ლიკა გურაბანიძე
12.03.2016

 ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომელსაც დღეს ცივილიზაციის დაავადებად იხსენიებენ, პირველად ამერიკელმა მკვლევარმა ა. ლოიდმა აღწერა 1984 წელს. პრაქტიკულად, ამოუცნობი სინდრომის მქონე დაავადება ყოველწლიურად სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის 1991 წლის განსაზღვრებით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არის ადამიანის ორგანიზმის სისტემური დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის დომინირებით. რაც შეეხება დაღლილობას, ის დაავადების მრავალფეროვანი სიმპტომის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოხატული სიმპტომია.

მარი მგალობლიშვილი
12.03.2016

 სერხიო ბუსკეტსის გადაბირებას რამდენიმე ევროპული გრანდი ცდილობს, მაგრამ თავად ფეხბურთელი "ბარსელონაში" თავს შესანიშნავად გრძნობ. კატალონიაში ის თავის ოცნების კლუბში თამაშობს, სადაც ხელფასის სახით წელიწადში 16 მილიონ ევროს იღებს. ფეხბურთელის თქმით, ის არ აპირებს კლუბის გამოცვლას.

ვახტანგ შამუგია
11.03.2016

 "ბრედლის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ დაცული და ძლიერი ტანკი "აბრაამსი" - მაისში საქართველოში ქართულ-ამერიკული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები - "ღირსეული პარტნიორი" ჩატარდება.

თიკო ოსმანოვა
11.03.2016

 "ჩვენი პრიორიტეტია კოალიციაში ცივილიზებული ურთიერთობის ჩამოყალიბება კოალიციური შეთანხმების საფუძველზე. თუ ეს არ გამოვიდა, რა თქმა უნდა, ცუდი იქნება. თავისთავად კოალიცია ოდესღაც დაიშლება, თუმცა როდის, ვერ გეტყვით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი.

ეკატერინე ბასილაია
11.03.2016

ევროპის 30 ქვეყნის კვალდაკვალ უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, წელს რუსეთთანაც ამოქმედდეს. მოსკოვი ევროკავშირს ერთგვარად ეჯიბრება იმაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნით ევროპისკენ მაყურებელი ქართველების კეთილგანწყობის მოპოვება თავადაც შეძლოს და უკვე გაცხადებულია ის, რომ 16 მარტს პრაღაში კარასინი-აბაშიძის მორიგ შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან ვიზების გაუქმების თემა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.

სალომე სარიშვილი
11.03.2016

 თსუ-ში მასობრივი აქციების შემდგომ სტუდენტები დანებებას მაინც არ აპირებენ და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

ლიკა ამირაშვილი
11.03.2016

პედაგოგთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა - საგნობრივი გამოცდის ჩაბარება 83-მა პროცენტმა ვერ შეძლო. სპეციალისტები ამის მიზეზად გაუმართავ სისტემას და პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციას ასახელებენ.

ელზა პაპოშვილი
11.03.2016

 ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ჩვენს ქვეყანას შენგენის ზონის გახსნით დემოგრაფიული პრობლემები შეექმნება.

ნინო ქეთელაური
11.03.2016

 ეს არის უნიკალური საწნახელი, რომელიც ქართული მეღვინეობის განვითარების სიმბოლოა - ასე აფასებენ ხანის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ 3 - განყოფილებიან ქვის უზარმაზარ საწნახელს, რომლის მოკვლევაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქვის საწნახელი 400-500 წლიანი არსებობის ისტორიას მაინც ითვლის.

მარი ჩიტაია
11.03.2016

 კლინიკებში დაწესებული მაღალი ტარიფის გამო, პაციენტები ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ. კონსულტაციიდან დაწყებული, მკურნალობის კურსით დასრულებული, სამედიცინო დაწესებულებებმა თითქმის ყველა სერვისი გააძვირეს. ლარის გაუფასურება ამისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა. საბოლოოდ კი მოსახლეობა დაზარალდა. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის მიუხედავად, საქმე იქითკენ მიდის, რომ ხალხი კლინიკების მომსახურებით ვერ სარგებლობს.

ელზა პაპოშვილი
11.03.2016

"ვიმპელკომი" "კავკასუსის" ვალდებულებების დაფარვას საწესდებო კაპიტალში შენატანით აპირებს. სწორედ ეს ახალი წინადადება დააყენა კომპანიამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის გუშინდელ სხდომაზე. მარეგულირებელმა კი აქციონერებთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხის განხილვა მოითხოვა, რის შემდეგაც კომისიაში მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართება. "კავკასუს-ბილაინის" შესაძლო შერწყმას მარეგულირებელი უკვე 25 მარტს განიხილავს.

მარიამ აფციაური
11.03.2016

 სამედიცინოს, თსუ-ს და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები თვითმმართველობას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, მრავალი წელია თვითმმართველობა თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია. სტუდენტებმა "რეზონანსთან" საუბრისას დეტალურად იმ დარღვევებზეც გაამახვილეს ყურადღება, რასაც თვითმმართველობასთან ურთიერთობისას აწყდებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×