თაკო მათეშვილი
20.04.2016

 "კარგია, რომ უფრო მეტი მოვითხოვოთ, იქნებ იქიდან მაპ-ს მაინც გამოვკრათ ხელი," - ასე აფასებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თავდაცვის მინისტრის განცხადებას იმაზე, რომ ვარშავის სამიტზე იგი არა მაპ-ის, არამედ წევრობის მოთხოვნას აპირებს.

თაკო მათეშვილი
20.04.2016

 "ქართულ ოცნებას" ფული ნაკლებად სჭირდება, რადგან მას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეუძლია - ასე ხსნიან სპეციალისტები იმ ფაქტს, რომ პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა 2015 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო და ხელფასებზეც ყველაზე მეტი სწორედ მან გასცა.

ეკატერინე ბასილაია
20.04.2016

 "საქართველოს არავითარი ახალი დავალება არ მიეცემა და ზაფხულში უვიზო მიმოსვლა იქნება," - ეს განცხადება სტრასბურგიდან ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის სწრაფად გადაწყვეტის ხელის შეშლაში და "სახელის გამტეხავი იმეილების" წერაში დადანაშაულებულმა "ნაციონალმა" გიორგი კანდელაკმაც სწორედ ვიზის საკითხზე დაიმსახურა ბერძენიშვილისგან გარკვეული მადლობაც.

ელზა პაპოშვილი
20.04.2016

ნატოს ვარშავის სამიტამდე 3 თვით ადრე ოფიციალური თბილისის მოლოდინი საკმაოდ დიდია. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან ქვეყნისთვის ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო სამიტზე ნატოს წევრობას მოითხოვს.

ია აბულაშვილი
20.04.2016

 "ოცნების ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათ ერთადერთ ალტერნატივად დარჩენილიყო" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვთიარებაზე გაესაუბრა.

მამუკა ნაცვალაძე
20.04.2016

 მიმდინარე სეზონის ევროპული საგუნდო ჩემპიონატების მთავარი სენსაცია, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საფეხბურთო ტოპ-ქვეყნების პირველობები, უდავოდ "ლესტერი" იქნება. გუნდმა, რომელმაც მანამადე პრემიერლიგის მაჩანჩალა იყო, მიმდინარე სეზონში იტალიელი კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით ისეთი ფურორი მოახდინა, ყველაზე გამჭრიახ გულშემატკივარსაც კი გაუჭირდებოდა განჭვრეტა.

ია აბულაშვილი
20.04.2016

 "მართალია, დრო მცირეა, მაგრამ მე მგონია, კიდევ არის შესაძლებლობა, რომ საარჩევენო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანდა ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებებს. რაც შეეხება პარტიების რაოდენობას, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში, ჩემი ვარაუდით, 4 პარტიას მაინც ვიხილავთ," - ასეთ პროგნოზს აკეთებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

მარი ჩიტაია
20.04.2016

ვაკანსიების რაოდენობა იზრდება, მაგრამ რეალურად დასაქმების შესაძლებლობა უფრო და უფრო მცირდება. დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიების ნახევარზე მეტი ისე იხურება, რომ ადამიანები სამსახურის პოვნას ვერ ახერხებენ. სააგენტოების წარმომადგენლები ამის მიზეზად კვალიფიციური კადრების დეფიციტს, ხოლო სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს მიიჩნევენ.

მაკა ხარაზიშვილი
20.04.2016

 პირველ კვარტალში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,5%-ით იკლო. ამის გამო იმპორტი 12,5%-ით გაიზარდა. ქვეყანაში მსხვილი ელექტროსადგურების მშენებლობა იგვიანებს, მცირე სადგურები კი სეზონურია და ზამთრის დეფიციტის აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

მარიამ აფციაური
20.04.2016

 წლევანდელ აღდგომას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მოკრძალებულად ხვდება. ამის მიზეზი ისევ და ისევ მძიმე სოციალური ფონია. "რეზონანსი", რესპონდენტებთან საუბრის შემდეგ, ვითარებას ბაზრებშიც გაეცნო. რეალიზატორებთან, მოვაჭრეებთან საუბარმა აჩვენა, რომ წლევანდელ აღდგომას ხალხის მიერ გაწეული ხარჯი მინიმალურია. ჯერჯერობით ყველა ვაჭრობის გააქტიურების იმედად არის.

ელზა წიკლაური
20.04.2016

 საქართველოში ზრდასრული ადამიანების 85%-ს საფინანსო სტრუქტურების ვალი აქვს, აქედან ყოველი მესამე კი საკრედიტო ბარათის მფლობელია. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ამ ბარათის მიმართ პრეტენზია ყველაზე მზარდია. მხოლოდ შარშან კომერციულ ბანკებში საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით 405 საჩივარი შევიდა, რაც მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 15-16%-ს შეადგენს.

გვანცა ღვედაშვილი
20.04.2016

 მთავრობის მიერ 2013 წელს დამტკიცდა 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება უნდა შემცირდეს, თუმცა შესაბამისი კანონი მიღებული ჯერაც არ არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×