რეზონანსი
06.04.2016

 პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 6 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობების მე-2 ევროპულ კონგრესი დასრულდება. დედაქალაქის დელეგაციას, რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობს.

ვახტანგ შამუგია
06.04.2016

 ბოლო რამდენიმე დღეა, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 2 აპრილის ღამეს დაწყებული ინტენსიური სროლა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში გადაიზარდა.

მამუკა ნაცვალაძე
06.04.2016

 დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები. პარიზში პარკ დე პრენსზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ფრანგული პსჟ და "მანჩესტერ სიტი", გერმანიაში, ვოლფსბურგ არენაზე კი მეორე მატჩი შედგება - ადგილობრივი "ვოლფსბურგი" მადრიდის "რეალს" დაუხვდება.

თაკო მათეშვილი
05.04.2016

 სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას ლოკალურ ომად აფასებს და ამბობს, რომ მალე, სავარაუდოდ, იგი "ლიმიტირებულ" ომში გადაიზრდება.

ეკატერინე ბასილაია
05.04.2016

 გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა 82 ქვეყანაში გამოაქვეყნა სტატიათა სერიალი, სადაც მოთხრობილია 72 ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების კორუფციული საქმიანობის თუ ფინანსური სპეკულაციების შესახებ და ამ გამოძიების მასალებში ბევრ სხვა ცნობილ ლიდერთან ერთად ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოფშორული ბიზნესი - "ლინდენ მენეჯმენტი".

თიკო ოსმანოვა
05.04.2016

 საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებლის, ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას აზრით, "ქართული ოცნების" გარდა, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არა აქვთ.

სალომე სარიშვილი
05.04.2016

 "თეორიულად დასაშვები, თუმცა ნაკლებად სავარაუდო", - ამგვარია ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასება შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სპექტრს აწყობს, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიის არანაირი იმედი არ აქვს ან სულაც, ქვეყნის იმიჯის დაზიანება სურს.

მაკა ხარაზიშვილი
05.04.2016

 საღებავები, მეტალოპლასტმასი, ლამინატი, ბეტონი - სპეციალისტები საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალების არსებობაზე საუბრობენ. ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი უწყება, რომელიც ასეთი მასალების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

მარი ჩიტაია
05.04.2016

 საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება. საკრედიტო ორგანიზაციების მომრავლებასთან ერთად, გააქტიურდნენ "სესხის ამომღები" კომპანიები, რომლებიც მარტივ ფულს ტერორის გზით შოულობენ. ამასთანავე, ეს კომპანიები არღვევენ კანონს და არ იცავენ მსესხებლის პერსონალურ ინფორმაციას. ამიტომ პროკურატურა მათი საქმიანობით უნდა დაინტერესდეს.

მარი ჩიტაია
05.04.2016

საწარმოებს თხილის მოსავლის ნახევარზე მეტი გაუყიდავი დარჩა. მეწარმეები ფიქრობენ, რომ წელს პროდუქტის გაყიდვა ვერც მოესწრება, ხოლო გაისად ძველი თხილის გაყიდვა ქარხნებს დანაკარგით მოუწევთ, რადგან ნაყოფი წონაში დაიკლებს და ხარისხიც გაუარესდება. შეიძლება ითქვას, თხილის ბიზნესმა წელს საშინლად იზარალა. დანაკარგი იმდენად დიდია, რომ ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში თითქმის ყველა მსხვილი ქარხნის საქმიანობა შეჩერებულია. პრობლემა განსაკუთრებით თურქული ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებს აქვთ, ისინი თხილს არ იბარებენ.

მარი ჩიტაია
05.04.2016

 "სადეზინფექციო კომპანიებმა" სადარბაზოების შემდეგ საყოფაცხოვრებო და სავაჭრო დაწესებულებებში გადაინაცვლეს. გაურკვეველ სერვისში, თუ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გაფორმდა, მეწარმეებს 300 ლარამდე უწევთ გადახდა, ხოლო ერთჯერად მომსახურებაში, სულ მცირე 30-50 ლარს იხდიან. ასეთ თაღლითურ სქემაში, რიგითი მოქალაქეების ჩათვლით, სილამაზის სალონებისა და რესტორნების რამდენიმე წარმომადგენელი გაება.

ელზა წიკლაური
05.04.2016

 2017 წლიდან ყველა "ტაქსისტს" სავალდებულო რეგისტრაციის გავლა მოუწევს. ევროპის ყველა ქვეყანაში ტაქსების ბიზნესი რეგულირებულია და ტარიფიც მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაბამისადაა დადგენილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×