ ჟურნალ "თავისუფალ საქართველოში" სათაურით - "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაკეტვა".
|
მამუკა ნაცვალაძე 05.05.2016
"ალიანც არენაზე" გაირკვა ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა - მადრიდის "ატლეტიკო" ბოლო სამ წელში მეორედ იბრძოლებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოსაპოვებლად. პეპე გვარდიოლას "ბაიერნმა" ფინალში გასასვლელად ზედიზედ მესამედ ვერ გადალახა ესპანური ბარიერი - 2014-ში გერმანული გრანდი "რეალმა" გაანადგურა, გასულ წელს "ბარსელონასთან" დამარცხდა, წელს კი ვერაფერი მოუხერხა მადრიდის "ატლეტიკოს", რომელთანაც, ორი მატჩის ჯამში, სახლში გაშვებული გოლის წყალობით დათმო ორთაბრძოლა (0:1; 2:1).
|
თაკო მათეშვილი 04.05.2016
პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე 9 მაისის მოახლოებასთან ერთად ექსცესების გახშირებას ვარაუდობს და ამბობს, რომ სწორედ ამას ემსახურებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ოკუპაციის სიმბოლოდ აღიარებული გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული დროშებით მორთული ავტომობილებით შემოვიდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 04.05.2016
ექსპრემიერ ივანიშვილის წინააღმდეგ "ნაციონალების" გარდა გარემოსდამცველი არასამთავრობებიც აპირებენ საპროტესტო აქციებს, ამჯერად პროტესტის საგანი ის გახდა, რომ ტერიტორია, სადაც ერთი წლის წინ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობის გამო 500-ზე მეტი ხე მოიჭრა, დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის საკუთრება გახდა.
|
თაკო მათეშვილი 04.05.2016
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეს უპირისპირდება და მის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.
|
ელზა პაპოშვილი 04.05.2016
ქობულეთში 3 აპრილს, გვიან ღამით, ქალაქის ერთ-ერთ უბანში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც 65 წლის მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ და მის სახლში შეჭრას ცდილობდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცმა მეზობლის 11 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა.
|
თიკო ოსმანოვა 04.05.2016
ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიდეს. ფემიციდს, ანუ გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალის განზრახ მკვლელობას, სს-ის კოდექსში ცალკე მუხლი მიეძღვნება და "რიგით" დანაშაულზე უფრო მკაცრად დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით 11-დან 14 წლამდე.
|
ია აბულაშვილი 04.05.2016
"13 მაისს შეიძლება, ფართო გაგებით, არა მხოლოდ ერთი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის ბედი წყდებოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაციას სიმძაფრეს და დრამატიზმს მატებს ის ფაქტი, რომ რაღაც 5 თვეში არჩევნებია დანიშნული, ხოლო "რუსთავი 2" დღეს უკონკურენტოდ ფლობს ქართველ ტელემაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესს," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე გაესაუბრა.
|
სალომე სარიშვილი 04.05.2016
ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ საუბრობს და უკვე აღდგენილ იშხნის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარებულ სამუშაოებს აფასებს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ძეგლზე შეკრულია ყველა კამარა, თაღი; გადახსნილი კედელი კი ლითონის მჭიდებითაა დამაგრებული.
|
მამუკა ნაცვალაძე 04.05.2016
ინგლისის პრემიერლიგა გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე "ლესტერმა" მოიგო. პატარა ქალაქის მოკრძალებული გუნდის ტრიუმფი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ფეხბურთში მარტო ფული არ წყვეტს ყველაფერს - ეს დასკვნა რომ კონტექსტიდან ამოვარდნილი არაა, თავად ინგლისის ჩემპიონატის საყოველთაო უშეღავათო ხასიათიც მოწმობს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ყოველი თამაში უკიდურესად დაძაბულია, არავინ უწყის, საბოლოო შედეგი რა იქნება.
|
მარიამ აფციაური 04.05.2016
"მადლი ჰქენი, დააპურე საქართველო", "მადლიანი კალათა", "სოციალური მაცივარი" - ქველმოქმედებამ განსხვავებული სახე მიიღო. ხალხი ფინანსური დახმარების ნაცვლად, გაჭირვებულთათვის ხელის გამართვას სულ სხვაგვარად ცდილობს. ზოგი ეკლესიებში, ქალაქში განთავსებულ "სოციალურ მაცივრებში" საკვებ პროდუქტს ტოვებს. არის შემთხვევები, როცა მსურველს უფასო სამედიცინო კონსულტაციას, მალამოებსაც კი სთავაზობენ. ეს ინიციატივა მოდის მრევლისგან, რასაც ეკლესიაც უწყობს ხელს. სხვა სახის დახმარებასთან ერთად, ზოგიერთ ტაძარში ახალგაზრდებისთვის არის საგანმანათლებლო წრეებიც.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.05.2016
2016 წელს ბუნებრივი აირის მოხმარების მზარდი ტენდენცია შედარებით შემცირდა. წელს, შარშანდელთან შედარებით, ქვეყანას 0,67%-ით (16 მლნ კბ/მ) მეტი გაზი დასჭირდება. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ "შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ამოქმედებამდე (2020 წლამდე), საქართველო აზერბაიჯანის მიერ დამატებულ 500 მლნ კბ/მ აირს იმყოფინებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|