თიკო ოსმანოვა 11.04.2016
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება, დაკავებულები კი ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთმა მათგანმა კი დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების "ჩადებაზე" საუბრობს და მის დაკავებას აანონსებს. ანალიტიკოსები კი ინტერნეტში მორიგი ჩანაწერების გავრცელებას არ გამორიცხავენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.04.2016
მამაკაცის ანაზღაურება ქალის საშუალო ანაზღაურებას ყველა სფეროში აღემატება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
|
ელზა პაპოშვილი 11.04.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ ჯერ ზუსტი პასუხი არ იცის, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა, თავად ამის დიდი სურვილი აქვს. მისი თქმით, ამ საკითხზე თანაგუნდელებთან საუბარიც ჰქონდა, მაგრამ მათგან პასუხი ჯერ არ მიუღია.
|
თაკო მათეშვილი 11.04.2016
"ფარული ჩანაწერები დღეს ლამის უკვე მშრალ ხიდზეც იყიდება" - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და აცხადებს, რომ მანამ, სანამ პროკურტურა ამ კადრების გამავრცელებლებს არ დააკავებს, ქვეყანაში სიტუაციის არევის შანსი ყოველთვის იარსებებს.
|
ნინო ქეთელაური 11.04.2016
დედაქალაქში საცობების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. როგორც მერიაში აცხადებენ, უკვე არსებობს სქემა, რომელიც გადატვირთულ მოძრაობას განმუხტავს, თუმცა მის შესრულებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.
|
ია აბულაშვილი 11.04.2016
ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს და მან მრავალი ეტაპი განვლო; მაგრამ ყველა ეტაპზე ქართული მოდა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური სტილით. ამაზე კი დიდი გავლენა იქონია იმ გარემობამ, რომ მასში უხვად იყო შერწყმული აღმოსავლური და დასავლური მოტივები.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.04.2016
მეთერთმეტე კლასელი მიშო წიკლაური უკვე 3 წელზე მეტია ჩვეულებრივი რიყის ქვებისგან სხვადასხვა ფორმის ნაკეთობებს დამოუკიდებლად, ხელით ქმნის. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, ის თვითნასწავლია და ქვის დამუშავების იდეა და სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მსგავსი ნაკეთობა პირველად ნახა.
|
ლიკა ამირაშვილი 11.04.2016
საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლის, პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, მომავალ პარლამენტში უმრავლესობით ვერც ერთი პარტია ვერ მოხვდება.
|
მარი მგალობლიშვილი 11.04.2016
ნემანია ვიდიჩი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე თავისუფალია. მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლა ბრაიან რობსონთან ერთად ჩინეთში იმყოფება, რათა "იუნაიტედის" საზაფხულო ტურნეს გაუწიოს ორგანიზება.
|
ეკატერინე ბასილაია 09.04.2016
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარებას უახლოეს თვეებში აპირებს. ამის შესახებ განცხადება ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
|
ნინო ქეთელაური 09.04.2016
"იმედის" ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე თავის ყოფილ უფროსს, ტელეწამყვან შალვა რამიშვილს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს. იგი აცხადებს, რომ ხელთ აქვს აუდიო ჩანაწერი, რომელიც მის ამ განცხადებას ადასტურებს.
|
ელზა პაპოშვილი 09.04.2016
პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე ხმაურიან დაკავებებს აგრძელებს. გუშინ გამთენიისას სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს, მეექვსე ეჭვმიტანილი კი საკუთარი ნებით მოგვიანებით ჩაბარდა, რომელიც პროკურატურის განცხადებით მიმალვაში იმყოფებოდა.
|