მაკა ხარაზიშვილი 22.03.2016
ლარის 2,2 ნიშნულამდე გამყარების შემთხვევაში, მოსახლეობა, წელიწადში 60 მილიონ დოლარს დაზოგავს. ბიზნესის საბანკო ხარჯი კი, დაახლოებით, 80 მილიონი ლარით შემცირდება. იმ შემთხვევაში თუკი ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2 ლარამდე გამყარდება, მთლიანობაში საბანკო მსესხებლებს საპროცენტო ხარჯი 237 მილიონი ლარით შეუმცირდებათ. ბიზნესმენთა განცხადებით, იზოგება კოლოსალური თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
|
მარი ჩიტაია 22.03.2016
ერთ წელიწადში თხილი 60%-ით გაიაფდა. შარშან ამ დროს მისი ფასი 12 ლარს აჭარბებდა. წელს კი გლეხები პროდუქტს 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდიან. თხილის ქარხნებში განმარტავენ, რომ არსებული ფასი საბოლოოა და სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.03.2016
საქართველოში პატარა, არაბრენდული აფთიაქები სოკოებივით მომრავლდა. ვითარება თანდათან ემსგავსება ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ ვითარებას, როდესაც წვრილმა ავტოგასამართმა სადგურებმა ბრენდულ აგს-ები ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნეს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების განცხადებით, ფარმაცევტული მონოპოლიის დასანგრევად ქვეყანაში უფრო მსხვილი მძლავრი კომპანიები უნდა შემოვიდნენ ან სახელმწიფომ ევროპის პრაქტიკა გაითვალისწინოს და რეგულაცია აამოქმედოს.
|
მარი ჩიტაია 22.03.2016
სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებში ვერ დადის. დღესდღეობით იშვათად მოიძებნება საჯარო სკოლა, სადაც ბავშვი, შესაძლოა, სპორტით ან სხვა შემოქმედებითი აქტივობით დაკავდეს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში მეტ-ნაკლებად არის, მაგრამ დიდი გადასახადის გამო, მოსწავლეები ვერ სარგებლობენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.03.2016
ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" რიგებში "სევილიიდან" გადავიდა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბუთელი გახდა. ხორვატი კარგად მოერგო სუპევასკვლავური გუნდის სტილს და სწორედ ამიტომაც დაიმსახურა კატალონიელი გულშემატკივრის პატივისცემა.
|
თაკო მათეშვილი 21.03.2016
კოალიციის საარჩევნო სიით გამოჩნდება, თუ რა მიზანი დაისახა ხელისუფლებამ და რა უფრო პრიორიტეტულია მისთვის - მოკლე ვადაზე გათვლილი მმართველი პარტიის კეთილდღეობა თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ინტერესების გატარება.
|
თიკო ოსმანოვა 21.03.2016
რუსეთის ციხეებიდან შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება გრძელდება - როგორც "რეზონასს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უთხრა, გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოეს ერთ თვეში მეზობელი ქვეყნის საპატიმროს კიდევ 4 ქართველი დატოვებს."
|
ეკატერინე ბასილაია 21.03.2016
რუსეთმა საქართველოზე მუქარანარევ განცხადებებსა და თითის დაქნევას მოუხშირა - გრიგორი კარასინის აღშფოთების შემდეგ ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან "ანტირუსული გამოხდომების მკვეთრად გახშირებაზე" ახლა უკვე თავად რუსეთის საგარეო უწყებაც ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას და იქვე უთითებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ ამგვარი პროპაგანდა დამღუპველ გავლენას ახდენს ამ დისკუსიების წარმატებაზე და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებაზე.
|
სალომე სარიშვილი 21.03.2016
"ანტიდასავლური ძალები რუსული პროპაგანდის თეზისს მიზანმიმართულად ავრცელებენ, რომ თურმე აი, დასავლეთი და ევროპა იმისთვის მოდიან, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონონ და რომ თურმე ახლა ამაზე პარლამენტში კენჭისყრაა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩასაწერი ცვლილების შეფასებისას.
|
ლიკა ამირაშვილი 21.03.2016
ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევის მმართველმა პარტიამ დიდი სხვაობით გაიმარჯვა - ცესკოს მონაცემებით, "ნურ ოტანმა" ხმების 82,15% მიიღო. მის გარდა, 7%-იანი ბარიერი კიდევ ორმა - კომუნისტურმა პარტიამ და "აკ ჟოლმა" გადალახა.
|
ეკატერინე ბასილაია 21.03.2016
იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის შეძენით საქართველოში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია დაინტერესებული, რომელიც მზად არის, რამდენიმე მილიონი გადაიხადოს. მართალია, პირდაპირ ამ ბიზნესმენის ვინაობა არ სახელდება, მაგრამ ირიბად საუბარია იმაზე, რომ იგი შეიძლება ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყოს.
|
ლიკა გურაბანიძე 21.03.2016
გალის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლების აკრძალვამ თავისი პირველი შედეგები უკვე გამოიღო - ადგილობრივთა ცნობით, გალელმა ბავშვებმა ახლა წესიერად არც ქართული იციან და არც რუსული, იმ მოსწავლეებში კი, რომლებიც სწავლების ქართულიდან რუსულ ენაზე გადასვლამდე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ, ცოდნის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია.
|