ელზა პაპოშვილი
13.04.2016

 1-ელ აპრილს ფოთის ცენტრიდან, 28 წლის კაცი გაუჩინარდა, რომელსაც დღემდე ეძებენ. დაკარგული გიგა გოგოხიაა, რომელიც გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის სოფლიდან ქალაქში ბებიისთვის წამლების საყიდლად ჩავიდა. მედიკამენტების შეძენის შემდეგ, შემთხვევით ძველ მეგობარს შეხვდა და მასთან ერთად რესტორანში დალია. ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

ეკატერინე ბასილაია
13.04.2016

 თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომლის სახელთან ადამიანების წამება და ზოგადად არაადამიანური მოპყრობაა დაკავშირებული, კიდევ ერთი, რიგით მე-10 ბრალი წაუყენეს - მოსკოვში გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა. ქარდავას ადვოკატის თქმით, ასევე საუბარია რუსი გენერლის, ვიაჩესლავ ბორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმის გამოძიებაზეც, თუმცა ამ მეორე საქმეზე გამოძიება არაფერს საუბრობს.

მარი მგალობლიშვილი
13.04.2016

 მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ ლიდერი გარეთ ბეილი "სამეფო კლუბში" 2013 წელს გადავიდა და მას შემდეგ მადრიდელების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სწორედ 2013 წელს ის იყო ერთ-ერთი გმირი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მისი გოლით მოიგო "რეალმა".

თიკო ოსმანოვა
13.04.2016

 "ქართული ოცნების" მსგავსად საარჩევნო სიას ახალი სახეებით "ნაციონალური მოძრაობაც აკომპლექტებს. გიორგი ქადაგიძე, ოთო კახიძე, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ტუღუში და ელენე ხოშტარია, - ეს ის ახალი სახეებია, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მოხვდებიან. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
13.04.2016

 "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ ენდიაის კვლევებს არ ენდობა და მათ გამოკითხვის მეთოდი უნდა შცვალონ. დეპუტატის აზრით, რეალობას აცდენილია, როდესაც სოცილურ-პოლიტიკური პრობლემების გამოკითხვის დროს, კითხვარში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შემოგაქვს და ყოფითი პრობლემებით დამძიმებულ ადამიანს ეკითხები, არის თუ არა პატრიოტი.

ლიკა ამირაშვილი
13.04.2016

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. რამდენიმე პროფესორი აცხადებს, რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ია აბულაშვილი
13.04.2016

 "კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქტით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის, თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმის დასაცავად. თავის გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. რეაქციონერი მწერალი თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე," - ამ სიყვებით ამკობდნენ კომუნისტები კონსტანტინე გამსახურდიას ყველა შეკრების შემდეგ, სადაც მწერალი ბოლშევიკური მმართველობის წინააღმდეგ სიტყვით გამოდიოდა.

მარიამ აფციაური
13.04.2016

 სამზარეულოდან სავაჭრო ობიექტებში მზა საკვებით გაწყობილ დახლებამდე, გამარტივებული დიასახლისობა და უკვე გამზადებული კერძებით გაწყობილი სუფრა. ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დიასახლისების დიდი ნაწილი ამგვარად ცხოვრობს. კერძოდ, ქალების 70% სახლში საჭმელს ისეთი ინტენსივობით აღარ ამზადებს. აქედან 15%-მა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სამზარეულოსთვის მხოლოდ შაბათ-კვირას იცლის. ცვლილების მიზეზად ყველა ერთ რამეს ასახელებს - მოუცლელობას.

მაკა ხარაზიშვილი
13.04.2016

მოსახლეობის აღწერის შედეგებმა წელიწადზე მეტით დაიგვიანა. ამ დროისთვის მარტო ის ვიცით, რომ საქართველოში ზუსტად იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც ამომრჩეველია. ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ აღწერების შედეგებმა აჩვენა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიმკითხაოთ, ცესკო ცდებოდა, თუ სტატისტიკა შეცდა. საზოგადოება კიდევ სხვა უამრავი, რებუსით მოცული საკითხის გახსნას ელოდება - მიგრაცია, დასაქმება, უმუშევრობა და ასე შემდეგ.

ელზა წიკლაური
13.04.2016

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბული არდადეგები დასრულდა. მთავრობა მცდელობას არ აკლებს, რომ საქართველოში არაბი ინვესტორები კიდევ ერთხელ შემოიპატიჟოს. არადა ერთ დროს არაბულ ბიზნესს ქართულ ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. საემიროები 2008-2009 წლებში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით ინვესტორი ქვეყნების სამეულშიც კი შედიოდა. მერე არაბებმა საქართველოში ფულის დაბანდება შეამცირეს, 2011-ში კი საერთოდ 52,3 მლნ-ს კაპიტალი გაიტანეს.

მარი ჩიტაია
13.04.2016

ტურისტულ სეზონს ქვეყანა წელსაც მოუმზადებელი ხვდება. წამყვანი კურორტების გარდა, თითქმის ყველგან პრობლემაა. ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, მოთხოვნამ აშკარად მოიმატა, თუმცა მხოლოდ ბათუმის ხარჯზე, რადგან დანარჩენი კურორტების მიმართ დაინტერესება არც ისე დიდია.

თაკო მათეშვილი
12.04.2016

 საქართველოში პარტიების დამფინანსებელი ცოტაა, თუმცა ფულის შემტანი - ბევრი - ასე აფასებენ პოლიტოლოგები აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხებოდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად თემა აქტუალური ხდება და ისმის კითხვები თუ ვის ვინ და რამდენით აფინანსებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×