სალომე სარიშვილი
04.04.2016

 პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერის გია ჟორჟოლიანის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამოუკიდებლად გადაწყვიტა, ეს კოალიციის დაშლას სულაც არ ნიშნავს. მისივე თქმით, მთავრობაცა და პარლამენტიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ კრიზისს არ უნდა ველოდოთ.

მარი მგალობლიშვილი
04.04.2016

 ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ნოუ კამპზე" გაიმართა, სადაც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. "სამეფო კლუბის" თავკაც ზინადინ ზიდანისთვის მწვრთნელის რანგში ეს პირველი ელ კლასიკო იყო და გამარჯვებით დასრულდა.

თიკო ოსმანოვა
02.04.2016

 "ჯანსაღ გარემოში პარტია "ქართულ ოცნებას" დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ამ შემადგენლობით ეს შეუძლებელიც კია. რაც შეეხება "ქართული ოცნების", როგორც პარტიის, განახლებას, ამის სულ უფრო და უფრო ნაკლებ შანსს ვხედავ იმიტომ, რომ "ოცნებამ" ყველა შანსი გაუშვა, რომ რეალური განახლება და სწორი განვითარება აერჩია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი.

ეკატერინე ბასილაია
02.04.2016

კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლა გრძელდება, "რესპუბლიკელების" შემდეგ გასვლის გადაწყვეტილებას "ეროვნული ფორუმიც" არ მალავს და უკვე გაჩნდა ვერსიები როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე რაიონის მუნიციპალიტეტებში უმრავლესობის დაშლისა და საბოლოოდ პოლიტიკური კრიზისის დადგომის საფრთხეზე.

გვანცა ღვედაშვილი
02.04.2016

 "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი "რეზონანთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 2016 წლის არჩვნებში პარტია არა საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, არამედ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება.

თაკო მათეშვილი
02.04.2016

კოალიციაში შემავალ პარტიებს მოღვაწეობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსი აქვთ - ასე აფასებენ პიარსპეციალისტები კოალიციის პრაქტიკულად დაშლას და ამბობენ, რომ თითოეულ პარტიას შეუძლია ეს ყველაფერი მომგებიანად გამოიყენოს. ანუ, გაემიჯნოს ყველა იმ წარუმატებლობას, რაც "ოცნების" ხელისუფლებას ჰქონდა და საკუთარ თავზე მხოლოდ წარმატებები აიღოს.

ლიკა გურაბანიძე
02.04.2016

საქართველოში ბოლო წლებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე 4 ათასი ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2011 წელს - 5.6 ათასი, 2012 წელს - 8 ათასი, 2013 წელს - 7.5 ათასი, 2014 წელს კი - 9.7 ათასი.

ელზა პაპოშვილი
02.04.2016

 ბათუმში შემზარავი ფაქტი მოხდა - შუახნის ქალი ქმარმა გამთენიისას ნაჯახით დაჭრა. 51 წლის ნ.გ. მეუღლემ შელაპარაკების ნიადაგზე ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი ნაჯახით მისი მოკვლა სცადა.

სალომე სარიშვილი
02.04.2016

 პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, "რესპუბლიკური" პარტიის გადაწყვეტილება - არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, თუმცა ერთდროულად კოალიციაში დარჩენაცა და წინასაარჩევნო კამპანიის დამოუკიდებლად წარმოებაც ექსპერტს არაბუნებრივად მიაჩნია. ცინცაძის აზრით, "რესპუბლიკელები" ამგვარი დიპლომატიით მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის შენარჩუნების მიზნით მოქმედებენ, რადგან ეს ტაქტიკა წინასაარჩევნოდ მათთვის საუკეთესო ბერკეტია.

ნათია ლომიძე
02.04.2016

დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი საკუთარ სახლებს ტოვებს და საცხოვრებლად თბილისიდან ახლომახლო მდებარე შედარებით პატარა ქალაქში გადადის საცხოვრებლად ან სოფლებში. ამის მთავარი მიზეზი ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც უმრავლესობისთვის საკმაოდ არასახარბიელოა. თბილისიდან "გაქცეულებს" იმედი აქვთ, რომ სოფლად შედარებით გაუადვილდებათ საარსებო სარჩოს შოვნა, ვიდრე დედაქალაქში.

მარი ჩიტაია
02.04.2016

 ქართველი ფერმერები ექსპორტიორებისგან შეკვეთებს წინასწარ იღებენ. მოთხოვნაა ისეთ პროდუქტზე, რომელიც ჯერ არც კი დათესილა. განსაკუთრებით საადრეო ხილსა და ბოსტნეულს უკვეთავენ. ექსპორტზე მოთხოვნის ზრდამ, შესაძლოა, ადგილზე ქართული პროდუქტის შემცირება და გაძვირება გამოიწვიოს. ასე მოხდა შარშანაც, რის გამოც ბაზარზე დღეს ადგილობრივი ნაწარმი დეფიციტშია.

ელზა წიკლაური
02.04.2016

კომერციული სტრუქტურების მიერ სესხებზე დაწესებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ით გაიზარდა. განაკვეთების ზრდაში მნიშვნელოვანი წილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საკრედიტო კავშირებს უკავიათ. ბანკები კი უკვე რამდენიმე თვეა, ყველა ტიპის სესხზე პროცენტს ამცირებენ, რაც გამკაცრებული წესების გამო, მსესხებლების რაოდენობის კლებითაა განპირობებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×