სალომე სარიშვილი
06.04.2016

 კოსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს არჩევნებში კენჭიყრის შემთხვევაში თანამდებობის დატოვება აღარ მოუწევს, აბსოლუტურად მისაღებია. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ამგვარი შესწორებით კონსტიტუცია აღარ იქნება კონკრეტულ პერსონალიებზე მორგებული და ბევრად უფრო გამართულ ცვლილებას მივიღებთ.

თიკო ოსმანოვა
06.04.2016

ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრა - არხის დამფუძნებლების, მაკა ასათიანისა და გია გაჩეჩილაძის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ტელეკომპანიას ზურაბ ნაყეური უხელმძღვანელებს. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან "მაესტროს" 15%-იანი წილის მფობელი მამუკა ღლონტი და 5%-ის მფლობელი ეკა აკობია და სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. თავად ზურა ნაყეური კი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობას დებს.

თაკო მათეშვილი
06.04.2016

 "თუკი მინისტრები გადადგებიან, შეიძლება ამან საპარლამენტო კრიზისი შექმნას და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ამისათვის კი არც ერთი პარტია არაა მზად. მინისტრის პორტფელების გადაყრა, უპირველესად იმ პარტიებს არ აწყობთ, რომელთაც ეს პორტფელები აქვთ," - აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ყარაბაღში გამწვავებულ სიტუაციაზე გაესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
06.04.2016

 პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ კოალიციის დაშლა ბიძინა ივანიშვილს უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა და ბოლოდროინდელი პროცესებით მან პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება ამისთვის წინასწარ მოამზადა.

ლიკა ამირაშვილი
06.04.2016

ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური კონცეფცია მუშავდება, რომელსაც საფუძვლად საქართველოში არსებული დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზი დაედო. სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში დაბერების პროცესი აქტიურ ფაზაშია, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც ზრდის.

ელზა წიკლაური
06.04.2016

 "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე კომპანიის ირგვლივ ახალ კორუფციულ სქემაზე საუბრობს. იგეგმება საბითუმო ქსელისა და კაბელის ნაწილის სახელმწიფოსთვის მიყიდვა იმ მიზნით, თითქოს უშიშროებას უსაფრთხო ნაკადი სჭირდება. "შესყიდვა ტენდერის გარეშე მოხდება. ბიუჯეტიდან გასული ფულით "კავკასუს ონლაინი" დაფარავს ვალებს, დარჩება კაბელი მის მფლობელობაში, ჩინოვნიკები კი, ვინც ამ სქემაში იქნებიან ჩართული, ბიუჯეტის ფულს გაიყოფენ", - ამბობს მამია სანადირაძე.

მარი ჩიტაია
06.04.2016

სარემონტო სამუშაოებისთვის საგაზაფხულო სეზონი წარუმატებლად დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსახლეობა ძალიან პასიურია. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალები არ გაძვირებულა, ხალხს უფულობა არ აძლევს საშუალებას საცხოვრებელი სახლის განახლებაზე იზრუნოს.

მარიამ აფციაური
06.04.2016

 მოსახლეობა დაბნეულია. ხალხმა არ იცის, რითი იკვებოს. ირგვლივ, ძირითადად, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტი იყიდება. ადამიანებს ალღომაც უმტყუნა და ისინი სპეციალისტებისგან რჩევას ითხოვენ. "რეზონანსი" სურსათის უვნებლობის საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ხალხის პოზიციას გაეცნო. რა ვჭამოთ და რომელია ჯანსაღი პროდუქტი - რაც დრო გადის, ეს კითხვა სულ უფრო აქტუალურია.

მაკა ხარაზიშვილი
06.04.2016

საქართველოს სომხეთს და აზერბაიჯანთან 1,135 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა აკავშირებს. შარშან ამ ორ ქვეყანაში საქართველოდან 420,5 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. სავალუტო კრიზისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობებზე გავლენა უკვე იქონია. თუკი საომარი მოქმედებები კვლავ გაგრძელდება და დროში გაიწელება, ამიერკავკასიის რეგიონის ქვეყნების ისედაც მყიფე ეკონომიკა კიდევ მეტად დასუსტებისთვის არის განწირული.

ელზა პაპოშვილი
06.04.2016

 გორელი ლექტორი ირწმუნება, რომ სამსახურიდან ანტისტალინური განცახდებების გამო გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ავრცელებენ, რასაც თავად უნივერისტეტის ყოფილი ლექტორი არინა თავაქარაშვილიც ადასტურებს, მათ შორის თავის ფეისბუქ-გვერდზეც.

ვახტანგ შამუგია
06.04.2016

 როგორ გავხადოთ საცხოვრებელი გარემო მაქსიმალურად კომფორტული ისე, რომ გარესამყაროსა და ეკოლოგიას ზიანი არ მივაყენოთ? ეს კითხვა ადამიანს დიდი ხანია მოსვენებას არ აძლევს. ეს საკითხი საქართველოშიც მეტად აქტუალურია. აქ ეკოლოგიას ეკონომიკური ფაქტორიც ემატება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ენერგორესურსებით ღარიბია. ამ სფეროში ის იმპორტდამოკიდებულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გამოსავალი არის. ის საკმაოდ ეფექტური, მარივი, იაფი და, რაც მთავარია, გარემოსათვის სრულიად უსაფრთხოა.

ლიკა ამირაშვილი
06.04.2016

 ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ჟურნალისტებითვის ორდღიანი მედიატური მოეწყო. სპეციალურად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მედიის წარმომადგენლები სკოლის საქმიანობას, მიმდინარე სასწავლო პროგრამებსა და უახლოეს გეგმებს გაეცნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×