თიკო ოსმანოვა
17.03.2016

შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლები "მაესტროს" ყოფილ გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს მათზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებენ და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" უფლებების დაცვას სთხოვენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორის ბაჩო კიკაბიძის შეთავაზება არ მიიღეს და ძმებ გაჩეჩილაძებთან დარჩენა არჩიეს.

სალომე სარიშვილი
17.03.2016

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის, კორნელი კაკაჩიას აზრით, თსუ-ში მიმდინარე მოვლენები უნივერსიტეტში წლობით დაგროვილ, კომპლექსურ პრობლემებს უკავშირდება. მისი თქმით, ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად განათლების სისტემის ძირეული ცვლილება და რადიკალური რეფორმებია საჭირო, რაზეც ხელისუფლებამ ერთიანი ძალიხმევით, კოორდინირებულად უნდა იზრუნოს და განათლება პრიორიტეტად აქციოს. კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სისტემის რეფორმირების მზაობა ხელისუფლების არც ერთი ორგანოდან არ შეინიშნება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ია აბულაშვილი
17.03.2016

 "კარასინის განცხადება შეიძლება ისე გავიგოთ, რომ თუ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში წამყვან ადგილებს დაიკავებენ ანტირუსული რიტორიკით გამორჩეული ძალები, რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოსადმი კიდევ უფრო ხისტი იქნება," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
17.03.2016

 საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა ვარაუდობს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ქვეყნიდან გაქცეული მაღალჩინოსნების ხელი ურევია და ამ მოსაზრებას იმით ამყარებს, რომ ისინი ამით ორ მოწინააღმდეგეს ერთდროულად შეულახავდნენ იმიჯს - ხელისუფლებასა და კონკურენტ ოპოზიციურ პარტიას.

ლიკა ამირაშვილი
17.03.2016

 ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ორშაბათს დასრულდა - აბიტურიენტთა რაოდენობა 41 633-ია. როგორც შეფასებისა და ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, წინა წელთან შედარებით აბიტურიენტთა რაოდენობა გაზრდილია.

მაკა ხარაზიშვილი
17.03.2016

 საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათან ტვითს კარგავს. ახალი პორტების მშენებლობის მოლოდინში გადაზიდვის მოცულობა ძველ პორტებშიც მცირდება. იანვარში ქართულ ნავსადგურებში ტვირთბრუნვამ 13,2%-ით იკლო. 14%-ით ნაკლები ტვირთი გადაიტანეს რკინიგზით.

ნათია ლომიძე
17.03.2016

მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დღითი დღე სტაბილურდება, მედიკამენტების ფასზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ფარმაცევტულ ბაზარზე იაფი კომპანიის შემოსვლის მიუხედავად, მომხმარებლები უკმაყოფილონი არიან, რადგან წამლები, რომლებსაც შარშან შედარებით იაფად ყიდულობდნენ, წელს მკვეთრად გაძვირებულია.

მარი ჩიტაია
17.03.2016

რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნამ იკლო, ფასი კი უცვლელი დარჩა. უსახსრობის გამო მიწის ყიდვა ხალხს თითქმის ყველა რეგიონში უჭირს. ვისაც ფული აქვს, ძირითადად, სავენახე ადგილს ყიდულობს. ზოგიერთ რეგიონში პრობლემა ნაყოფიერი მიწის დეფიციტს უკავშირდება.

მარიამ აფციაური
17.03.2016

 ტურისტული კომპანიების მუშაობა უკონტროლოა. არიან ფირმები, რომლებიც მსურველებს ტურისტული მარშრუტების გარდა, სამუშაო ვიზებსაც სთავაზობენ. ასეთი კომპანიები უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს მათი გაკოტრების ტოლფასი იქნება. იმ ოპერატორებს, რომლებიც მხოლოდ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობენ, არ აქვთ გააზრებული მოსალოდნელი ცვლილების ეფექტურობა.

სალომე სარიშვილი
17.03.2016

 სამწლიანი მოლოდინისა და მოქალაქეების პროტესტის შემდგომ, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე ასფალტი დააგეს, თუმცა ახალდაგებულ გზის საფარს საფრთხე ემუქრება, რადგან, მიუხედავად ამკრძალავი ნიშნისა, ქუჩაზე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანები გამუდმებით მოძრაობენ, აზიანებენ როგორც გზის სავალ ნაწილს, ასევე ტროტუარს, რაზეც რეაგირება არასაკმარისი და არაადეკვატურია. მოქალაქეები გზაზე მძიმეწონიანი ავტომობილების მიმოსვლის სასწრაფოდ აკრძალვასა და ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

ლიკა ამირაშვილი
17.03.2016

 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგი, ასოციაცია "მცოდნელის" დამფუძნებელი ლიანა ბედინაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მზად აქვს წიგნი "ყოფაქცევის კულტურა", რომელიც სკოლებში ფაკულტატურად ისწავლება. მისი თქმით, ასოციაციის მიზანია, რომ ეს წიგნი სკოლებში სავალდებულო გახდეს.

მარი მგალობლიშვილი
17.03.2016

 ესპანეთის ნაკრებისა და ნიუ-იორკის "მელბურნ სიტის" თავდამსხმელი დავიდ ვილია გუნდის ახალ მწვრთნელზე, პატრიკ ვიეირაზე საუბრობს. ესპანელი ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" წავიდა, თუმცა მანამდე ვილია დიდი ხნის განმავლობაში "ბარსელონას" ღირსებას იცავდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×