ნატა გიორგაძე 15.03.2016
მოსახლეობას უიმედო სესხების ჩამოწერის იმედი აქვს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი "თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივას კანონმდებლები დაუჭერენ მხარს. კანონპროექტის ინიციატორები კი ამბობენ, რომ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს და სახელმწიფოებრივი ჩარევის შედეგად უიმედო მსესხებლები მძიმე მდგომარეობიდან გამოდიან.
|
მარი მგალობლიშვილი 15.03.2016
"ქართული ოცნების" სპორტის ჯგუფის უფროსად სამბოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ოლეგ იაძე დაინიშნა. იაძემ ამ პოსტზე სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ჩაანაცვლა.
|
რეზონანსი 15.03.2016
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ სასწავლო ცენტრში (მისამართი: კოსტავას #33ა) პროექტის "პროფესიულისამყარო" მესამე ნაკადისთვის ტრენინგების ათდღიანი კურსი დასრულდა.
|
ლიკა ამირაშვილი 14.03.2016
რამდენიმე დღის წინ "იუთუბზე" ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა, რომელთაგანაც წინა ორი არ გახმაურებულა.
|
თიკო ოსმანოვა 14.03.2016
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს ომის დროს სოხუმიდან თბილისში ჩამოტანილი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების უკან დაბრუნებას სთხოვს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხის დაყენებას ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე აპირებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით თბილისიდან "პოზიტიური სიგნალები" უკვე შეიმჩნევა. თუმცა რა იგულისხმება ამაში, უცნობია.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.03.2016
გორის საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მისი ადგილი ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის" წევრმა ილია მეტრეველმა დაიკავა და მალევე თანაშემწედ ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნა გადაწყვიტა. თუმცა, ჯერჯერობით თანამდებობიდან თავისი ნებით წასვლაზე უარს ამბობს მეტრეველის ახლანდელი თანაშემწე ნათია ომაძე და გადაწყვეტილი აქვს, რომ არგუმენტის გარეშე მისი თანამდებობიდან მოხსნის შემთხვევაში თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავს.
|
ელზა პაპოშვილი 14.03.2016
კახეთში, ქალაქ თელავში, პუტინისა და რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და მეგობრული ურთიერთობის აღდგენის თხოვნით მიმართეს.
|
ვახტანგ შამუგია 14.03.2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური საპროტესტო აქცია გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა და სასწავლებელში ე.წ. "ოდეერის" შტატის გაუქმებაა. ისინი თსუ-ს რექტორ ლადო პაპავას მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზეც საუბრობენ.
|
თაკო მათეშვილი 14.03.2016
ხელისუფლება პირველია იმ სიაში, რომელთა რეიტინგზეც, პიარ სპეციალისტების აზრით, უარყოფითად აისახება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელება. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი იგი ვერ მოახერხებს ამ საქმის გამოძიებასა და იმის დადგენას, თუ ვინ გადაიღო და გაავრცელა ვიდეო. ამას, მათი აზრით, ოპოზიციაც შეუწყობს ხელს, რადგან ამ საქმეს ხელისუფლების წინააღმდეგ მუდამ გამოიყენებს.
|
ეკატერინე ბასილაია 14.03.2016
"საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ის ადამიანები, ვინც უკანონო ჩანაწერებს იღებდნენ, აფაილებდნენ და შანტაჟისთვის იყენებდნენ, ისევ იქ მუშაობენ... ხელისუფლებაში კონკრეტულ ადამიანებს ეს ხალხი მოსწონთ და ახლა სათავისოდ ამუშავებენ," - ამბობს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი და ჩანაწერების გავრცელებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს იმ მიზეზით, რომ ამ სისტემური დანაშაულისთვის რაღაც რაოდენობა ადამიანების დასჯა და პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანა რომ მომხდარიყო, დღეს ასეთი რაღაცები არ მოხდებოდა.
|
ნინო ქეთელაური 14.03.2016
ფარული ჩანაწერის გავრცელებით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა - რა რეაქცია ექნება საზოგადოებას და რა პოლიტიკური შედეგების მომტანი იქნება. ამის შესახებ "მთელ კვირასთან" "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საუბრობს.
|
სალომე სარიშვილი 14.03.2016
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გეგუთის სასახლის კომპლექსთან შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს ძეგლის პირვანდელი სახით პერსპექტივაში აღქმის შესაძლებლობას მისცემს. ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია, ხოლო ამგვარი ტიპის რეკონსტრუქციის შექმნა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.
|