მაკა ხარაზიშვილი
11.03.2016

ინვესტორებმა შარშან საქართველოში 1,351 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს. ყველაზე მეტი ფული ტრანსპორტმა და კავშირგაბმულობამ მიიღო. ენერგეტიკას კი 100 მილიონი დოლარი დააკლდა, არადა ყოველ წელს ყველაზე მეტ ინვესტიციას სწორედ ამ დარგში ელოდებიან. შარშან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა, საქართველოდან უპრეცედენტო რაოდენობის კაპიტალი გავიდა.

ია აბულაშვილი
11.03.2016

 პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიური ფაქტორების გამო საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ერთგვაროვანი არ იყო. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ისტორიული კატაკლიზმების გამო საქართველოში არაქართველი მოსახლეობა სახლდებოდა. მე-19 საუკუნიდან კი ძირითადად იძულებითი ხასიათის მიგრაცია იწვევდა სხვადასხვა ეროვნებათა ჩამოსახლებას საქართველოში.

მარი მგალობლიშვილი
11.03.2016

 ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩები მეტად საინტერესო გამოდგა - ესპანეთის "ლა ლიგაში" არცთუ წარმატებული ასპარეზობის ფონზე მადრიდის "რეალი" ევროტურნირებში რეაბილიტაციას ცდილობს.

ინტერვიუ
10.03.2016

 ევროკავშირმა თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი შესაძლოა, ივნისში დააწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამის საპასუხოდ, თავის მხრივ, ანკარამ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირში მისი ტერიტორიის გავლით მოხვედრილი უკანონო მიგრანტების თურქეთში დაბრუნება. საუბარია დღესდღეობით საბერძნეთის კუნძულებზე მყოფ ათასობით ადამიანზე. სწორედ ეს იყო ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე განსახილველი მთავარი თემა.

ეკატერინე ბასილაია
10.03.2016

 ზაფხულში ევროპის 30 ქვეყნის საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ისხნება. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება უკვე წარდგენილია.

თაკო მათეშვილი
10.03.2016

 "აფხაზეთში რუსეთი არ უნდათ, მაგრამ არც ჩვენ ვუნდივართ," - ამბობს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერი, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე საუბრისას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მის დასარეგულირებლად ხედვა საერთოდ არ გააჩნია.

ელზა პაპოშვილი
10.03.2016

 უცხოური მედიის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, შესაძლოა, გასულ კვირას ამერიკულ ავიაიერიშს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია "როიტერზმა" ანონიმურ ამერიკულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ეკატერინე ბასილაია
10.03.2016

 დაიშლება თუ არა კოალიცია 2016 წლის არჩევნებისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რაც დრო გადის, კოალიციის ლიდერების მხრიდან უფრო და უფრო გახშირდა საუბარი იმაზე, რომ კოალიციის დაშლა "ტრაგედია არ არის", და სულ უფრო მეტი დეპუტატი უჭერს მხარს არჩევნებზე პარტიების ცალ-ცალკე გასვლას.

ლიკა ამირაშვილი
10.03.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრ გია ცაგარეიშვილს "რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებზე გაესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
10.03.2016

 "კულტურული იდენტობის დაცვის სახელით გამოდიან შენიღბული პრორუსული ძალები და სურთ, ხელთ იგდონ ილიასეული ტრიადის - მამული, ენა, სარწმუნოება - დაცვის დროშა. ამიტომ, ამ სიტუაციაში დამოუკიდებელი ანალიტიკოსის პოზიცია აღარ არის საკმარისი. დღეს ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს იდეაა გადასარჩენი ნებისმიერი ყაიდის ექსტრემისტული წარმოდგენებისაგან", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა გადაწყვიტა და ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს" შეურთდა.

თიკო ოსმანოვა
10.03.2016

 "კოალიციის ზოგიერთ სუბიექტს ჰგონია, რომ ის უნდა იყოს წამყვანი ძალა. ჩემი აზრით კი წამყვანი აქ არის პარტია "ქართული ოცნება" და გადამწყვეტ სიტყვას ის ამბობდა, ამბობს და იტყვის. ზოგიერთ პარტიას გადამეტებული ამბიციები აქვს და ეს უნდა დაგვიდასტურონ არგუმენტებით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე, რომელსაც კოალიაციაში არსებულ ვითარებაზე გავესაუბრეთ.

მარი ჩიტაია
10.03.2016

 უახლოეს ერთ თვეში ლარის ახალი წონასწორული კურსი გვექნება. რამდენიმე დღეა "ბლუმბერგის" ელექტრონულ პლატფორმაზე ეროვნულ ვალუტას გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული, გუშინ კი ნახტომისებურად დაიწყო გამყარება. ვაჭრობის მიმდინარეობისას კურსი 2,4620-დან 2.4225-მდე ჩამოვიდა. არის თუ არა ეს დიდი გამყარების დასაწყისი?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×