ელზა პაპოშვილი 25.04.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მან ჯერ არ იცის, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში. ამის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ პარტია საარჩევნო სიებს თუ გარკვეული ძალების ზეწოლის შედეგად დააკომპლექტებს, მისთვის "ოცნებაში" ყოფნა მიუღებელი იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 25.04.2016
რუსეთის აგრესიული ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის შესაჩერებლად ევროპაში ახალი ბლოკის შექმნის იდეა გაჩნდა - ნატოს პარალელურად შეიქმნას ბლოკი "ინტერმარიუმ 2" (Intermarium - ლათინურიდან ქართულად - "ზღვათაშორისი" "ზღვათა შუა"), რომელიც ბალტიიდან შავ ზღვამდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და პლუს თურქეთის გაერთიანებას გულისხმობს რუსეთის აგრესიისაგან ამ ახალი სავარაუდო ბლოკის წევრი ქვეყნების დასაცავად.
|
ლიკა ამირაშვილი 25.04.2016
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება. ვიზიტი სამ დღეს გასტანს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
|
სალომე სარიშვილი 25.04.2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგორებული საპროტესტო ტალღის შემდეგ, სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრი მეორედ, ამჯერად უკვე განათლების მინისტრთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. სტუდენტების განცხადებით, პრემიერის მხრიდან მათ მოთხოვნებსა და მოკლევადიან გეგმებზე პოზიტიური განწყობა იგრძნობა, თუმცა, როგორც ამას თავად ამბობენ, დასაწყისისთვის კვირიკაშვილს სხვა სტუდენტების აზრის მოსმენაც სურს.
|
თიკო ოსმანოვა 25.04.2016
"არ ვფიქრობ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება. არცერთი წინაპირობა ამ დროისთვის არ არსებობს. მაგრამ ალბათობა, რომ ეს შეიძლება მოხდეს, არის. თუმცა, არსებობს ბევრი ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ცდუნება იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. თუ მაინც ასე მოხდება, იცოდეს ხელისუფლებამ, რომ მას ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე.
|
თაკო მათეშვილი 25.04.2016
"შედეგები არარეალურად მიმაჩნია. ვერაფრით ვერ ვეგუები იმას, რომ ეს ხუთეული ასე გამოიყურება," - ასე აფასებს პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აშშ-ის "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ("აირაი") მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს პოლიტიკოსების რეიტინგის ნაწილში და ამბობს, რომ ყველაზე მეტად მას პაატა ბურჭულაძის პირველ ადგილზე გასვლა აეჭვებს.
|
ლიკა გურაბანიძე 25.04.2016
საქართველოში ბოლო წლებში სტუდენტთა რიცხოვნობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრძნობლად იმატა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში კერძო და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათში სტუდენტების რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
|
თიკო ოსმანოვა 25.04.2016
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა შესაძლოა, პარტია დატოვოს. ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას საჭირო დროს მიიღებს. თუმცა დასძენს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს და პოლიტიკაში რეტროგრადების პარპაშს არ დაუშვებს. მისივე თქმით, იგი "ოცნებაში" არსებით ცვლილებებს არ ელოდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.04.2016
პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ. მისივე თქმით, ხელისუფლებისგან საარჩევნო ბარიერის 3-4%-მდე ჩამოწევას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ.
|
ნინო ქეთელაური 25.04.2016
ამერიკული სააგენტო "ბლუმბერგი" საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე სახელის შეცვლას ურჩევს. მათი აზრით, "საქართველო" გაცილებით კარგად ჟღერს, ვიდრე მსოფლიოში დამკვიდრებული "ჯორჯია".
|
ია აბულაშვილი 25.04.2016
მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია აქტიურად იყო ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში და არაერთ საერთაშორისო ფორუმშიც მიუღია მონაწილეობა. ამის შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს. დღევანდელ სტატიაში მხოლოდ ერთ წერილზე გვინდა შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც გამოქვეყნდა ბერლინში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ "საქართველოს მოამბეში".
|
მარი მგალობლიშვილი 25.04.2016
"მილანის" ლეგენდარული მეკარე დიდა სამწვრთნელო კურსებს გადის. როგორც ყოფილმა გოლკიპერმა "ლა გაზეტა დელა სპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, დიდი სურვილი აქვს, რომ "როსონერი" გაწვრთნას.
|