მაკა ხარაზიშვილი 19.03.2016
ლარის კურსის მკვეთრი გამყარება ექსპორტიორებს პრობლემას არ შეუქმნის. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკის 80% იმპორტზეა დამოკიდებული. ამიტომ კურსის გამყარება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს მხოლოდ წაადგება.
|
მარი ჩიტაია 19.03.2016
დაახლოებით 30 წელიწადში ყოველ მეორე ადამიანს მსოფლიოში შიმშილი ემუქრება. გაეროს პროგნოზით, მოსალოდნელია საკვების მწვავე დეფიციტი, რაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდის სწრაფ ტემპს უკავშირდება. როგორც ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს საფრთხე ჩვენს ქვეყანას ნაკლებად ან თითქმის არ ემუქრება. ოღონდ ამის თავიდან ასაცილებლად აგრარული სექტორი სწრაფად უნდა განვითარდეს.
|
ლიკა გურაბანიძე 19.03.2016
"მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს" - ეს სიტყვები ||| საუკუნის წინ ინგლისელმა დრამატურგმა უილიამ კონგრივმა დაწერა. უფრო ადრე კი, საუკუნეების წინ დაწერილი ხელნაწერები გვამცნობდნენ: "მუსიკალური აღზრდა - ყველაზე ძლიერი იარაღია, რამეთუ რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ, სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს, ადამიანის სულში". მეცნიერების თქმით, მუსიკა დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ სულზე, არამედ გულსა და გონებაზეც.
|
რეზონანსი 19.03.2016
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიმდინარე პროექტის „ტრენინგები თვითმმართველობის მოხელეებისთვის“ ფარგლებში, 16-17 მარტს გასვლითი ტრენინგები თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო კომპლექს „სავანეთში“ გაიმართა.
|
სალომე სარიშვილი 19.03.2016
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ა/ო "იდენტობის" წარმომადგენლების მისამართით არასწორი არაფერი უთქვამს და მით უფრო, დისკრიმინაციული ტერმინი არ გამოუყენებია. მისივე თქმით, "იდენტობის" მიერ გუშინ პარლამენტთან გამართული აქცია მიზნად ეროვნულობის დისკრედიტაციასა და საზოგადოების გაუკუღმართებას ისახავდა.
|
ეკატერინე ბასილაია 19.03.2016
დეკემბერში დაწყებული ე.წ. კოკაინის საქმის სკანდალს, სადაც ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატებს - მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებებში და მასზე წნეხში ადანაშაულებდა, პროკურატურამ წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ კორუფციული ფაქტი არ დასტურდება. არდადასტურების ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო წაშლილი მესიჯებისა და ზარების აღდგენა.
|
ლიკა ამირაშვილი 19.03.2016
თსუ-ს რექტორის, ლადო პაპავას იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხილვა დაწყებულია. სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის მხრიდან გადაცდომებზე საუბრობს, კონკრეტულად დასაბუთებას კი ორშაბათს წარადგენენ. თავის მხრივ, როგორც აკადემიურ საბჭოში აცხადებენ, მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი.
|
თაკო მათეშვილი 19.03.2016
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვების უფრო ფრთხილად შერჩევისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მმართველ კოალიციაში კომუნიკაციის პრობლემაა, რადგან ხშირად გუნდს მისი რომელიმე წევრის გამო თავის მართლება ან ახსნა-განმარტებების მიცემა უწევს.
|
ელზა პაპოშვილი 19.03.2016
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილი აცხადებს, რომ ამავე საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანზე, შესაძლოა, პროკურატურის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდეს.
|
ლიკა გურაბანიძე 19.03.2016
პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. წიკლაურმა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც ქორწინების შესახებ ჩანაწერს ეხება.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.03.2016
დღეს "დინამო არენაზე" 17:00 საათზე "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩი გაიმართება. "ბორჯღალოსნები" სეზონის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს - რუმინელ "მუხებს" დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი გაარკვევს რაგბი ევროპის მიმდინარე წლის ჩემპიონსა და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელს.
|
ეკატერინე ბასილაია 18.03.2016
პარლამენტში ივნისამდე "ოკუპაციის შესახებ კანონში" იმ ცვლილების განხორციელებაა დაგეგმილი, რასაც წლებია, პაატა ზაქარეიშვილი ითხოვს და რაც დიდი დაპირისპირებისა და ვნებათაღელვის გამო 2013 წელს მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული.
|