მარი მგალობლიშვილი 16.03.2016
საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - "ჯვაროსნებს" სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს. 51 წლის სპეციალისტი საზოგადოებას ოფიციალურად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა წარუდგინა.
|
რეზონანსი 16.03.2016
14 მარტს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობების და საკრებულოს აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის გეგმის განხორციელება
|
ეკატერინე ბასილაია 15.03.2016
თუ ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებისთვის კონკრეტულ ადამიანის დასჯის პრეცედენტს არ შექმნის, წინასაარჩევნოდ ამგვარი უკანონო ჩანაწერები წალეკავს ქვეყანას, რაც დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნის, - აცხადებენ პოლიტოლოგები და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დესტაბილიზაციის მოსურნე ძალებზე საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.
|
სალომე სარიშვილი 15.03.2016
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, დაუსრულებელი აქციები, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი, ქაოსი და ფაქტობრივად, უმართავი ვითარება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტუაცია ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავდება.
|
თიკო ოსმანოვა 15.03.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რომ ფარული ჩანაწერების საქმე რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიოს.
|
თაკო მათეშვილი 15.03.2016
"ეს არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ საშიშია. თუ აღმოჩნდა, რომ ინტელექტუუალური კაპიტალიც არ გვაქვს, ე.ი აღარაფერი გვქონია", - ამბობს ეკონომისტი, "ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელი გია მაისაშვილი მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების შედეგების შეფასებისას და დასძენს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში განათლების სფეროს განვითარების სტრატეგიის არარსებობამ გამოიწვია.
|
ელზა წიკლაური 15.03.2016
ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება. ნივთიერებები, რომლებსაც გემოსა და ფერის მისაცემად იყენებენ, უამრავ დაავადებებს იწვევს. სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით საშიშია ტარტრაზინი, ასპარტამი, ბეტა-კაროტენი და ა.შ. რომლებიც ადამიანის ფსიქიკას არღვევს და ამასთანავე, იწვევეს სიმსივნეს. ზოგიერთ ქვეყანაში მათი გამოყენება აკრძალულია, ზოგან კი დაწესებულია სპეციალური ნორმები. საქართველოში კი ვინ რა დოზით იყენებს მავნე დანამატებს, უცნობია. ლაბორატორიულ კვლევას არავინ ატარებს.
|
მაკა კალაძე 15.03.2016
საქართველოში ადგილობრივი ავტოგაზი გამოჩნდა. 1 კუბური მეტრის ღირებულება 1,13 ლარია. ეს არის ნავთობს მოყოლილი გაზი, რომელიც, ძირითადად, სპეციალური ავტომანქანებიდან იყიდება ან პირდაპირ სართიჭალის ნავთობის ჭაბურღილიდან გაიცემა. ამ შემთხვევაში რამდენად არის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დაცული, ეს სპეციალისტების გასარკვევია.
|
მაკა ხარაზიშვილი 15.03.2016
ბოლო 5 წელიწადში საქართველოდან 6,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავიდა. ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა კი მხოლოდ 6 მილიარდია. ფაქტობრივად, ინვესტორებს რაც შემოაქვთ ისევ უკან გააქვთ. ამიტომაც საქართველოში ვერც ბიზნესი ვითარდება და არც სამუშაო ადგილები იქმნება.
|
მარი ჩიტაია 15.03.2016
მანქანების მართვის სწავლას ხალხი დამოუკიდებლად, ავტოსკოლების გვერდის ავლით ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ავტომანქანების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს, შესაბამის სასწავლო დაწესებულებებზე მოთხოვნა მუდმივად მცირდება, შარშანდელთან შედარებით კი, განახევრდა.
|
მარი ჩიტაია 15.03.2016
ლარის გამყარების მიუხედავად, პროდუქტის ფასი ჯერჯერობით არ იკლებს. იმპორტიორების მტკიცებით, არსებული კურსი იძლევა საშუალებას, რომ ფასი მინიმუმ 5%-ით შემცირდეს, თუმცა სუპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში საფასო ცვლილება არ შეიმჩნევა. მეტიც, ზოგიერთ მსხვილ ქსელში მოასწრეს და პროდუქტი მოულოდნელად გააძვირეს, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ არსებობდა.
|
ელზა წიკლაური 15.03.2016
საქართველოში ერთი ადამიანი დღეში, საშუალოდ, 3,5 დოლარს ხარჯავს, თითქმის ამდენივეს ხარჯავენ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ცოტა მეტია რუსეთში, ამერიკელის დღიური ხარჯი კი 100 დოლარს უტოლდება. მსოფლიოში სიღარიბის ზღვრულ მაჩვენებლად დღეში 2 დოლარი ითვლება. შესაბამისად, გამოდის, რომ ქართველები დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე "ჯიბეგაფხეკილები" არიან.
|
|