ეკატერინე ბასილაია
23.04.2016

 "არავინ არ აპირებს იმაზე კამათს, ბატონ ივანიშვილს აქვს თუ არა გავლენა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე მთავრობაზე, ამაზე საუბარი მუდმივადაა და ეს კითხვა ევროპაში საქმიანი ვიზიტებისას ჩასული მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც დასმულა, მაგრამ ამერიკელი კონგრესმენის დანარჩენი სხვა ბრალდებები იმდენად მძიმეა, რომ იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა გაიხსენებს გამონათქვამს - დუმილი თანხმობის ნიშანიაო. მინდა ვირწმუნო, რომ ასეთ სერიოზულ ბრალდებებს ივანიშვილი გვერდს არ აუვლის," - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

თაკო მათეშვილი
23.04.2016

 ბურჭულაძე, სერგეენკო, მარგველაშვილი და ალასანია - ასე გამოიყურება რეიტინგული ლიდერების პირველი ოთხეული აშშ-ის "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ("აირაი") სოციოლოგიური კვლევების მიხედვით. პარტიებში კი პირველ, მეორე და მესამე ადგილს "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" იკავებენ.

თიკო ოსმანოვა
23.04.2016

 უახლოეს მომავალში აშშ-ის კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია განიხილოს. ყოველ შემთხვევაში, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამას დაახლოებით 3 კვირის წინ ამტკიცებდა. იგი თებერვალში აშშ-ში იმყოფებოდა და სწორედ ამერიკელ სენატორ სტივ რასელს შეხვდა, რომელმაც გუშინ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრორუსულ ძალად მოიხსენია და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.

ლიკა ამირაშვილი
23.04.2016

 "ქართული ოცნების" წევრი დავით ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საკუთრი თავი ვანისა და ხონის მაჟორიტარად წარმოუდგენია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

სალომე სარიშვილი
23.04.2016

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, "ევროპელი კონსერვატორების" წევრი მარკ პრიჩარდი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბირთვული მასალის - საქართველოში ურანი 238-ის გასაღების მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა და ქვეყანა წარმატებულად ჩატარებული ოპერაციისთვის დადებითად შეაფასა. "ქედს ვიხრი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წინაშე", - განაცხადა სესიაზე პრიჩარდმა.

მარი ჩიტაია
23.04.2016

 ლარის კურსის გამყარება წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამას ადასტურებენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ეკონომისტებიც, რომელთა შეფასებითაც, ლარის გამყარების პროცესი შეუქცევადია.

მაკა ხარაზიშვილი
23.04.2016

საგადასახადო დავის დაწყებისას ბიზნესმენის საბანკო ანგარიშების დასაყადაღებლად სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საჭირო. ქონების თვითნებურად დაყადაღების უფლება საშემოსავლო სამსახურს ისევ რჩება. ცვლილებები 2017 წლიდან შევა ძალაში. სპეციალისტების აზრით, კოდექსში ცვლილებები "რევოლუციურის" წოდებას უფრო მეტად გაამართლებდა, თუკი სასამარლოს გადაწყვეტილება ქონებასაც შეეხებოდა.

გვანცა ღვედაშვილი
23.04.2016

 მასობრივი მშნენებლობა, რომელზე თანხმობასაც მერია გასცემს, ეკოლოგ ნინო ჩხობაძის თქმით, არაგეგმურია, ირღვევა სტანდარტი, რომელიც სახლებს შორის უნდა არსებობდეს, ასევე არ არის გათვალისწინებული მწვანე საფარის ზონები. კომპანიები კი ცდილობენ ქალაქის გენგეგმის დამტკიცებამდე მოასწრონ მშენებლობების დაწყება.

ელზა პაპოშვილი
23.04.2016

დედა-შვილ ნატო და გურამ კვეზერელების გახმაურებული მკვლელობის გახსნილად გამოცხადების შემდეგ, საქმის ირგვლივ ახალი დეტალები გაირკვა. როგორც ცნობილი გახდა, კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები ვასილ გოშაძე და გიორგი ყუფარაძე, სხვა მკვლელობებისთვის სასჯელს წარსულში უკვე იხდიდნენ.

ნათია ლომიძე
23.04.2016

 ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სუვენირების მაღაზიებისა და მსგავსი სავაჭრო ობიეტებისადმი ინტერესი ერთბაშად მატულობს. ქალაქში სხვადასხვა ადგილების მონახულებისა და რეგიონებში გასული ტურისტების დაბრუნების შემდეგ, მათთვის მთავარი საზრუნავი ისეთი ნივთის შეძენა ხდება, რაც ჩვენს ქვეყანასთან და მის ტრადიციებთან ასოცირდება. მოთხოვნა, ძირითადად, ეროვნულ ნაკეთობაზე და სასმელზეა. მათი გაყიდვის მაჩვენებელი თითქმის თანაბარია.

მარი ჩიტაია
23.04.2016

 საქართველოში სარეკლამო ბიზნესს პრობლემა აქვს. 2016 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკლამაზე მოთხოვნამ 20-25%-ით იკლო. კომუნიკაციის სფეროს სპეციალისტები მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და მდგომარეობის შეცვლას არც წინასაარჩევნოდ ელოდებიან.

ლიკა გურაბანიძე
23.04.2016

 მცენარეები ნებისმიერ ბინასა და ეზოს ალამაზებენ, მაგრამ სანამ მათ შინ მიიტანდეთ, დარწმუნდით, რომ შხამიან მცენარეს არ ყიდულობთ. ზოგიერთი სახლის მცენარე ძლიერმოქმედ ტოქსინებს შეიცავს რომლებმაც, შესაძლოა, ადამიანის პარალიზება, გულის გაჩერება, კომა, სისხლდენა კუჭში და სიკვდილიც კი გამოიწვიონ. ხოლო თუ გაქვთ უკვე ასეთი მცენარეები შინ, მათ დიდი სიფრთხილით უნდა მოექცეთ და სასურველია, მათი მოვლისას რეზინის ხელთათმანები გაიკეთოთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×