ლიკა ამირაშვილი
26.03.2016

ფარული ჩანაწერების თემაზე მორიგი დისკუსია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი კითხვები დაისვა და სხვდასხვა ასპექტები გამოიკვეთა. დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა ფარული მიყურადების გენდერულ ასპექტებზე, ასევე მოვლენების ფესვებზე დინამიკაზე და სავარაუდო შედეგებზე.

ია აბულაშვილი
26.03.2016

ქართველი ხალხის ცხოვრებაში მუსიკას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი აქვს და მრავალი ქართველი კომპოზიტორისა თუ შემსრულებლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერის საგანძური გამხდარა, მათ შორის უდავოდ საპატიო ადგილი უკავია სიმღერა "სულიკოს". ამიტომ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამავე "სულიკოს" შექმნის ისტორიიდან სიმღერის ავტორის, პირველი ქართვლი კომპოზიტორი ქალის ვარინკა წერეთლის ცხვრებიდან და მოღვაწეობიდან.

ნათია ლომიძე
26.03.2016

ბაიდოშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც სოციალური დახმარებაც კი არ აქვს, ოჯახის ერთი წევრის მიზერული შემოსავლის იმედადაა. სრულიად უსასხსროდ დარჩენილები საზოგადოებისგან ითხოვენ სამსახურის შოვნაში დაეხმარონ, ვინაიდან მათი ყოველი ცდა, სხვადასხვა დაწესებულებებში ანაზღაურებად სამუშაოზე მოხვედრილიყო, უშედეგოდ დასრულდა. მათი ერთადერთი თხოვნა, არა ფინანსური დახმარება, არამედ სამსახურია.

მაკა ხარაზიშვილი
26.03.2016

ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის შესასრულებლად 4 დღეში 275 მილიონი ლარი უნდა მოაგროვოს. იანვარ-თებერვალში კვარტლის ბიუჯეტის მხოლოდ 55% შესრულდა და ხარჯების დასაფინანსებლად სამინისტრომ ხაზინის ნაშთი გამოიყენა. პირველ ორ თვეში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არაჯანსაღად გამოიყურება, თუმცა მთავრობას მომდევნო თვეების იმედი აქვს.

მარი ჩიტაია
26.03.2016

 სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების შემოღება მძღოლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. როგორც ჩანს, სწორედ ეს გაითვალისწინეს მთავრობაშიც და მთელი რიგი ვალდებულებების დასაწესებლად ვადა 2017 წლამდე გადასწიეს. ამ პერიოდში არჩევნები ჩავლილი იქნება და მძღოლების პროტესტი მმართველ პარტიას საფრთხეს ვერ შეუქმნის. სპეციალისტები მაინც ფრთხილობენ. ისინი მთავრობას ურჩევენ, ავტომფლობელებს ყველა ვალდებულება ერთბაშად თავს არ მოახვიონ.

მაკა ხარაზიშვილი
26.03.2016

 ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 75%-მდე დაურეგისტრირებელია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ერთხელ დაწუნებული კანონპროექტი შეცვლილი სახით პარლამენტში გუშინ შევიდა. მთავრობა მიწის მესაკუთრებს დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამოსწორებაში დახმარებას ჰპირდება და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი უფასო იქნება.

ლიკა გურაბანიძე
26.03.2016

 მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანების 90%-მა შესანიშნავად იცის, როგორ შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს საკუთარი ემოციები. მეცნიერების თქმით, მცირე დოზით გადატანილი სტრესი აუცილებელი და უვნებელი ემოციაა. აღმოჩნდა, რომ ტვინი რთულად მუშაობს მანამ, სანამ ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებით. ფსიქოლოგების აზრით, მთავარია, სტრესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გაგრძელდეს. ამიტომ მნიშნელოვანია მისი კონტროლი.

მარი მგალობლიშვილი
26.03.2016

 "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ნემანია ვიდიჩმა "ბიბისისთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედინად" წასვლა მისთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო.

თაკო მათეშვილი
25.03.2016

 პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, პროგრამა მინიმუმით დაკმაყოფილება, სიტყვის შესრულება, საკუთარ ბიზნესზე ზრუნვა - სწორედ ამ მიზეზების გამო არ ბრუნდება ბიძინა ივანიშვილი, პოლიტოლიგების აზრით, პოლიტიკაში.

თიკო ოსმანოვა
25.03.2016

 "თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ დღეს "ისლამური სახელმწიფოს" სტრატეგიაში საქართველო არ განიხილება, როგორც ტერორისტული სამიზნე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კავკასია მათ ინტერესში არ არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანის საქართველოს" წევრი ირაკლი ბათიაშვილი.

ეკატერინე ბასილაია
25.03.2016

კვირიკაშვილი, სერგეენკო და კალაძე - ეს არის ის სამი მინისტრი, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" საპარლამენტო სიისთვის "ოქროს სამეულად" მიიჩნევა.

ელზა პაპოშვილი
25.03.2016

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მოხდეს. გამზარდია არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ცალკე პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს და ახალი გუნდით გამოჩნდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×