ეკატერინე ბასილაია
19.04.2016

 ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოელებზე საცხოვრებელი სახლებისა და მიწების მიყიდვის კანონპროექტი აღარ განიხილება. "დეპუტატმა" სერგეი შამბამ, რომელიც მისი ავტორია, გუშინ საღამოს "პარლამენტიდან" გაიწვია, კანონპროექტი, რომლის გამოც აფხაზეთში ბოლო თვეებია, ძალიან დიდი დაპირისპირებაა და რომლის გამოც (გავრცელებული ვერსიით) შაბათს გაფრთხილების მიზნით სახალხო კრების ოპოზიციონერი დეპუტატის, ალმას ჯაპუას ავტომანქანაც ააფეთქეს. სოხუმში ამ ინიციატივის უკან წაღებასაც სწორედ ხალხის აღშფოთებას უკავშირებენ.

სალომე სარიშვილი
19.04.2016

 "სადგურის მშენებლობის შესაჩერებლად მაშინ სტუდენტთა პროტესტი დაიწყო, განცხადებები გავაკეთეთ მეც, აკადემიურმა საბჭომაც, სენატმაც და ეს იყო ჩვენი, საერთო საუნივერსიტეტო პოზიცია... რეალურად ეს პროცესი ამ ყველაფერმა შეაჩერა. თუმცა მანამდე ეკონომიკის სამინისტროსა და მერიას ნებართვა გაცემული ჰქონდათ, მიმტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი კანონიერი იყო," - ასე პასუხობს "რეზონანსთან" საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა ეკონომიკის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას, სადაც უწყება პაპავას სიცრუეში ადანაშაულებს.

თიკო ოსმანოვა
19.04.2016

"რესპუბლიკური პარტიის" სენაკის ორგანიზაციის 25-მა წევრმა რამდენიმე დღის წინ პარტია კონკრეტული მიზეზების დასახელების გარეშე დატოვა. ერთ-ერთი წევრი, რიმა ბოჯგუა ამბობს, რომ პარტიიდან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, "ხალხის ნეგატიური განწყობის" გამო წავიდა. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამას ჩვეულებრივ პროცესს უწოდებს.

თაკო მათეშვილი
19.04.2016

 პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია პრემიერს პიარტექნოლოგიას უწონებს და ამბობს, რომ ის წარმატებული სვლები, რაც ბოლო დღეებში მას ჰქონდა, აშკარად უცხოელი პროფესიონალების დამსახურებაა.

მაკა ხარაზიშვილი
19.04.2016

 წლიდან წლამდე სოფელს 42 ათასზე მეტი ადამიანი ტოვებს. ბოლო 5 წელიწადში სახელმწიფომ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ათეულობით პროგრამა განახორციელა და ასეულობით მილიონი ლარი დახარჯა. მიუხედავად ამისა, ხალხის ადგილზე დამაგრება ვერ ხერხდება, რადგან ადამიანებს სტაბილური სამუშაო სჭირდებათ.

მარი ჩიტაია
19.04.2016

 საქართველოს ავტოპარკის 11-12% გამოუსადეგარი ავტომობილებია. ეს ის მანქანებია, რომელიც მწყობრიდან გამოსულია და არ მოძრაობს. წესით, ყველა ასეთი მანქანა ჯართში უნდა იყრიდეს თავს ან მათთვის სპეციალური ადგილი არსებობდეს. იმის გამო, რომ ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ხალხს მათი მიტანა ჯართის პუნქტამდეც უჭირს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ტრანსპორტის ევაკუაციის შესაძლებლობაც არ არის.

ელზა წიკლაური
19.04.2016

 პლასტმასისგან დამზადებულმა ჭურჭელმა ადამიანის ჯანმრთელობას, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ჭურჭელი ისეთი ნივთიერებითაა მიღებული, რომელიც მელამინს შეიცავს. ასევე საშიშია სპეციალური საღებავი, რომელსაც ჭურჭლისთვის ფერის მიცემისთვის გამოიყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ საღებავი საკვებს შეერია, მძიმე მეტალები ორგანიზმში დაილექება და ის დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიდევნება. მძიმე მეტალების დალექვა კი იწვევს ალერგიას და შესაძლოა, სიმსივნის მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს.

ელზა წიკლაური
19.04.2016

წინა ხელისუფლების გამოისობით დაზარალებული ბიზნესმენები "ოცნების" მთავრობას იგნორირებაში ადანაშაულებენ. 3,5 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ავტომანქანის დაბრუნება მოხერხდა. სხვა არც ერთი გახმაურებული ქონებრივი დავა ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ არ გადაწყვეტილა. ამ დროს კი კარს ახალი არჩევნები მოგვადგა. მისი დასრულების შემდეგ სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრიც კი დასამარდება.

მაკა ხარაზიშვილი
19.04.2016

ერთ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხი 23 მილიონი ლარით შემცირდა, უცხოურ ვალუტაში 8 მილიონით გაიზარდა. ლარის 1,5-წლიანმა დევალვაციამ მისი ნდობა ისე შეამცირა, რომ სესხებში დოლარიზაციის მაჩვენებელი 66 პროცენტს მიუახლოვდა, დეპოზიტებში - 71 პროცენტს გადასცდა.

ნატა გიორგაძე
19.04.2016

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაცია განიცადოს. ცვლილებასთან დაკავშირებით პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება უკვე გააკეთა. ერთ-ერთი ვერსიით ის ბენეფიციარები, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ, პროგრამაში აღარ ჩაერთვებიან და მათ კერძო დაზღვევით სარგებლობა მოუწევთ.

მარი ჩიტაია
19.04.2016

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ბამბუკის მოშენებით ერთბაშად დაინტერესდა. ყველაზე დიდი ოდენობით იგი აჭარაში მოჰყავთ. საწარმოების უმეტესობა თურქული ინვესტიციებით შენდება. მცენარეს, უმეტესწილად, ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. ზღვისპირა კურორტებზე ასეთი ავეჯის მიმართ მოთხოვნა დიდია, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთში გადის.

მარი მგალობლიშვილი
19.04.2016

 არიგო საკიმ რამდენიმე დღის წინ 70 წლის იუბილე აღნიშნა. მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს ეთმობა. საკიმ კარიერა "პარმაში" დაიწყო, შემდეგ იყო "მილანი", რომლის რიგებში ევროპის თასი ორჯერ მოიგო - 1989 და 1990 წლებში. არიგო საკი "გაზეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში მის განვლილ გზაზე საუბრობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×