თაკო მათეშვილი 21.04.2016
არჩევნებში შესაძლოა, "მრეწველთა პარტია" და "პატრიოტთა ალიანსი" ერთად წარსდგდნენ. ამას არც ერთი მხარე არ გამორიცხავს, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
|
სალომე სარიშვილი 21.04.2016
გასულ კვირას ქართულ ინტერნეტში რამდენიმე ვებ-გვერდზე ასობით პოპულარული ფილმი და სერიალი დაიბლოკა. მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს მათი ყურება და/ან გადმოტვირთვა უფასოდ შეეძლო.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.04.2016
საკრედიტო კომპანია "მოგოს" ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც ასეთი ტიპის კომპანიებს სჩვევიათ, კლიენტისთვის დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. მომხმარებლისთვის კი ერთადერთი გამოსავალი სამართლიანი სასამართლოს განაჩენია.
|
ეკატერინე ბასილაია 21.04.2016
როგორც ჩანს არასაპარლამენტო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ინტერპარტიული ჯგუფის წევრი 13 პარტიიდან 12 საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს ლა საპროტესტო აქციების დაწყება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
|
ია აბულაშვილი 21.04.2016
"არსად არ მიმდინარეობს ფილოსოფიის ლექციასავით მშვიდად და მოსაწყენად წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ სკანდალის საბაბად რომ კამპანიის მრიცხველის ჩართვის დღე და საათი გამხდარიყო და პარტიებსაც ისე მტკივნეულად აღვიქვამთ, თითქოს ალ კაპონეს ჩაერთო თითოეული მათგანისთვის გადახდის "სოჩიკი"; ეს უკვე ქართული ნოუ- ჰაუა" - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო თემებზე გაესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 21.04.2016
პოლიციამ 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებიდან გაუჩინარებული გურამ კვეზერელის გვამს გუშინ კოჯორში ერთ-ერთ აგარაკზე მიაკვლია. შეგახსენებთ, რომ მისი დედა, ნატო კვეზერელი, ამავე წლის 17 დეკემბერს, საკუთარ სახლში, აბაზანაში ყელგამოჭრილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედა-შვილის მკვლელობა გუშინვე გახსნილად გამოაცხადა.
|
ლიკა ამირაშვილი 21.04.2016
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ორგანიზებით მომზადებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საბავშვო ბაღის ჯგუფებში ბავშვების რაოდენობას, კვებას, უსაფრთხოებას, ჰიგიენას და ა.შ. კანონი დაარეგულირებს. პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი მოიწონა. მომავალ კვირას მეორე მოსმენა გაიმართება.
|
თაკო მათეშვილი 21.04.2016
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მრეწველთა პარტიისა" და "პატრიოტთა ალიანსის" შესაძლო გაერთიანებას ორივე მხარისთვის მომგებიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ გარიგებით "მრეწველები" პარლამენტში ადგილს მიიღებენ, "ალიანსი" კი - "გარკვეულ რესურსს".
|
მარი ჩიტაია 21.04.2016
ბოლო პერიოდში კერძო სექტორში ხელფასების რაოდენობამ იკლო. განსაკუთრებით პრობლემაა მომსახურების სფეროში, სამშენებლო კომპანიებსა და სავაჭრო სექტორში. დასაქმებულები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ნაკლებ ხელფასს იღებენ. ზოგიერთმა კომპანიამ კი თანამშრომელთა ნაწილი "კადრების შემცირების" საბაბით გაუშვა და რამდენიმე ხანში ისევ შესთავაზა სამსახური, ოღონდ - შემცირებული ანაზღაურებით.
|
მარიამ აფციაური 21.04.2016
საგანმანათლებლო პროგრამებში მნიშვნელოვანი ხარვეზებია - ასეთია აუდიტის სამსახურის დასკვნა. მას თან ერთვის უკმაყოფილო სტუდენტების, კურსდამთავრებულების პოზიციაც. მათი შენიშვნები აუდიტის დასკვნის იდენტური აღმოჩნდა.
|
სალომე სარიშვილი 21.04.2016
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკელი სამი წლის მანძილზე სახელმწიფომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, პრობლემა ისევ მწვავეა, რასაც პრინციპში, დედაქალაქის ქუჩებში მყოფი ბავშვების სიმრავლეც მოწმობს. ხშირად ისინი ძალადობის მსხვერპლნი არა მხოლოდ საკუთარი მშობლისგან, არამედ თავისი დამოკიდებულებით საზოგადოებისგანაც კი არიან.
|
მამუკა ნაცვალაძე 21.04.2016
ფრენკ ლამპარდი ინგლისის ნაკრების, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ყოფილმა ნახევარმცველმა თავისი შედეგიანი და კრეატიული თამაშით ისტორიის ლამაზი ფურცელი დატოვა "ნისლიანი ალბიონის" საფეხბურთო ისტორიაში.
|