სალომე სარიშვილი 18.04.2016
 "საქართველოს ორმა მოქალაქემ მდინარე ენგურის მეშვეობით აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები შოთა ბულია და ირაკლი ჯაფავა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს," - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "აფხაზია ავტო" ავრცელებს.
|
ლიკა ამირაშვილი 18.04.2016
"რესპუბლიკური პარტის" წევრი დავით ბერძენიშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ტერმინებს უწუნებს და აკრიტიკებს. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სესიაშვილს "თავში მთლად ზუსტი ტერმინები არ მოსდის".
|
სალომე სარიშვილი 18.04.2016
თსუ-ში "აუდიტორია 115"-ის წევრების მიერ ორგანიზებული ორდღიანი აქციების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტების აზრის მოსასმენად უნივერსიტეტში მივიდა.
|
თაკო მათეშვილი 18.04.2016
"ენდიაი"-მ ყველაფერი გააკეთა, რომ მის მიმართ ნდობის ხარისხი დაბალი იყოს", - ასეთია პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასება კვლევის შედეგების მიმართ. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, შედეგები მაინც საინტერესოა, რადგან მან შესაძლოა, ის ამომრჩეველიც კი აიძულოს და არჩევნებზე მიიყვანოს, რომელიც ამას არ აპირებდა.
|
თიკო ოსმანოვა 18.04.2016
"ქართული ოცნების" ტრიუმფალური გამარჯვებიდან 4 წლის შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" სახელისუფლებო პარტიას მხოლოდ 2%-ით ჩამორჩება. "ენ-დი-აის" კვლევის შედეგებით, ხვალ საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" ხმას 15% მისცემდა, 13% კი - "ნაციონალურ მოძრაობას".
|
ელზა პაპოშვილი 18.04.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გარდა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, საარჩევნო სიის ათეულის წევრები ვინ იქნებიან. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სიის მეორე და მესამე წევრი შესაძლოა, დავით სერგეენკო და კახი კალაძე იყვნენ, იგი არ ადასტურებს. მისი თქმით, ეს შესაძლოა, მხოლოდ ვინმეს ლოგიკური მოსაზრება იყოს, რადგანაც ამ კანდიდატების განხილვა მმართველ გუნდში არ ყოფილა.
|
ეკატერინე ბასილაია 18.04.2016
"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიას ბიძინა ივანიშვილი არ წერს, მასზე დიდი ხანია ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე მუშაობენ, ახლა კი გიორგი კვირიკაშვილიც ჩაერთო. სია კი ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და ჯერ კიდევ გადაჭრით არაფერია ცნობილი, ვინ მოხვდება და ვინ არა "ოცნების" სახელით მომავალ პარლამენტში, - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და კოალიცია "ქართული ონცების" პოლიტსაბჭოს წევრი მანანა კობახიძე.
|
ლიკა ამირაშვილი 18.04.2016
ყარაბაღის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა გამწვავებამ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების ურთიერთობაზეც მოახდინა გავლენა. სწორედ ამ ურთიერთობების ახალი დინამიკის, საქართველოსთვის მისი შედეგებისა და სახელმწიფოს როლის შესახებ ორივე სათვისტომოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა,
|
ელზა პაპოშვილი 18.04.2016
14 აპრილს, საღამოს ვარკეთილის მესამე მასივში შემზარავი ფაქტი მოხდა. 35 წლის ქალს ქმარმა ეზოში შვილების თვალწინ ყელი გამოსჭრა. როგორც მეზობლები ყვებიან, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ჩარევა და ქალის დახმარება ვერ მოასწრეს.
|
ლელა ოჩიაური 18.04.2016
"იუპფდგე - უცხოობაში" - ლევან წულაძის ახალი სპექტაკლია გურამ ბათიაშვილის პიესაზე, შალომ ალეიხემის პიესის "მერძევე ტევიეს" სიუჟეტური ხაზისა და რამდენიმე დეტალის გამოყენებით. და ახალი არა მხოლოდ იმიტომ, რომ "ფიზიკურადაა" ახალი, არამედ იმიტომაც, რომ რეჟისორისთვისაც (დამახასიათებელი სტილის, მანერის მიუხედავად), დრამატურგისთვისაც და ზოგადად ქართული თეატრისთვისაც ახალ ფორმაში, ახალი მხატვრული ხერხითა და მანერაშია გადაწყვეტილი. რისი ნიშნები ლევან წულაძის წინამორბედ დადგმებში ("ფაუსტი", "ქალი ძაღლით", "შეშლილის წერილები") მეტ-ნაკლებად ჩანდა. აქ ერთიანი სახე მიიღო და ფორმად ჩამოყალიბდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.04.2016
გასული წელი ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, "ბორჯღალოსნებმა" ინგლისში მსოფლიო თასზე ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგეს, მესამე ადგილი დაიკავეს და 2019 წლის იაპონიის მუნდიალზე თამაშის უფლებაც გაინაღდეს.
|
თიკო ოსმანოვა 16.04.2016
ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე, შესაძლოა, ნატომ საქართველოს და უკრაინას ახალი ფორმატი - ასოცირებული პარტნიორობა შესთავაზოს. ეს ყველაფერი შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსის აღდგენისკენ იქნება მიმართული, რაც ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნას და მასში რეგიონის ქვეყნების ჩართვასაც გულისხმობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|