ეკატერინე ბასილაია
16.04.2016

 საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებამ და საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხმა, ერთი შეხედვით ამ უმარტივესმა თემამ, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პირველი გაუგებრობა და ბზარი გააჩინა. მარგველაშვილი და კვირიკაშვილი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ვერ თანხმდებიან და შესაძლოა, ამ შეუთანხმებლობამ იქამდეც მიიყვანოს პროცესი, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლაც კი მოხდეს.

ნინო ქეთელაური
16.04.2016

 საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი 20-21 აპრილს განიხილავს. პრაქტიკულად ეს ბოლო ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გზაზე და თუ საკომიტეტო განხილვაზე საკითხი დადებითად გადაწყდა, ივნისის თვეში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე ევროპარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სალომე სარიშვილი
16.04.2016

 "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებულ უთახმოებას, რომელიც პრეზიდენტსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის წარმოიქმნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ამბობს, რომ ექსპრემიერმა პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეთანხმებული მუშაობა ვერ აიტანა, ამიტომ პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ეს თემა მორიგ მეთოდად გამოიყენა.

ლიკა გურაბანიძე
16.04.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ის უთანხმოება, რომელიც პრეზიდენტსა და "ქართლ ოცნებას" შორის საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნამ გამოიწვია, უნდა მოგვარდეს. მეჭიაურის თქმით, სიტუაციის დარეგულირებას ორივე მხარე უნდა შეეცადოს და რომ ურთიერთობის კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელებაა საჭირო.

მარი მგალობლიშვილი
16.04.2016

 "მილანის" ლეგენდა ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. უკრაინელმა ფეხბურთელმა იტალიურ გამომცემლობა "ლა გაზეტა დელა სპორტთან" ისაუბრა საკუთარ გეგმებზე, ასევე უკრაინის ნაკრებში მის სამუშაოზე და განაცხადა, რომ ევროპის საუკეთესო მწვრთნელი მასილიმიანო ალეგრია.

ნათია ლომიძე
16.04.2016

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დოქტორანტების რიცხვი იზრდება. ეს ყველაფერი კი ორ რამეზე მიანიშნებს - ან ქვეყანაში განათლების დონე არც ისე დაბალია, ან დოქტორის ხარისხის დაცვა მარტივია. ქართველი მეცნიერების აზრით, დოქტორანტურამ თავისი ფუნქცია დაკარგა. იგი, უბრალოდ, ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაიქცა.

მაკა ხარაზიშვილი
16.04.2016

 2021 წლისთვის საქართველოში პირველი გაზსაცავი ამოქმედდება. იმ დროისთვის, სავარაუდოდ, გაიზრდება "შაჰ-დენიზის" მილსადენში გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა და საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდება, რომ 210-280 მლნ კბ/მ გაზი დაიმარაგოს. ენერგეტიკოსთა გათვლით, გაზსაცავის მშენებლობის დასრულება აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას უნდა დაემთხვეს.

მარი ჩიტაია
16.04.2016

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. იგი პროდუქტის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხისა და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს. ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ტექნიკური რეგლამენტი მნიშვნელოვნად გაზრდის საექსპორტო არეალს და გარკვეულ გავლენას ფასზეც მოახდენს.

მარი ჩიტაია
16.04.2016

 იმპორტიორთა მოლოდინი გამართლდა და საწვავის ფასმა, საშუალოდ, 5-7 თეთრით მოიმატა. ცვლილება ამჯერად საერთაშორისო ტენდენციამ განაპირობა - თვენახევარზე მეტია, უცხოურ ბაზრებზე საწვავი ძვირდება. მოგვიანებით მან ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა გავლენა.

ლიკა გურაბანიძე
16.04.2016

 კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტრესი ორსულობის დროს მომავალი ბავშვის წონაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კერძოდ, შესაძლოა ორსული ქალის მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნამ 2,5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვის დაბადება გამოიწვიოს.

ეკატერინე ბასილაია
15.04.2016

 "გალში ყველა ქართული სკოლა დაიხურა და გახდა რუსული. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?! ქალაქში, სადაც მოსახლეობის 99% ქართველია, ქართულ სწავლებას კრძალავენ და მოსწავლეები გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ბიოლოგიას - ყველაფერს რუსულ ენაზე სწავლობენ", - აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი.

ნინო ქეთელაური
15.04.2016

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გამოაცხადა, განკარგულებას ხელი სწორედ გიორგი კვირიკაშვილმა არ მოაწერა და პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა, რომ ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერი აცხადებს, უმჯობესი იქნება, თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×