თაკო მათეშვილი
31.03.2016

 პოლიტოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია ვიზალიბერალიზაციის წლის ბოლომდე გადადებას არ ელის და ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვარაუდს საფუძველი ნაკლებად აქვს.

ელზა პაპოშვილი
31.03.2016

 ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტ ჯოზეფ დოულის მიერ გაკეთებული განცახდება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და მას არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არამედ თავად მისი პარტიაც კი არ იზიარებს, აცხადებს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

ელზა პაპოშვილი
31.03.2016

26 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა შარაბიძეებში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 14 წლის ანრი გ.

მარი ჩიტაია
31.03.2016

ლარის კურსი კატასტროფულად მერყეობს. ეროვნული ვალუტა ერთ დღეს რომ უცებ გაუფასურდება, მეორე დღეს სწრაფადვე მყარდება, წონასწორობის შენარჩუნება ვერაფრით ხერხდება. 30-40-თეთრიანი სხვაობით კურსი თითქმის ყოველდღიურად იცვლება, რაც ბაზარზე სერიოზულ პრობლემას ქმნის.

ელზა წიკლაური
31.03.2016

 "მობიტელი" "კავკასუს ონლაინის" საცალო ქსელისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ინტერნეტპროვაიდერის მფლობელი "მაგთიკომი" გახდა. საბითუმო ქსელი, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელი კვლავ "კავკასუსის" მფლობელობაში რჩება. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მის გასხვისებას არ აპირებენ. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, "კავკასუსს" სერიოზული ფინანსური დავალიანება აქვს და მას შემდეგ, რაც საცალო ქსელის აქტივების "მაგთიკომის" მფლობელობაში გადასვლა დასრულდება, ის საბითუმო სეგმენტსაც გაყიდის.

ლიკა ამირაშვილი
31.03.2016

იანვარში ჩატარებულ საგნობრივ გამოცდებში პედაგოგთა 83-მა პროცენტმა ბარიერი ვერ გადალახა. განათლების მინისტრის შეფასებით, ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო. თუმცა, როგორც პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ვახანია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, იანვრის გამოცდებისთვის განათლების სისტემა გამოცდების ჩასატარებლად მზად არ აღმოჩნდა. მისი თქმით, სისტემამ ვერ უზრუნველყო ელემენტარული ტექნიკური საკითხები, როგორიცაა საგამოცდო შენებების გათბობა.

მაკა ხარაზიშვილი
31.03.2016

 ონლაინ აზარტული თამაშების დასარეგულირებლად მთავრობამ უკან მეორედ დაიხია. "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე აზარტული თამაშების შეზღუდვის პირობა დადო, თუმცა ძლიერი ლობისტების წყალობით ამ დაპირების შესრულება ვერ მოახერხა. მოგვიანებით, პრემიერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პარლამენტში მისულმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაცია დაწესდებოდა. ახლა საკითხიც მიჩუმათდა. "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ორ კვირაში მზად იქნება შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ.

მამუკა ნაცვალაძე
31.03.2016

 არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა ლიონელ მესიმ ორიოდ დღის წინ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ბოლივიის ნაკრებს თერთმეტმეტრიანიდან გაუტანა გოლი, რომელიც ორმოცდამეათეა კატალონიელთა ლიდერის სანაკრებო კარიერაში.

თაკო მათეშვილი
30.03.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კოალიციის შესაძლო დაშლას მიესალმება და ამბობს, რომ ეს პარტიებისთვისაც, ამომრჩევლისთვისაც და ქვეყნისთვისაც ბევრად უფრო მომგებიანი იქნება.

ია აბულაშვილი
30.03.2016

 წინასაარჩევნო გარემოსა და იმაზე, რა კონფიგურაციით მივა მმართველი კოალიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, "რეზონანსი" პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
30.03.2016

 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თუკი კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება და მასში შემავალი 5-ვე პარტია ცალ-ცალკე იყრის კენჭს, მნიშვნელოვანი ხდება, რომელ პარტიას რა შანსი აქვს პარლამენტში ხელახლა შესასვლელად და ვის ემუქრება პარლამენტს მიღმა დარჩენის საფრთხე.

თიკო ოსმანოვა
30.03.2016

 "დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშშია ასახული. თუმცა განსხავებული მონაცემები აქვთ კავკასიოლოგებს. მათი თქმით, კონფლიქტური სახელმწიფოების მოქმედ დაჯგუფებებში საბრძოლველად პანკისიდან და აჭარიდან 100-მდე მოქალაქეა წასული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×