თიკო ოსმანოვა 26.04.2016
გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე - ის ადამიანები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტებად მოიაზრებიან 2016 წლის საარჩევნო სიაში წამყვანი პოზიციების დასაკავებლად. პოლიტოლოგების აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის ფავორიტთა სიაში აღარ არის. შესაბამისად, პოლიტიკაში მის უკან დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ.
|
თიკო ოსმანოვა 26.04.2016
"თუ ამ უკანონობის ჯაჭვს მიემატა "რუსთავი 2-ის" საკითხიც, ეს იქნება ცალსახა ნიშანი იმისა, რომ არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასონ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ა/ო "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია,
|
ეკატერინე ბასილაია 26.04.2016
ხელისუფლებას ამ არჩევნებზე მაჟორიტარები არა და არ ეთმობა. ამ დღეებში პარლამენტში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა იწყება - ერთი ოპოზიციის, სადაც მაჟორიტარული სისტემა ამ არჩევნებისთვის უნდა გაუქმდეს და მეორე ხელისუფლების, სადაც მაჟორიტარიზმი 2020 წლისთვის უქმდება და ამ დღეებშივე დაიწყება მწვავე ურთიერთბრალდებები იმაზე, ვის რატომ არ ეთმობოდა მაჟორიტარები ადრე და ვის რატომ არ ეთმობა ახლა.
|
თაკო მათეშვილი 26.04.2016
ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა - ასე დასრულდა ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. მათ საკომიტეტო განხილვას "ძალიან პოზიტიური" უწოდეს.
|
მარი მგალობლიშვილი 26.04.2016
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ესპანურ "მარკასთან" ინტერვიუში იხსენებს "რეალში" გატარებულ პერიოდს, გვარდიოლას ზეგავლენას მის სამწვრთნელო კარიერაზე.
|
ელზა წიკლაური 26.04.2016
დედამიწაზე გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა საქართველოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჩვენთან მოსახლოების 80% ღარიბია, საიდანაც 45% არასრულფასოვნად იკვებება, 35% კი შიმშილობს.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.04.2016
ექსპორტი მცირედით უმჯობესდება, ფულადი გადმორიცხვები იმატებს, დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად მცირდება. ლარის კურსი დოლარის მიმართ ყოველდღე მყარდება. "ბიზნეს-რეზონანსი" რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ მოკლე პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 2,2-ის ნიშნულზე დასტაბილურდებოდა. გამოცემის პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა.
|
ელზა წიკლაური 26.04.2016
კომერციულ ბანკში ან ბანკის მეშვეობით ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება ფული ღირს. მომხმარებელი საკომისიოს იხდის მაშინ, როდესაც სესხს იღებს და მაშინაც, როცა კომუნალურ გადასახადს იხდის. საერთო ჯამში, კომერციული ბანკები საკომისიოებისა და გაწეული მომსახურებისგან ყოველწლიურად 300 მილიონამდე ლარს იჯიბავენ.
|
მარი ჩიტაია 26.04.2016
უცხოურ ტურებზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით იკლო. ეს ეხება როგორც ძვირადღირებულ სერვისს, ასევე შედარებით იაფფასიანსაც. მგზავრთა ნაკადი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შემცირდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.04.2016
უკვე მესამე წელია, აქციზის მატებასთან ერთად, საქართველოში თამბაქოს იმპორტიც მატულობს, ანუ სიგარეტის გაძვირებას მოხმარება საერთოდაც არ შეუმცირებია. აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები ყოველ კვარტალში გადაჭარბებით სრულდება. იმპორტიორები კი კონტრაბანდის მატებაზე საუბრობენ და ცდილობენ, მთავრობა როგორმე აქციზის გაზრდის 12-წლიან გეგმაზე დაიყოლიონ.
|
მარიამ ხიდაშელი 26.04.2016
აზერბაიჯანული მედია საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. მეზობელი ქვეყნის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ქართულ საბაჟოებზე თურქეთიდან აზერბაიჯანში მიმავალი ტრანზიტული ტვირთები ხელოვნურად ფერხდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მსგავსი პრობლემის არსებობას გამორიცხავენ.
|
მარი ჩიტაია 26.04.2016
საქართველოს ტერიტორიაზე წაბლის ხეების 80%-ზე მეტი დაავადების გამო ხმება. 2009 წლიდან რეგიონებსა და თბილისის შემოგარენში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი (წაბლის კიბო) ანადგურებს. რეალურად დაავადება გაცილებით მეტ ხანს ითვლის. მის გავრცელებას თავის დროზე ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც, რის გამოც თითქმის მთელი წაბლნარი განადგურდა.
|