მაკა ხარაზიშვილი 03.05.2016
ლარის რევალვაცია საგარეო ვალს ყოველდღიურად რამდენიმე მილიონი ლარით ამცირებს. ბოლო ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 600 მილიონი ლარით შემცირდა. თუკი ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2 ლარამდე გამყარდება, წლის ბოლომდე საგარეო ვალი 1,6 მილიარი ლარით მოიკლებს.
|
სალომე სარიშვილი 30.04.2016
ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე იშხნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლზე თურქმა სპეციალისტებმა როგორც ფიზიკური, ისე კედლის მხატვრობის სამუშაოები დაასრულეს. ამის შესახებ "რეზონანს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს და დასძინეს, რომ ამჯერად ორ მხარეს შორის მოლაპარაკება თურქეთში მდებარე სხვა ქართული ძეგლებისა და საქართველოში ოსმალური ძეგლების აღდგენის საკითხზე მიმდინარეობს.
|
თაკო მათეშვილი 30.04.2016
არასამთავრობოების ინფორმაციით 193 ათასი სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით კი 159 ათასი ამომრჩეველი 8 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მათ ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ წესრიგში, ან კონკრეტულ მისამართზე არ არიან რეგისტრირებული.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.04.2016
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ისინი პარლამენტში აუცილებლად მოხვდებიან. რაც შეეხება მათი და "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ დაპირისპირებებსა და კამათს, მისი თქმით, ეს ბუნებრივია, რადგან არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე იღებენ და "რესპუბლიკელებს" არ აქვთ არანაირი ვალდებულება ის კანონი მიიღონ, რაც მათ სწორად არ მიაჩნიათ.
|
ლიკა ამირაშვილი 30.04.2016
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ("აირაი," კვლევებს არ ენდობა და არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული კვლევები პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდეს. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, მაშინ დაიწყებენ ყვირილს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და დასტურად ამ კვლევის შედეგებს მოიყვანენ.
|
თიკო ოსმანოვა 30.04.2016
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარტიის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. მისი თქმით, ვისაც უნდა სიაში ყოფნა, ყრილობას უნდა დაელოდოს, რომელიც 14 მაისს გაიმართება.
|
ლიკა გურაბანიძე 30.04.2016
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოსულმა უხვმა ნალექმა, ადგილობრივი მდინარის ადიდება გამოიწვია, რის გამოც სოფელში 30-მდე სახლი და ეზო დაიტბორა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია და სახლებიდან წყლის ამოტუმბვა უკვე დასრულებულია.
|
ვახტანგ შამუგია 30.04.2016
1991 წლის 30 აპრილი საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. სწორედ ამ დღეს, თბილისის "დინამოს" სტადიონზე ქართული გვარდიის პირველი სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 500-მდე ახალწვეული მონაწილეობდა. იგი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ და თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა, თენგიზ კიტოვანმა ჩაიბარეს. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართულ არმიას.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.04.2016
ნავთობის ექსპორტიორები "შავი ოქროს" 50-55 დოლარამდე გაზრდას ელიან. ეს არის ფასი, რომელიც მოპოვებას უკვე რენტაბელურს გახდის და ინვესტორებსაც მოიზიდავს. ამ დროისთვის ერთი ბარელი "ბრენტის" მარკის ნავთობის ღირებულება 48 დოლარს გადაცდა, ტეხასური ნავთობი კი 46 დოლარს გაუტოლდა.
|
მარი ჩიტაია 30.04.2016
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აქტიურ რეჟიმში მუშაობს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მგზავრთა რაოდენობა დიდია, მაგრამ ავტოსადგურების ხელმძღვანელობა შედეგით აშკარად უკმაყოფილოა. როგორც ავტოსადგურების დირექტორებმა "რეზონანსს" განუცხადეს, შარშანდელთან შედარებით, სიტუაცია მცირედითაც არ შეცვლილა და მგზავრთა ნაკადიც აბსოლუტურად ისეთივეა, როგორიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.04.2016
ვადაგადაცილებული სესხები მცირდება. ლარის რევალვაციამ (სხვა ვალუტების მიმართ კურსის აწევა) მოსახლეობის გადახდისუნარიანობა გაზარდა და მათ სესხების მომსახურებისთვის უფრო მეტი სტიმული მისცა. თუმცა, ეკონომისტების აზრით, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების წილი ისედაც ნორმის ფარგლებში იყო და ეს მაჩვენებელი ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის დროსაც კი არ გაუარესებულა.
|
ლიკა გურაბანიძე 30.04.2016
ენერგეტიკული სასმელი - ეს არის გაზირებული, უალკოჰოლო ან მცირეალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც ნერვული სისტემის სიმულირებას იწვევს. მის შემადგენლობაში შედის ნახშირწყლები და ქიმიური დანამატები: არომატიზატორები, კონსერვანტები გემოს გამაძლიერებლები და ქიმიური საღებავები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|